გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, კევინ გროსკროიცი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გერმანიის რიგით მეორე დივიზიონში მოთამაშე “შტუტგარტის” ღირსებას იცავდა, ახლა უკლუბოდ არის.
როგორც გერმანული ტაბლოიდი, Bild გვატყობინებს, გერმანელი ფეხბურთელი დორტმუნდის “ბორუსიას” მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშის სურვილს გამოთქვამს.
მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც “შტუტგარტიდან” უდისციპლინობის გამო გააძევეს, უახლოეს დღეებში შეხვდება დორტმუნდელთა უფროსებს და ყველაფერი სწორედ მაშინ გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ გროსკროიცი “ბორუსიაში” 2009-2015 წლებშიც თამაშობდა, სანამ “შტუტგარტში” გადავიდოდა.