გროსკროიცი დორტმუნდის “ბორუსიას” მეორე გუნდთან ვარჯიშის უფლებას ითხოვს

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, კევინ გროსკროიცი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გერმანიის რიგით მეორე დივიზიონში მოთამაშე “შტუტგარტის” ღირსებას იცავდა, ახლა უკლუბოდ არის.

როგორც გერმანული ტაბლოიდი, Bild გვატყობინებს, გერმანელი ფეხბურთელი დორტმუნდის “ბორუსიას” მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშის სურვილს გამოთქვამს.

მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც “შტუტგარტიდან” უდისციპლინობის გამო გააძევეს, უახლოეს დღეებში შეხვდება დორტმუნდელთა უფროსებს და ყველაფერი სწორედ მაშინ გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ გროსკროიცი “ბორუსიაში” 2009-2015 წლებშიც თამაშობდა, სანამ “შტუტგარტში” გადავიდოდა.

მსოფლიო ჩემპიონი, კევინ გროსკროიცი “შტუტგარტდიდან” მოკვეთეს

მსოფლიო ჩემპიონს, კევინ გროსკროიცს გერმანიის მეორე დივიზიონში მოთამაშე “შტუტგარტმა” კონტრაქტი გაუწყვიტა.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი “კიოლნთან” მოპოვებული გამარჯვების ქალაქში, მეგობრებთან ერთად აღნიშვნისას ორმხრივ დაპირისპირებაში მოჰყვა, რის შედეგადაც საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო.

ის უმალვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

გროსკროიცის მსგავსმა ქმედებამ კი კლუბის ხელმძღვანელების განრისხება გამოიწვია. როგორც გერმანული კლუბის უფროსები აცხადებენ, ის სამაგალითო უნდა ყოფილიყო ახალგაზრდებისთვის და მსგავსი ქმედება არ ეპატიება.

ამიტომაც, გერმანული გუნდისა და გერმანელი ფეხბურთელის გზები სამუდამოდ გაიყო.

“კიოლნს” გროსკროიცი სურს

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა კევინ გროსკროიცმა ზაფხულში, შესაძლოა, გუნდი შეიცვლაალოს. გერმანული პრესის ცნობით მის მიმართ ინტერესს “კიოლნი” იჩენს.

შეგახსენებთ. რომ ადრე გროსკროიცის მომავალს “არსენლს” უკავშირდებდნენ. მოთამაშის კონტრაქტი დორტმუნდულ კლუბთან 2016 წლამდეა გათვლილი.