“იუვენტუსს” “პალერმოს” შეტევის დუეტი სჭირდება

იტალიის ჩემპიონები ფრანკო ვასკესისა და პაულო დიბალას გაფორმებას ეცდებიან.

26 წლის ვასკესი დაიბადა არგენტინაში, რომელმაც უკვე მიიღო გამოძახება იტალიის ეროვნულ ნაკრებში. მან გაიტანა შვიდი გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა.

პაულო არ აპირებს იტალიაში თამაშს, თუმცა მან უკვე მიიპყრო ევროპული გიგანტების ყურადღება, ერთ-ერთია “არსენალი”.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსის” ხელმძღვანელმა, ჯუზეპე მაროტამ უკვე დაიწყო მოლაპარაკება “პალერმოს” პრეზიდენტ, მაურისიო ძამპარინისთან და დიდი ალბათობით, სიცილიელთა ორი ლიდერი ზაფხულში გუნდს შეიცვლის.

ცნობილია, რომ დიბალას გუნდიდან წასვლა “პალერმოს” 40 მილიონით გააძლიერებს.

ინტერი ფრანკო ვასკესს აკვირდება

იტალიურის პრესის ცნობით, მილანის “ინტერი” “პალერმოს” ნახევარმცველს, ფრანკო ვასკესს აკვირდება.

“ნერაძური” მოთამაშის გადაბირებას იანვარში არ აპირებს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდეს.

სერიას მიმდინარე გათამაშებაში ვასკესმა 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.