ოფიციალურად: “ვესტ ჰემი” დევიდ მოიესს ჩააბარეს

“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დავიდ მოიესმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და დღეიდან კლუბის მთავარი მწვრთნელის სავარძელს სწორედ ის დაესაკუთრება.

ჯერჯერობით კონტრაქტის დამატებითი დეტალები უცნობია, მაგრამ ინგლისური წყაროები ირწმუნებიან, რომ “ჩაქუჩებმა” 54 წლის შოტლანდიელ სპეციალისტთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ მოიესამდე “ვესტ ჰემის” თავკაცის პოსტს სლავენ ბილიჩი იკავებდა, რომელიც ნაჩვენები არასახარბიელო შედეგები განმო იქნა განთავისუფლებული.

რაც შეეხება მოიესს, რომელმაც მე-19 პოზიციაზე მყოფი გუნდი ჩაიბარა (9 ქულაა მათ აქტივში), მას “სანდერლენდში”, “მანჩესტერ იუნაიტედში”, “ევერტონსა” და “რეალ სოსიდადში” მუშაობის გამოცდილება აქვს.

“ევერტონი” დევიდ მოიესის კანდიდატურას განიხილავს

მიმდინარე სეზონში “ევერტონი” არც თუ ისე კარგად გამოიყურება, ამიტომაც გუნდის ხელმძღვანელობა რონალდ კუმანის დათხოვნაზე ფიქრობს.

ცნობილი გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლივერპულელები დევიდ მოიესის კანდიდატურას განიხილავენ, ის თერთმეტი წლის განმავლობაში წვრთნიდა “ევერტონს” და სწორედ მოიესის ხელში მიაღწია ამ გუნდმა წარმატებას, ამის შემდეგ მან “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა, სადაც ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი ჩაანაცვლა, მაგრამ “იუნაიტედმა” მის ხელში რეგრესი განიცადა.

მოიესის სამწვრთნელო კარიერა არც “სოსიედადსა” და “სანდერლენში” გამოდგა წარმატებული, სწორედ ამ უკანასკნელის ჩემპიონშიპში დაქვეითების შემდეგ დარჩა ის უგუნდოდ. მისი სახელს ბოლო პერიოდში მშობლიურ შოტლანდიის ნაკრებსაც უკავშირდებოდა, საინტერესოა თუ სად იმუშავებს გამოცდილი სპეციალისტი.

გულშემატკივრების რჩეული დევიდ მოიესია

ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ Sky Sports-მა გამოკითხვა ჩაატარა თუ ვინ უნდა გახდეს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

გულშემატკივრების უმეტესობამ მხარი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ყოფილ მწვრთნლეს დევიდ მოიეს დაუჭირა.

მას შემდეგ, რაც შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გორდონ სტრაჩანი დაითხოვა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩაატარა ინგლისურმა გამოცემამ გამოკითხვა.

დავიდ მოიესი ბოლოს “სანდერლენდს” წვრთნიდა, მას შემდეგ, რაც კლუბი ჩემპიონშიპში დაქვეითდა მოიესი პოსტიდან გაანთავისუფლეს.

მოიესი: “პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონია”

“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი, დავიდ მოიესი არაა კმაყოფილი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონით.

“ძალიან სუსტი სეზონია. ალბათ, ყველაზე ცუდი ისტორიაში. არიან კარგი გუნდები, დიდი მოთამაშეებით, მაგრამ ეს ყველაფერი სატურნირო ცხრილს არ ეტყობა”.

“ვხედავ კარგ ფეხბურთელებს, მაგრამ ვერ ვხედავ ბრძოლას, რომელიც ადრე იყო გუნდებს შორის”.

“ჩემი პრემიერ ლიგაში დაბრუნება? – ახლა არ ვიცი, მაგრამ მოვა დრო და დავბრუნდები ინგლისში,”-განუცხადა BT Sport-ს “ევერტონისა” და “მანჩესტერის” ყოფილმა მწვრთნელმა.

“ვესტ ჰემმა” მოიესი შეიძლება პრემიერ ლიგაში დააბრუნოს

“ჩაქუჩებმა” დაიწყეს ახალი სპეციალისტის ძებნა, რომელიც სეზონის ბოლოს სემ ელერდაისს კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ ჩაანაცვლებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ვესტ ჰემი” სემ ელერდაისს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ უპირებს და ლონდონელებმა დაიწყეს მისი შემცვლელის ძიება.

“ჩაქუჩთა” ხელმძღვანელობა დავიდ მოიესს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას უპირებს, რომელიც ამჟამად “სოსიედადს” წვრთნის. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი ინგლისში “ევერტონს” და “მანჩესტერ იუნაიტედს” თავკაცობდა.

თუმცა, თუ “ვესტ ჰემი” 51 წლის სპეციალისტს ვერ დაიყოლიებს, ისინი “ბეშიქთაშის” მწვრთნელს, სლავენ ბილიჩს მიადგებიან.

შეგახსენებთ, რომ 25-ე ტურის შემდეგ, “ვესტ ჰემი” პრემიერ ლიგაში მერვე პოზიციაზე იმყოფება.