პოგბა და კიდევ 4 ფეხბურთელი, რომლებშიც ძალიან დიდ თანხას ითხოვენ

Fanebi.com იმ ფეხბურთელების შესახებ მოგითხრობთ, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მათ რეალურ ფასს აღემატება.

პოლ პოგბა, “იუვენტუსი”

ნათელია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლის სახით შესანიშნავი მოთამაშე გაუშვა ხელიდან. თუმცა, “იუვენტუსში” პოგბა ნამდვილად მონსტრად და მსოფლიო დონის მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

პოგბა თანამედროვა საყრდენის იდეალს წარმოადგენს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ასევე შეტევაშიც. ამიტომ, სავსებით ლოგიკურია, რომ მისი გადაბირება ფაქტობრივად ყველა ტოპ კლუბს სურს. მაგრამ, პოგბას სანაცვლოდ მოთხოვილი თანხა ყოველგვარ საზღვრებს სცდილდება.

მისი აგენტი, მინო რაიოლა სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ პოლის სატრანსფერო ფასი 200 მილიონია. “იუვენტუსი” კი არ მალავს, რომ პოგბას სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურს. ამ მომენტისთვის “ბარსელონა” 75 მილიონს იხდის. “მანჩესტერ სიტის”, “ჩელსის”, “რეალის”, პსჟ-ს და “ბაიერნის” ინტერესზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.

პაულო დიბალა, “პალერმო”

“პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი სატრანსფერო მაქინაციებში საკმაოდ გამოცდილი კაცია. მაგალითად, პსჟ-ში ხავიერ პასტორეს 42 მილიონად გაყიდვა სწორედ მისი ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია იყო.

ახლა კი ისტორია კვლავ მეორდება. “პალერმოს” მორიგი გამორჩეული არგენტინელი, ფორვარდი პაულო დიბალაა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა. მის სანაცვლოდ ძამპარინი 50 მილიონს ითხოვს.

მისი არგუმენტი საკმაოდ მარტივი და ცოტა უცნაურიცაა: “დიბალა – ახალი მესია. ეს უნიკალური ფეხბურთელია, რომლის მსგავსი მსოფლიოში უბრალოდ არ არის. მას ყველაფერი შეუძლია. დიბალას სანაცვლოდ 40 მილიონის მიღება მურს, მაგრამ პსჟ-ს პრეზიდენტს 50 ვთოხვე.”

რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. მაგრამ არ უნდა გაგვკიკვირდეს თუ უახლოეს მომავალში დიბალა ფრანგული კლუბის მაისურს მოირგებს, ძამპარინი კი კვლავ მილიონებს ჩაიჯიბებს.

კევინ დე ბრეინე, “ვოლფსბურგი”

გერმანული კლუბის შეტევის მთავარი მოქმედი პირია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში შედეგიანობის შესანიშნავი, 10+20 მაჩვენებელი აქვს. მართალია, მოურინიომ კევინი “ჩელსიში” არ დაიტოვა, მაგრამ სხვა მწვრთნელებმა მისი გამოყენება სრულფასოვნად შეძლეს და გუნდში მთავარი როლის შემსრულებლად აქციეს. თმცა 60 მილიონი მის სანაცვლოდ ცოტა არ იყოს და გადამეტებულია.

ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტის რეალური პრეტენდენტები “ბარსელონას” და პსჟ-ს დონის გუნდები არიან, რომლებსაც 50-60 მილიონის გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ.

ედენ აზარი, “ჩელსი”

ბელგიელი პრემიერლიგის საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია  და მის სანაცვლოდ 60 მილიონი სავსებით ადეკვატური ფასია. მაგრამ “რეალისთვის”, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მისი შეძენის მცდელობა ჰქონდა, სულ სხვა ფასი იქნა დასახელებული.

“თუ სამეფო კლუბს ედენი ყიდვა მოუნდება, მათ იციან ვის უნდა მიმართონ. მის სანაცვლოდ 200 მილიონ გირვანქასთან ერთად “რეალის” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშესაც ვითხოვთ” – ხუმრობით განაცხადა მოურინიომ, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ რეალური მცდელობის შემთხვევაში აზარს 60 მილიონად არ გაუშვებენ.

აქსელ ვიტსელი, “ზენიტი”

რუსულ ბაზარზე სატრანსფერო ფასები რომ გაბერილია ახალი არ არის, თუმცა ვიტსელის შემთხვევა ამის ფონზეც ცოტა არ იყოს უცნაურად ჩანს.

ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” სურდა და პეტერბურგელებს 18 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. საქმე იმაშია, რომ “ზენიტი” ვიტსელის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს, რაც მოთამაშის კონტრაქტშიც არის ჩაწერილი.

ნათელია, რომ ასეთ თანხას ბელგიელში არავინ გადაიხდის, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ “ზენიტი” მას საკმაოდ სარფიანად გაასხვისებს.

ვიტსელი: „დე ბრუინე „ზენიტს“ გააძლიერებდა“

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნახევარმცველმა აქსელ ვიტსელნა მისი კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდანვოლფსბურგის“ ნახევარმცველის კევინ დე ბრუინეს მიმართ ინტერესის შესახებ ისაუბრა.

„ამის შესახებ გამიგია. რა თქმა უნდა, ეს ჩინებული შენაძენი იქნება – კევინი იტანს და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. გარდა ამისა, მას ნებისმიერ შემტევ პოზიციაზე თამაში შეუძლია. „ზენიტისთვის“ ეს, რა თქმა უნდა, კარგი შენაძენი იქნებოდა“, – განაცხადა აქსელმა.

“იუვენტუსი” მზადაა, ვიტსელში 20 მილიონი გადაიხადოს

“ბებერი ქალბატონები” ნახევარდაცვის გაძლიერებას “ზენიტის” ფეხბურთელით აპირებენ.

“იუვენტუსის” ხელმძღვანელობის ყურადღება აქსელ ვიტსელმა მიიპყრო, რომელიც ამჟამად რუსეთში თამაშობს.

წყაროს თანახმად, იტალიელები მზად არიან ბელგიელში 20 მილიონი გადაიხადონ, ხოლო რუსები 26 წლის ფეხბურთელის გაშვებას 40 მილიონზე ნაკლებად არ აპირებენ.

აქსელ ვიტსელმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

„მილანი“ ვიტსელით დაინტერესდა

„მილანის“ ხელმძღვანელობა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნახევარმცველის აქსელ ვიტსელის დამატებაზე ფიქრობს.

„SportMediaset“-ის ინფორმაციით, რუსულ კლუბსა და „მილანს“ შორის მოლაპარაკება უკვე დაიწყო. „შავ-წითლები“ ბელგიელი მოთამაშის იჯარით აყვანაზე ფიქრობენ, რაც მათ 3 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეთ, ზაფხულში კი, მილანელები აქსელის სანაცვლოდ 17 მილიონი ევროს გადასახდელად მზად იქნებიან.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ვიტსელის გაშვებაზე თავად „ზენიტიც“ ფიქრობდა, რადგან აქსელმა კლუბის ხელმძღვანელობის იმედი ვერ გაამართლა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მის სანაცვლოდ „ზენიტმა“ „ბენფიკას“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა. აღსანიშნავი ისიცაა, რომ „მილანი“ ბელგიელით ჯერ კიდევ პორტუგალიური კლუბიდან წასვლამდე ინტერესდებოდა.