გატუზო: “მასტურს დავპირდი, რომ ვიდეოების გადაღებას თუ გააგრძელებდა, კბილებს ჩავულეწავდი”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ჰაჩიმ მასტურზე ისაუბრა, რომელსაც ექსპერტები საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 19 წლის ფეხბურთელი მსოფლიომ თავდაპირველად ვიდეოებით გაიცნო, რისი გადაღებაც ამ უკანასკნელმა უკვე შეწყვიტა.

“ბოლო დროს ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. შევაშინე კიდეც, რადგანაც ის ვიდეოების გადაღებით უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე ფეხბურთის თამაშით. ვუთხარი, რომ ამას თუ არ შეწყვეტდა, კბილებს ჩავულეწავდი.

ბოლო დროს მის თამაშში წინსვლას ვხედავ, ისვე როგორც ვარჯიშისას. სწორედ ამიტომ მივეცით მას პრიმავერაში თამაშის შანსი. მართალია, დრო გავიდა, მაგრამ 50 წლის არ არის, და ვთვლი, რომ შეცდომებს გამოასწორებს.

დიდი ფეხბურთელი რომ გახდეს, რეგულარულად უნდა თამაშობდეს. მართალია ის ძველებურად ვეღარ გვაოცებს, მაგრამ რამდენიმე პლუსს მაინც ვხედავ,” – აცხადებს გატუზო.

ჰაჩიმ მასტურმა “ლეგანოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

14 ივლისს, “მილანმა” ქვედალიგელ “ლეგანოსთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

“როსონერის” მხრიდან ერთ-ერთი გოლი 17 წლის ჰაჩიმ მასტურმა გაიტანა.

“მილანის” ამომავალი ვარსკვლავის შედევრი “სასუოლოს” წინააღმდეგ

“მილანისა” და “სასუოლოს” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში “როსონერის” 16 წლის ფეხბურთელმა ჰაჩიმ მასტურმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

“მილანის” ამომავალი ვარსკვლავის მშვენიერი საგოლე გადაცემა

იტალიურმა “მილანმა” “მონცასთან” ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც 16 წლის ჰაჩიმ მასტურმა მშვენივრად ითამაშა.

“მილანის” ახალგაზრდა ტალანტი ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ახდენს ტექნიკის დემონსტრირებას “მილანის” ახალგაზრდა მოთამაშე ჰაჩიმ მასტური.

ჰაჩიმ მასტურის გასაოცარი მოქმედება

იტალიური “მილანის” 15 წლის ფეხბურთელი ჰაჩიმ მასტური გულშემატკივრების გაოცებას კვლავაც აგრძელებს.

“მილანმა” 15 წლის ჰაჩიმ მასტური პირველ გუნდში გადაიყვანა

იტალიური “მილანის” ხელმძღვანებლობამ 15 წლის ფეხბურთელი ჰაჩიმ მასტური პირველ გუნდში დააწინაურა. ახალგაზრდა მოთამაშემ “როსონერის” ძირითად გუნდთან ერთად პირველად 13 მაისს ივარჯიშა.

მასტური ივნისში 16 წლის გახდება, ხოლო მომდევნო სეზონიდან იტალიის სერია A-ში თამაშის უფლებაც მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ “მილანმა” მასტური “რეჯიანადან” 500 000 ევროს სანაცვლოდ გადმოიბირა.

ფეხბურთელი VS გეიმერი

ენერგეტიკული სასმელების ფირმა „რედ ბულმა“ საინტერესო შეჯიბრება მოაწყო: ერთმანეთს ფეხბურთელი და გეიმერი დააპირისპირა. „მილანის“ ამომავალი ვარსკვლავი ჰაჩიმ მასტური და ამავე კლუბის ქომაგი კარლო პინტო ერთმანეთს ჯერ რეალურ მოედანზე დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ძალები ვიდეოთამაშში მოსინჯეს – ქულები შეჯამდა და გამარჯვებულს საჩუქრად ერთი ქილა „რედ ბული“ ერგო.

ვინ გაიმარჯვა? ამის სანახავად ქვემოთ მოცემულ ვიდეოს უყურეთ.