“ბორუსიამ” ბლაშიკოვსკი დაკარგა

დორტმუნდის “ბორუსიას” პოლონელი შემტევი ნახევარცმველი გუნდის ლაზარეთს შეუერთდა.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ ფეხბურთელმა “ჰოფენჰაიმთან”(1:1) მატჩის დროს საზარდული დაიზიანა.

ამის გამო, იაკუბ ბლაშიკოვსკი იძულებული იქნება სამი კვირა გამოტოვოს. იგი ვერ ითამაშებს “ჰერტას” და “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ.

ამ სეზონში, პოლონელმა ბუნდესლიგაში 13 მატჩი ჩაატარა.

ლევანდოვსკი: „ბლაშიკოვსკისთან კონფლიქტი არ მაქვს“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გავრცელებული ჭორები უარყო, რომელთა მიხედვითაც, მას თანამემამულე იაკუმ ბლაშიკოვსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.

პრესა ვარაუდობდა, რომ კონფლიქტის მიზეზი პოლონეთის ნაკრების კაპიტნის სამკლაური იყო, რომელიც ლევანდოვსკის გადაეცა.

„დიახ, ცოტა ხნის წინ კუბას ვესაუბრე. პრესა კონფლიქტის შესახებ წერს, თუმცა იგი არ არსებობს. ერთმანეთისთვის ერთი ცუდი სიტყვაც არ გვიქვამს.

ყოველთვის საერთო მიზნები გვქონდა, თუმცა, როდესაც კაპიტნის სამკლაურის მიღება მსურდა, რაღაც შეიცვალა. ყველანაირი გზით ამის გაკეთებას არ ვცდილობდი.

მთავარია, ყველაფერი ნაკრების სასარგებლოდ შეიცვალოს. თუ ჩემი კაპიტნობის პერიოდში ნაკრებიო წარმატებას მიაღწევს, სჯობს, არაფერი შეიცვალოს. ორივე ვთვლით, რომ გუნდი პირად ინტერესებზე მაღლა დგას“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.