ჰარი კეინი: “ტოტენჰემის” დატოვება არ მსურს”

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მადრიდის “რეალს” ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდის, ჰარი კეინის დამატება სურს. მადრიდელები მზად არიან, ინგლისელის სანაცვლოდ 200 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ჰარი კეინმა, თავის მომავალთან დაკავშირებით Bild am Sonntag-თან ისაუბრა: “ჩემი მიზანია, მთელი კარიერა “ტოტენჰემში” გავატარო. ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ, განსაკუთრებული მწვრთნელითა და გამორჩეული სტაფით. სულ მალე ახალ სტადიონზე ვითამაშებთ. აქ ყველაფერია, რათა თავი ბედნიერად ვიგრძნო, ამიტომაც “სპურების” რიგების დატოვებაზე არ ვფიქრობ”, – აცხადებს ჰარი კეინი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის წინა ტურში “ტოტენჰემი” თანაქალაქელ “არსენალთან” 2-0 დამარცხდა. შემდეგ შეხვედრას ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაზე “დორტმუნდთან” გამართავენ.

რონალდუ “რეალში” კეინის მისვლის წინააღმდეგია

მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი “მეფე”, კრიშტიანუ რონალდუ თავისი დიდების ჰარი კეინისთვის განაწილებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ჟურნალისტი ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ამის წყალობით ამ უკანასკნელმა მთელი მსოფლიოს ალაპარაკება შეძლო. უცხოური პრესა კი ერთხმად თანხმდება, რომ ადრე თუ გვიან, კეინს მაინც მოუწევს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლა.

კრიშტიანუ რონალდუ კი “ბერნაბეუზე” კეინის მისვლის კატეგორიული წინააღმდეგია და თავის პოზიციას ღიად გამოხატავს. პორტუგალიელს კარიმ ბენზემას მხარდამხარ ურჩევნია თამაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მუდამ მზადაა, რონალდუს დახმარება გაუწიოს.

კოული: “რეალში” გადასვლა კეინს უმაღლესი დონის ფეხბურთელად აქცევს”

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, კარლტონ კოული თვლის, რომ ჰარი კეინისთვის მადრიდის “რეალში” გადასვლა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“ჰარი კეინი ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს. ბევრი მას მსოფლიო დონის ფეხბურთელად მიიჩნევს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ის ახლა უბრალოდ კარგ ფორმაშია, მაგრამ არის კი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი? ლევანდოვსკი არის, რომელიც ყოველწლიურად ამტკიცებს ამას, კეინი კი ჯერ არა.

იმისათვის, რომ კეინმა უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლოს, ნაკრებშიც უნდა იკისროს ლიდერის ფუნქციები. გარდა ამისა, საჭიროა ტიტულებიც. ასე რომ, სანამ კეინს ამ წოდებას მივანიჭებთ, მან კიდევ ერთი ორი წელი უნდა ითამაშოს ასეთ დონეზე.

მსოფლიო დონის მოთამაშე არც ლუკაკუა და არც მორატა, მაგრამ არიან: ზიდანი, მესი, რონალდინიო და რონალდუ. ეს განსაკუთრებული ჯგუფია. ბეილმა და რონალდუმ დაამტკიცეს, რომ ინგლისშიც და “რეალშიც” შეუძლიათ თავის გამოჩენა, იმედი მაქვს, რომ კეინიც შეძლებს იგივეს. “ბარსელონასა” და “რეალში” გადასვლით, ის ძალიან მალე მოიპოვებს ამ სტატუსს,” – აცხადებს კოული.

ვერტონგენი: “ტოტენჰემს” კეინის გარეშეც შეუძლია “რეალის” დამარცხება”

ლონდონის “ტოტენჰემის” მცველი, იან ვერტონგენი პოზიტიურად არის განწყობილი ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” გასამართი მატჩის წინ და სჯერა, რომ “დეზებს” “ბლანკოსის” დამარცხება კეინის გარეშეც შეუძლიათ.

“რა თქმა უნდა, მადრიდში მოპოვებულმა ფრემ თვითდაჯერებულობა კიდევ უფრო შეგვმატა. “რეალი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მათ ეს პირველივე მატჩში დაგვიმტკიცეს.

“რეალს” ნებისმიერ მომენტში შეუძლია, გოლი გაგიტანოს, მაგრამ ჩვენ ამას მიჩვეულნი ვართ. თუმცა, მეტოქეს უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე ინგლისურ კლუბებს.

ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ შეგვიძლია “რეალის” დამარცხება კეინის გარეშე. რა თქმა უნდა, ჰარი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის, მაგრამ მის გარეშეც ძალიან ძლიერები ვართ,” – აცხადებს ვერტონგენი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ტოტენჰემსა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩი 1 ნოემბერს, 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

პერესს ჰარი კეინი 250 მილიონ ევროდ არ უღირს

საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ ფლორენტინო პერესი თავიდანვე სიმპატიებით იყო განწყობილი ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერის, ჰარი კეინის მიმართ. თუმცა, როგორც ირკვევა, “რეალის” პრეზიდენტი ჯერჯერობით გამოუვალ სიტუაციაში იმყოფება.

“რა თქმა უნდა, კეინის ყიდვის იდეაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ ამ მომენტში მოლაპარაკებების წარმოებას აზრი არ აქვს. “ტოტენჰემის” პრეზიდენტისთვის არც კი მიმიმართავს მის ტრანსფერზე, რადგანაც ვიცი, რომ 250 მილიონს მოითხოვს.

კეინი ბრწყინვალე ფეხბურთელია და რაც მთავარია, ახალგაზრდაც არის. წინ დიდი მომავალი ელის. თუმცა, ამ დროისთვის კარიმ ბენზემაც მაკმაყოფილებს,” – აცხადებს პერესი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კარიმ ბენზემას არყოფნის შემთხვევაში “რეალი” მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდის, ბორხა მაიორალის იმედზე რჩება.

კეინი: “პრემიერ ლიგის მოგება შეგვიძლია”

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ვარსკვლავი, ჰარი კეინი თვლის, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ყველაფერი აქვს, რაც პრემიერ ლიგი მოგებისთვის არის საჭირო.

“ბოლო წლებში ჩვენს მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით, იმედია წელს ჩვენ გაგვიმართლებს და პრემიერ ლიგას მოვიგებთ. ჩემი აზრით, ჩვენ “ტოტენჰემს” ეს შეუძლია, საკმარისი რესურსი გვაქვს ამისთვის.

მართალია წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ დიდი შრომის ხარჯზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. “ლივერპულთან” მოპოვებული გამარჯვებაკი დიდი ბიძგია ჩვენი გზის გაგრძელებისთვის. ვიმედოვნებ, რომ წელს ყველაფერი გამოგვივა,” – აცხადებს ჰარი კეინი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის 9 ტურის შემდეგ “ტოტენჰემი” 20 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ “მანჩესტერ სიტის”.

“რეალი” მზადაა ჰარი კეინი თავის ორ ფეხბურთელში გაცვალოს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა მთავარ სატრანსფერო მიზნად ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი სუპერვარსკვლავის, ჰარი კეინის გადაბირება დაისახეს. ამ ინფორმაციას Onda Cero ადასტურებს.

პრესაში გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, “ტოტენჰემმა” მადრიდულ მხარეს საკმაოდ ნათლად განუმარტა, რომ ჰარი კეინს მხოლოდ 200 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევიან, მაგრამ “თეთრები” მაინც მუშაობენ ალტერნატიულ ვარიანტებზე.

წყაროს ცნობით, ფლორენტინო პერესი მზადაა, ჰარი კეინის სანაცვლოდ “ტოტენჰემში” გარეტ ბეილი და ბორხა მაიორალი გაუშვას. უელსელ ბეილს “რეალი” 100 მილიონ ფუნტად აფასებს, ხოლო მაიორალს – 30 მილიონად.

შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსმა” თავის დროზე ბეილის სანაცვლოდ რეკორდული თანხა, 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

კლოპი: “კეინი უკეთესია, ვიდრე ლუკაკუ”

22 ოქტომბერს ლონდონში “ტოტენჰემი” “ლივერპულს” უმასპინძლებს (19:00).

ლივერპულელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა შეხვედრის წინ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე ისაუბრა.

მე არ მაქვს უფლება განვსაჯო ეს ორი ფეხბურთელი, ლუკაკუ და კეინი შესანიშნავი თავდამსხმელები არიან. იმ შემთხვევაში, თუ გოლი ვერცეთ მათგანს ვერ გააქვს, ჩემი აზრით, შეხვედრაში ბევრად შესამჩნევი ინგლისელი ფეხბურთელია, აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კეინი უკეთესია, ვიდრე ლუკაკუ, მაგრამ მჯერა, მსგავსი სამუშაოს შესრულება ბელგიელსაც შეუძლია. “ტოტენჰემთან” შეხვედრაში ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვუფრთხოდეთ დელე ალის, რომელიც მინდორზე ყველგანაა. ასევე საკმაოდ სახიფათოა კრისტიან ერიკსენი, დანიელი მოედნის ყველა წერტილიდან ურტყავს, როგორც კი ამის შანსი ეძლევა,” – აცხადებს იურგენ კლოპი.

ჰარი კეინის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქესთან 1-1 ითამაშა.

შეხვედრის შემდეგ “სპურსების” ერთ-ერთმა ლიდერმა და მათი მხრიდან გოლის ავტორმა, ჰარი კეინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რთული თამაში იყო. მათ ბევრი მომენტი შექმნეს და ხშირად გვიჭირდა შეჩერება. “ბერნაბეუზე” ქულა ავიღეთ, რაც იდეალურია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც გუნდი, ძალიან გავიზარდეთ. კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით. იმედი მაქვს, ჩვენს კედლებში უკეთესად ვითამაშებთ,” – ახადებს ინგლისელი.

პოჩეტინო: “ისკოს მაგიურობას აუცილებლად გავითვალისწინებთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტუსი შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” მადრიდის “რეალს” შეერკინება.

“სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“რეალში” ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, ისკო ალარკონი საუკეთესოა. მქონდა ბედნიერება, სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ მისი თამაში მენახა. ის შემოქმედებითი სპორტსმენია. ვფიქრობ, ისკომ “რეალში” თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინა. ჩვენ მის მაგიურობას მხვედელობაში მივიღებთ.”

“ჰარი კეინი უმნიშნელოვანესი ფიგურაა. ახლა ის “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს, თუმცა არ ვიცით, რა იქნება მომავალში. იმედი მაქვს, მას შევინარჩუნებთ. ჰარი ბევრი თანაგუნდელისთვის მისაბაძი პიროვნებაა. ზინედინ ზიდანმა უკე თქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, კეინს ისევ აქვს თავისი ოთახი, სადაც თავდაუზოგავად შრომობს.”

“მოედანზე შემართებით გავალთ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვხვდებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვცადოთ,” – აცხადებს ჰარი.

ჰარი კეინი “ტოტენჰემში” ბედნიერია, მაგრამ წასვლის ვარიანტსაც არ გამორიცხავს

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერის, ჰარი კეინის მომავალი ბურუსითაა მოცული. მიუხედავად იმისა, რომ კეინს ლონდონში ყველაფერი აქვს და საუკეთესო ფორმაშიც იმყოფება, არის ერთი მაცდუნებელი ვარიანტიც – კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელება.

ამ დღეებში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, “ბლანკოსის” დირექტორი, ფლორენტინო პერესი მზადაა, კეინის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს თავად ფეხბურთელმა ასე უპასუხა:”მსგავს კითხვებს გადაჭრით არასდროს ვპასუხობ. შეუძლებელია, რამე გამორიცხო.

კლუბიდან წასვლა ისეთი რამ არ არის, რისი გაკეთებაც ნამდვილად მინდა, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “სპურსში” თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.”

“რეალი” მზადაა 200 მილიონი ევრო ჰარი კეინში გადაიხადოს

ბოლო წლების ტრიუმფატორი, მადრიდის “რეალი” მზადაა ინგლისელ ფეხბურთელში, ჰარი კეინში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალს” არც თუ ისე კარგი სტარტი აქვს, ამის მიზეზად კი შეიძლება მუდმივი ტრამვები დავასახელოთ. მას შემდეგ, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი მორატამ დატოვა და კარიმ ბენზემას გამუდმებით ტრამვები აწუხებს, ასევე სრულად ვერ გამომჯობინდა ბეილი, მადრიდელთა მესვეურები დაფიქრდნენ ახალი ფეხბურთელის მოყვანაზე.

ისინი მზად არიან ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ჰარი კეინი დაიმატონ. “რეალს” მსგავი რისკი აქამდეც გაუწევია, როდესაც 24 წლის ასაკში “მანჩესტერ იუნაიტეტიდან” რონალდუ დაიმატეს. მადრიდელები იმედოვნებენ, რომ ამ შემთხვევაშიც გაამართლებს მათი რისკი და შეტევის ხაზი საკმაოდ გაძლიერდება.