რომას ნახევარმცველი მირალემ პიანიჩის კლუბს მისი თანამემამულის ედინ ჯეკოს შეძენას ურჩევს.
ახლა ჯეკო და პიანიჩი მუნდიალზე საკუთარი ქვეყნის ღირსებას ერთად იცავენ. ფორვარდის იტალიაში გადაბარგების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ პიანიჩმა ედინთან ერთად გამოსვლას კლუბშიც ისურვა.
“ედინმა მითხრა, რომ მას იტალია ძალიან მოსწონს. კარგი იქნებოდა, რომ “რომას” ის შეეძინა” – განაცხადა პიანიჩმა.