ვლადიმერ ვაისის დილემა – რომელი თავდამსხმელი შეუტევს ლატვიას?

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ გუშინდელ ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და დღევანდელ შეხვედრაში ლატვიის წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ შეძლებს.

ვლადიმერ ვაისს ქვილითაიას შეცვლის რამდენიმე ვარიანტი აქვს. განაცხადში ოფიციალურად 2 ნომინალური თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა და ლევან მჭედლიძე იმყოფებიან.  კაჭარავა ზაფხულში კვიპროსულ “ანორთოსისში” გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ, მხოლოდ 10 წუთი ითამაშა. საგულისხმოა, რომ კვიპროსში ჩემპიონატი გვიან დაიწყო.

“ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე 16 თვეზე მეტია, რაც ოფიციალურ მატჩში არ გამოსულა და შესაბამისად, სათამაშო პრაქტიკაზე საუბარი არც ღირს. მჭედლოს გამოძახების ერთადერთი მიზეზი ნაკრებში მიღებული გამოცდილებაა, რითაც ვაისმა ის სხვა თავდამსხმელებს ამჯობინა.

თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მეტად მოსალოდნელია ვაისმა ცენტრფორვარდად ლატვიასთან ვაკო ყაზაიშვილი ათამაშოს და მის პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდეს. ხოლო, ფლანგებიდან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი მერებაშვილი შეუტევენ.

ყაზახეთთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კაპიტანი ჯაბა კანკავა საუკეთესო ფორმაში არ არის და ვაკო გვილიას მოედანზე გამოსვლის შემდეგ, საყრდენ ზონაში სიტუაცია აშკარად გაუმჯობესდა. შესაძლოა, მენტორმა ნახევარდაცვაშიც შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და თამაში კვეკვესკირმა და გვილიამ დაიწყონ.

დაცვასა და მეკარის პოზიციაზე კი ვაისი არანაირ ცვლილებას არ აპირებს და ის ენდობა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს ნაკრების მთავარ ძალას წარმოადგენენ.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შემოგთავაზებთ.

ოფიციალურად: ნიკა კაჭარავა “ანორთოსისის” ფეხბურთელია

ნიკა კაჭარავა კვიპროსის “ანორთოსისის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ქართველი თავდამსხმელის ახალი კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობის შემდეგ, 24 წლის მოთამაშე ლუქსემბურგიდან ლარნაკაზე გაემგზავრა და ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კიელჩეს “კორონასთან” ნიკას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის უსასყიდლოდ მივა “ანორთოსისში”.

კაჭარავა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაშია დაბადებული. ის ადრე აჩნას “ეთნიკოსშიც” თამაშობდა. სწორედ ამის შემდეგ გადავიდა პოლონურ “კორონაში”, სადაც გასულ სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

პოლონეთში ქართველების ჯახი მერებაშვილის გოლითა და გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

გუშინ პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის შეხვედრაში პლოცკის “ვისლამ” კიელცეს “კორონა” მიიღო. საგულისხმოა, რომ პირველ მათგანში თამაშობს ქართველი შემტევი, გიორგი მერებაშვილი, ხოლო სტუმარ გუნდში – თავდასხმელი, ნიკა კაჭარავა.

ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაწიყეს. მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 51-ე წუთზე დამიან ბირტეკმა გახსნა. ხოლო, “ვისლას” გოლების რაოდენობა ორამდე 89-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გაზარდა. საბოლოოდ, “მერებას” გუნდმა ანგარიშით, 2-0 მოიგო. კაჭარავამ ბოლომდე ითამაშა, ხოლო გიორგი მატჩის მეორე დამატებით წუთზე შეცვალეს.

ამ გამარჯვების შემდეგ პლოცკური კლუბი 42 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო “კორონას” 40 ქულა აქვს და მეექვსეზე იმყოფება.

 

“კორონა” მარცხს კაჭარავას გოლით გადაურჩა (ვიდეო)

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში “კორონამ” “პიასტის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა. შეხვედრაში “პიასტა” 85-ე წუთზე დაწინაურდა თავი ვასილიევმა გამოიჩინა, ხოლო 89-ზე სწორედ ნიკა კაჭარავას გოლმა გადაარჩინა “კორონა” მარცხს. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ამ შედეგის შემდეგ კაჭარავას გუნდს 31 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.

კაჭარავას დღე პოლონეთში – გოლი, საგოლე გადაცემა და მოპოვებული თერთმეტმეტრიანი

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასის მეთხუთმეტე ტურში “კორონა” საკუთარ მოედანზე “შლიონსკს” დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა.

“კორონას” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელმაც მინდორზე 76 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ქართველმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, კვიჟამოვიჩმა პენალტი ზუსტად გამოიყენა. 67-ე წუთზე თავად კაჭარავამ შეძლო გოლის გატანა, ხოლო 72-ზე საგოლე გადაცემა პირველი გოლის ავტორს გაუკეთა. საბოლოოდ შეხვედრა 3-0 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ კაჭარავას “კორონა” 25 ქულთ მეორე ადგილს იკავებს. ამ მომენტისათვის პირველ ადგილოსან “გორნიკს” კი, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

კაჭარავა: “ხუთი წუთი შოკში ვიყავი”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ნიკა კაჭარავამ, რომელმაც აღნიშნულ მატჩში გოლის გატანაც მოახერხა, Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“იმედია ასეთი თამაშებისგან გამოცდილებას დავაგროვებთ და შემდეგ შედეგიც მოვა.

დამეთანხმებით, რომ პირველი ტაიმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მეორე ტაიმი კი ნამდვილად არ იყო ასეთი. საბოლოოდ, მთლიანი თამაში კარგი გამოვიდა, შედეგს თუ არ ჩავთვლით.

ნამდვილად არ ვიცი, რატომ იყო ასეთი დიდი განსხვავება პირველსა და მაორე ტაიმს შორის. ალბათ მაინც გამოუცდელობის ბრალია.

პირველი გოლი? რა თქმა უნდა, ნაკრებში გატანილმა პირველმა გოლმა იმოქმედა ჩემზე, ხუთი წუთი შოკში ვიყავი. მერე კი დავლაგდი და ვიპოვე ჩემი თამაში,” – აცხადებს კაჭარავა.

ნიკა კაჭარავამ “ომონიას” გაუტანა (ვიდეო)

4 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატში “ომონიამ” საკუთარ მოედანზე “ეთნიკოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კაჭარავა, რომელმაც 68-ე წუთზე მასპინძელთა კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გოლის შემდეგ “ეთნიკოსი” მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ცნობისთვის, “ეთნიკოსის” სასტარტო შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანიც იყო.

იხილეთ კაჭარავას გოლი

ნიკა კაჭარავა: “გუნდში კარგი ატმოსფეროა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ ყაზახეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, რაც მწვრთნელისა და ბიჭების დამსახურებაა. მუშაობა ახლა დავიწყეთ და ყველაფერი წინაა. ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩავატარე, ამიტომ ვნერვიულობდი”, – თქვა კაჭარავამ მატჩის დასრულების შემდეგ.

„ცხინვალმა“ კაჭარავას „როსტოვში“ ტრანსფერი დაადასტურა

თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა „ცხინვალის“ ფეხბურთელია ღარაა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს, თუმცა აქამდე გავრცელებული ცნობით, როსტოველებმა მის სანაცვლოდ 300 ათასი ევრო გადაიხადეს. კარიერას ქართველი ფორვარდი რუსეთის პრემიერლიგის მეორე ადგილზე მყოფ „როსტოვში“ გააგრძელებს.

კაჭარავა „ცხინვალში“ 2013/14 წლების სეზონიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლგიაში ჩატარებულ 15 მატჩში მის ანაგრიშზე 13 გოლია და ამჟამად ის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება.

სათქმნელია, რომ ნიკას რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლის გამოცდილება უკვე აქვს – 2013/14 წლების სეზონის პირველ ნახევარში ის ყაზანის „რუბინის“ პირველ გუნდში ირიცხებოდა, იქამდე კი ყაზანელთა მეორე გუნდში იყო.

ნიკა კაჭარავა: “როსტოვი თბილისს ჰგავს”

“ცხინვალიდან” “როსტოვში” გადასულმა ნიკა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ეს კლუბი მთავარი მწვრთნელის, კურბან ბერდიევის გამო აირჩია, რომლის თავკაცობითაც “რუბინში” თამაშობდა.

“ბერდიევის ხელმძღვანელობით “რუბინში” ვთამაშობდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი მენდობოდეს. მნიშვნელოვანია კონკურენციაც, ვინაიდან კარგი კონკურენტები გაძლიერებენ. სესარ ნავასთან ერთად “რუბინში” ვთამაშობდი. ჩვენ მეგობრები ვართ და ის გუნდთან ადაპტირებაში დამეხმარება.

“როსტოვის” არაერთი მატჩი ვნახე. გუნდი კარგად თამაშობს და ამბიციაც აქვს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. როსტოვი თბილისს ჰგავს. აქაც გულღია ხალხი ცხოვრობს. იმედი, ადაპტირებას მალე გავივლი და თავს ისე ვიგრძნობ, როგორც სახლში”, – აღნიშნა ნიკა კაჭარავამ კლუბის არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

რამდენი გადაუხადა “როსტოვმა” “ცხინვალს” ნიკა კაჭარავას სანაცვლოდ?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “როსტოვში” განაგრძობს.

21 წლის ფეხბურთელს რამდენიმე უცხოური კლუბი ეპატიჟებოდა, საბოლოოდ კი, “როსტოვი” აირჩია, რომელიც ამჟამად, რუსეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს სამი ქულით ჩამორჩება.

რუსული სპორტული ვებ-გვერდის, sports.ru-ს ცნობით, როსტოველებმა “ცხინვალს” კაჭარავას სანაცვლოდ დაახლოებით 300 000 ევრო გადაუხადეს.

კაჭარავა: „ასეთ შედეგს არ ველოდი“

„ცხინვალის“ თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავა, რომელმაც ქუთაისში „ტორპედოსთან“ გუშინდელ ანგარიშით 3:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ხსენებული მატჩი შეაჯამა.

„ქუთაისში სტუმრად თამაში ყოველთვის ძნელია და აქედან გამომდინარე ვაღიარებ, რომ პირველ ტაიმში ასეთ შედეგს არ ველოდი. პირველ ნახევარში თითქმის ყველა მომენტი გამოვიყენეთ, მეორე ტაიმში კი აქცენტი შედეგზე გავაკეთეთ და ვცდილობდით ბურთზე კონტროლი მოგვეპოვებინა. რამდენჯერმე გატანის კარგი შანსი მეორე ნახევარშიც გვქონდა, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემს ბომბარდირობას, რა თქმა უნდა, კარგია რომ გოლები გამაქვს, თუმცა გუნდური შედეგი უფრო მნიშვნელოვანია“, – ციტირებს კაჭარავას „ცხინვალის“ „ფეისბუქის“ გვერდი.