სიმეონე: “დიბალას შევხვდი და ვუთხარი…”

ანტუან გრიზმანმა, შესაძლოა, ამ ზაფხულში ამდრიდის “ატლეტიკო” დატოვოს. ესპანური პრესა ფრანგის შემცვლელად პაულო დიბალას ასახელებს და იყობინება, რომ “როხიბლანკოს” მწვრთნელ, დიეგო სიმეონესა და მის თანამემამულეს შორის უკვე შედგა შეხვედრა.

“ჩოლომ” სწორედ ამ ხმებზე ისაუბრა.

“ყველაფერი იმიტომ დაიწერა, რომ მე და დიბალა რესტორანში შეხვედრის დროს შეგვამჩნიეს. მარტო მივედი იქ, სადაც პაულო თავის ორ მეგობართან ერთად დამხვდა. მივესალმე და ვუთხარი, რომ ის კარგი ფეხბურთელი იყო. არსებობენ ჟურნალისტები, რომელბიც თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ და არის საპირისპირო შემთხვევებიც. მსოფლიოს სწორი ინფორმაცია სჭირდება და მოხარული ვიქნები, თუ ჩემტან დაკავშირებითაც მხოლოდ სიმართლეს წავიკითხავ,” – აცხადებს სიმეონე.

Rai Sport: “რეალი” დიბალას ტრანსფერში კროოს გამოიყენებს”

მოგეხსენებათ, რომ მადრიდის “რეალი” უკვე დიდიხანია, რაც პაულო დიბალას დამატებით ინტერესდება, მაგრამ მხარეები შეთანხმებას ვერასდროს აღწევდნენ.

ამჯერად იტალიური გამოცემა Rai Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ არგენტინელის შესაძენად მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა გემანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი დათმოს. პერესს დიბალას თამაშის თამაშის სტილი ძალიან მოსწონს, ამიტომაც ის ყველანაირად ეცდება “იუვენტუსთან” მოლაპრაკებები წარმატებით აწარმოოს, რათა მომავალი სეზონიდან პაულო “რეალის” შემადგენლობაში იხილოს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა “იუვენტუსში” 2015 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდში დიბალას ანგარიშზე 115 შეხვედრა, 56 გატანილი გოლი და 21 საგოლე გადაცემაა.

დიბალა: “მესი სათადარიგოზე? ამან კონცენტრაცია ცოტათი დაგვაკარგინა”

ტურინის იუვენტუსის შემტევმა, პაულო დიბალამ კატალონიის “ბარსელონასთან” ნათამაშები ფრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბოლო წუთამდე ვცდილობდით, გაგვეტანა. შეგვეძლო, სამი ქულა მოგვეპოვებინა. თუმცა, ტერ შტეგენი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ასევე, როცა “ბარსელონას” მსგავს გუნდს ხვდები, შენ თავის კარგად დაცვა გიწევს. ვფიქრობ, ამ ასპექტშიც მშვენივრად გამოვიყურებოდით. მესი სათადარიგოზე? ეს იყო ძალიან ცუდი, რადგან ამ დროს შეგიძლია მოეშვა, დაისვენო, მაშინაც კი, როცა ეს არ გინდა.”

“საბოლოო ჯამში, უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვართ. ჩვენ დიდ გუნდს ვეთამაშეთ,” – აცხადებს დიბალა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები ბოლო ტურში “სპორტინგს” შეერკინებიან.

ალეგრი: “ბუფონი ოსტატის ხარისხს იმსახურებს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ სერია ა-ს მორიგი სეზონის დაწყების წინ თავის ფეხბურთელებზე, ჯანლუიჯი ბუფონსა და პაულო დიბალაზე ისაუბრა.

“დიბალასა და ბუფონს კლუბის სიმბოლოებად აღვიქვამ. პაულო, ეს არის ვარსკვლავბიჭუნა, რომელიც სკოლის დაწყებით საფეხურზეა და ისე მიიწევს წარმატების მწვერვალისკენ. ბუფონი კი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია, ოსტატის ხარისხს იმსახურებს.”

“ერთი კარიერის დასაწყისშია, მეორე დასასრულს უახლოვდება. პირველ მათგანს ძალიან დიდი სურვილი აქვს იმისა, რომ აჩვენოს ევროპას, ერთ-ერთი საუკეთესო რომაა. “ჯიჯის” კი უკვე ყველაფერი დამტკიცებული აქვს, თუმცა უნდა, რომ კარიერის დასასრულში მწვერვალზე იდგეს. ბენდიერი ვარ, პაულო და ჯანლუიჯი ჩემი მოთამაშეები არიან. ისინი კლუბის საკვანძო ფიგურებს წარმოადგენენ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 ივლისი


“ლივერპულმა” კეიტას ფასი შეათანახმა

Winner Sports-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ლივერპულმა” “ლაიფციგის” ხელმძღვანელობასთან ნაბი კეიტას ფასი უკვე შეათანხმა.

როგორც იცით, ბუნდესლიგაში მოთამაშე “ლაიფციგი” მაქსიმალურად ცდილობს თავდამსხმელის შენარჩუნებას და “წითლების” ორი წინადადება უკვე უარყვეს, თუმცა მესამე იღბლიანი აღმოჩნდა – საქმე 75 მილიონ ფუნტს ეხება.


“ბარსელონა” 80-მილიონიან წინადადებას ამზადებს

The Mirror-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები მზად არიან რამდენიმეჯერ მიღებული უარის მიუხედავად, 80 მილიონიანი წინადადება გაუგზავნონ “ლივერპულს”.

როგორც იცით, კატალონიელთა რიგების დატოვებასთან ძალიან ახლოსაა ნეიმარი, რომლის შეცვლასაც კოუტინიოს მეშვეობით აპირებენ.


ალექსისი კვირაში 500 ათასს ითხოვს

ალექსის სანჩესი “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე იმყოფება – მხოლოდ ჩილელი ფეხბურთელის ხელფასი დარჩა შესათანხმებელი. ამ ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “არსენალის” ლიდერი უკვე შეხვდა “პსჟ”-ს პრეზიდენტს და მას კვირაი 500 000 ფუნტი მოსთხოვა ხელფასის სახით.


მესის ფავორიტი დიბალაა

ლიონელ მესიმ “ბარსელონას” ხელმძღვანალებს მის მიერ შედგენილი სია გადასცა იმ ფეხბურთელებისა, რომლის მეშვეობითაც ნეიმარის ჩანაცვლება სურს.

როგორც ცნობილი ხდება, სიის პირველ ადგილს პაულო დიბალა იკავებს, შემდეგ კი ანხელ დი მარია და უსმან დემბელე მოდიან.


“რეალმა” დოლბერგსა და ბერარდის დაადგა თვალი

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზინედინ ზიდანის გუნდის გაძლიერებას “აიაქსის” თავდამსხმელის, კასპერ დოლბერგისა და “სასუოლოს” შემტევის, დომენიკო ბერარდის დამატებით გეგმავენ.


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 ივლისი


“მანჩესტერ იუნაიტედი” ვიდალზე გადაერთო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა ყურადღება მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელ ნახევარმცველზე, არტურო ვიდალზე გადაიტანეს. ამ ინფორმაციას Daily Star ადასტურებს.

როგორც იცით, “წითელი ეშმაკები” აქამდე ნემანია მატიჩისა და ერიკ დაიერის ტრანსფერებზე მუშაობდნენ, თუმცა ახლა მათი ერთადერთი იმედი არტურო ვიდალია, რომლითაც “ინტერიცაა” დაინტერესებული.


ვასკესი პრემიერ ლიგის გუნდებსაც მოუნდათ

“ლივერპულისა” და “არსენალის” ხელმძღვანელები მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლუკას ვასკესის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.

Diario Madridista-ს ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება თავად ესპანელი ფეხბურთელის სურვილია, მისი ტრანსფერით კი “რომაცაა” დაინტერესებული.


“ბარსელონა” ნეიმარს დიბალათი შეცვლის

ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემთხვევაში, კატალონიელები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ პაულო დიბალას ტრანსფერის განსახორციელებლად.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ნეიმარის ტრანსფერიდან შემოსული 222 მილიონი ევროთი “ლურჯ-ბროწეულისფრები” მზად არიან 120 მილიონად შეფასებული არგენტინელი ვარსვკლავის გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ.


“რეალი” რეშფორდის დამატებას გეგმავს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა, რომლებიც ჯერაც ვერ ახერხებენ მბაპეს გულის მოგებას, გადაწყვიტეს ყურადღება მარკუს რეშფორდისთვისაც მიექციათ.

Diario Gol-ის ცნობით, მარკუს რეშფორდთან ერთად, მადრიდსი მორატას პოტენციურ შემცვლელად პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და ტიმო ვერნერს მოისაზრებენ.


“კეიტას ტრანსფერის თაობაზე წინადადებები მივიღეთ”

რომის “ლაციოს” პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბმა კეიტა ბალდეს ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.

“ინტერისა” და “იუვენტუსისგან” წინადადება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ არის რამდენიმე შეთავაზება უცხოეთიდან. თუ კეიტას წასვლა უნდა, მას გავუშვებთ, ოღონდ ამისთვის შესაბამისი წინადადება უნდა მივიღოთ,” – აცხადებს ლოტიტო.


დიბალა: “მარჯვენა ფეხით წერას ვცდილობ”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ განაცხადა, რომ ის მარჯვენა ფეხით უკეთ თამაშზე ვარჯიშობს.

არგენტინელი ფეხბურთელის თქმით, ის მარჯვენა ფეხით წერასაც ცდილობს.

“ცაცია ვარ. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მარჯვენა ფეხითაც კარგად ვითამაშო. ყოველდღიურად, მარჯვენა ფეხის თითებს შორის კალამს ვიჭერ და სიტყვების დაწერას ვცდილობ. როცა მხოლოდ ერთი ფეხით თამაშობ, შენი პროგნოზირება უფრო მარტივია”, – ციტირებს დიბალას სიტყვებს Football Italia.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (12 იანვარი)

“ჩელსიმ” ტერის 30 მილიონიანი შემცვლელი იპოვა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა “მიდლსბროს” მცველს, ბენ გიბსონს დაუმიზნეს, რომელსაც “არისტოკრატები” ჯონ ტერის შემცვლელად მოისაზრებენ. “მიდლსბრო” ახალგაზრდა ფეხბურთელს 30 მილიონ ფუნტად აფასებს. (Daily Mirror)

“ვალენსია” ძაძას მიუახლოვდა

“ვესტ ჰემის” მიერ დაწუნებული ფორვარდის, სიმონე ძაძას გადაბირების სურვილი ესპანურმა “ვალენსიამ” გამოთქვა, რომელიც ბოლო დროს საშინელ ფორმაში იმყოფება. Sky Sports-ის ცნობით, ესპანელები იტალიელი ფორვარდის არენდის წესით აყვანას აპირებენ (Sky Sports)

ოფიციალურად: ფელაინიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა გუნდის ბელგიელ ნახევარმცველს, მარუან ფელაინის კონტრაქტი 2018 წლამდე გაუხანგრძლივეს. შეგახსენებთ, რომ ფელაინი “ოლდ ტრაფორდზე” 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც “წითელი ეშმაკები” “ევერტონის” ყოფილმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა ჩაიბარა.

1

“ბარსელონა” ლალანას გადაბირებას აპირებს

მერსესაიდული “ლივერპულის” ჰავბეკი, ადამ ლალანა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროებში მოექცა. ინგლისელი ნახევარმცველის გადაბირებით “იუვენტუსისა” და “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებთან ერთად, კატალონიელი “ბარსელონას” უფროსებიც არიან დაინტერესებულნი. (Goal)

“ლიონი” მემფისისა და იანუზაის გადაბირებას გეგმავს

ფრანგული “ლიონის” ხელმძღვანელები საკუთარი გუნდის გაძლიერებას “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების, ადნან იანუზაისა და მემფის დეპაის გადაბირებით აპირებენ. ბრიტანული პრესის ცნობით, ფრანგული კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედს” ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს მომავალში გაუკეთებს. (Daily Mail)

დიბალასთვის “მანჩესტერ იუნაიტედიც” იბრძოლებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან “იუვენტუსის” არგენტინელი ლიდერის, პაულო დიბალას გადაბირებისთვის იბრძოლონ, რისთვისაც “ბებერ ქალბატონს” “მანჩესტერ სიტის”, “რეალისა” და “ბარსელონას” კალიბრის გუნდები შეეცილებიან. (The Sun)

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (6 იანვარი)

დიბალას “რეალში” უნდა

ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca ძალზედ სინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც “იუვეს” არგენტინელ ვარსკვლავს, პაულო დიბალას “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება.

მოუ შნეიდერლინსა და დეპაის წასვლის უფლებას აძლევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის გარშემო არსებულ სიტუაციებზე საუბრისას განაცხადა: “მე მათ წასვლის უფლებას მივცემ, თუ რა თქმა უნდა, კლუბი შესაბამის წინადადებას მიიღებს.”

მოიესი დეფოს გაყიდვას არ აპირებს

“სანდერლენდის” თავკაცმა, დევიდ მოიესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “შავმა კატებმა” “ვესტ ჰემისგან” ჯერმეინ დეფოს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება მიიღეს – “ვესტ ჰემმა” ოფიციალური წინადადება გამოგვიგზავნა, რომელიც უარით გავისტუმრეთ, რადგანაც დეფოს გაყიდვას არ ვაპირებთ.”

8

ბერაჰინო “ვესტ ბრომთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

“ვესტ ბრომვიჩის” მთავარი მწვრთნელის, ტონი პულისის ცნობით, ბრიტანული კლუბის ხელმძღვანელებმა საიდო ბერაჰინოს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელისგან უარი მიიღეს.

“ევერტონმა” მანოლასს დაუმიზნა

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “რომას” ბერძენი მცველის, კოსტას მანოლასის გადაბირება დაისახეს მიზნად.

იოვეტიჩი “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

მილანური “ინტერის” ფორვარდი, სტევან იოვეტიჩი ესპანურ “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. როგორც ესპანური გამოცემა, As La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, თავად ფეხბურთელი აღნიშნულ ტრანსფერს უკვე დათანხმდა. ასე რომ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში უნდა გაოფიციალურდეს.

მოსალოდნელი ტრანსფერები (05.01.2017)

კარლო ანჩელოტიმ მესისა და რონალდუს მემკვიდრეები დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერის დასრულების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის სადავეებს ხელში ნეიმარი და პაულო დიბალა ჩაიგდებენ.

“მომდენო ათი წლის მანძილზე დიბალას თავისუფლად შეუძლია “იუვენტუსის” ისტორიის შექმნა. ის უნიკალურია, მისი შედარება სხვა ფეხბურთელთან უბრალოდ შეუძლებელია.

დიბალასა და ნეიმარს შეუძლიათ მესისა და რონალდუს მემკვიდრეები გახდნენ.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც “ბაიერნამდე” “რეალს” ედგა სათავეში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნეიმარს 91 გოლი აქვს “ბარსას” მაისურით გატანილი, დიბალამ კი “იუვეს” მაისურით ჩატარებულ 57 მატჩში 27-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

წელს “ბარსელონას” არც პოგბა შეუერთდება და არც დიბალა

როგორც იცით, ბოლო დროს მედია “იუვენტუსის” ორ ვარსკვლავს, დიბალასა და პოგბას  საკმაოდ აქტიურად უკავშირებს კატალონიურ “ბარსელონას”. თუმცა როგორც ჩანს, ეს ტრანსფერები წელს არ განხორციელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერის” გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ საკუთარ მეგობარსა და კოლეგას, არიედო ბრაიდას განუცხადა, რომ ეს ორი ფეხბურთელი არ იყიდება.

აქვე გეტყვით, რომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა წელს ცენტრალური და მარცხენა მცველის დამატებასაც აპირებს.

5 ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელიც დიდ ასპარეზზე ახლახან გამოჩნდა

5. ანდრეს კრისტიენსენი
გუნდი: “მიონხენგლადბახი” (განათხოვრებულია “ჩელსიდან”)
ასაკი: 19 წლის
ქვეყანა: დანია

“ჩელსი” ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია, ქრისტიენსენი, რომელიც გერმანიაშია განათხოვრებული. მან შუბერტის ძირითად თერთმეტეულში ადგილი მარტივად დაიმკვიდრა და რთული წარმოსადგენი არაა, რომ დანიელმა ცენტრალურმა მცველმა, “არისტოკრატებშიც” იგივე გაიმეოროს.

5

4. სერხი რობერტო
გუნდი: “ბარსელონა”
ასაკი: 23 წლის
ქვეყანა: ესპანეთი

სერხი რობერტო – ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, თუმცა მისთვისაც ძალიან რთულია წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთი დონის ნახევარმცველებს, როგორებიც ბუსკეტსი, ინიესტა და რაკიტიჩი არიან. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში რობერტო საკმაო სათამაშო დროს იღებს.

4

3. ჟოელ კემბელი
გუნდი: “არსენალი”
ასაკი: 23 წლის
ქვეყანა: კოსტა რიკა

მაშინ, როცა კემბელმა კოსტა რიკასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა, ყველა თვლიდა, რომ ის “არსენალში” ადგილს მარტივად დაიმკვიდრებდა, თუმცა ამისთვის არც თუ ისე ცოტა დრო დასჭირდა. “მეთოფეები” ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, მათ ბერძნული “ოლიმპიაკოსი” ჩატოვეს ჯგუფში, რაც კოსტა რიკელი შემტევის უდიდესი დამსახურება იყო.

3

2. პაულო დიბალა
გუნდი: “იუვენტუსი”
ასაკი: 22 წლის
ქვეყანა: არგენტინა

“პალერმოს” ყოფილ ფეხბურთელს უამრავი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა მან იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა და “იუვენტუსს” შეუერთდა. მან ალეგრის ნდობა მალევე მოიპოვა და ძირითადში დამკვიდრება არ გასჭირვებია. ის ჯერ კიდევ 22 წლისაა და ვინ იცის რას მიაღწევს მომავალში.

SHANGHAI, CHINA - AUGUST 08:  Paulo Dybala of Juventus FC in celebrates a goal during the Italian Super Cup final football match between Juventus and Lazio at Shanghai Stadium on August 8, 2015 in Shanghai, China.  (Photo by Lintao Zhang/Getty Images)

1. ალესიო რომანიოლი
გუნდი: “მილანი”
ასაკი: 20 წლის
ქვეყანა: იტალია

მაშინ, როდესაც “მილანმა” “რომას” რომანიოლის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადა, ყველა თვლიდა, რომ ეს თანხა მასში ფუჭად გადაყარეს, თუმცა გამოჩნდა, რომ ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველია. ის არის მშვიდი და აქვს ძალიან დახვეწილი თამაშის სტილი, რითაც ნესტას ადარებენ, თუმცა ამჟამად მისი ალესანდროსთან შედარება სასაცილოა.

AC Milan's Italian defender Alessio Romagnoli in action during the triangular soccer match for the 2015 Trofeo Tim (Tim Trophy) between US Sassuolo, Inter FC and AC Milan at Mapei Stadium in Reggio Emilia, Italy, 12 August 2015. ANSA/ELISABETTA BARACCHI

ავტორი: გოგა ნაჭყებია