დე ბრუინე: „სეზონის ყველაზე ცუდი თამაში გვქონდა“

„მანჩესტერ სიტის„ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინემ მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი შეაჯამა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო.

„მხოლოდ მატჩის ბოლო ნახევარ საათში ვითამაშეთ. ამ მომენტამდე ძალიან გვიჭირდა. მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო“, – განაცხადა დე ბრუინემ.

დე ბრუინე: „ჩელსიში“ ყოფნის პერიოდში მოურინიოს მხოლოდ ორჯერ ვესაუბრე“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინემ ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია.

„ამ ორ წელიწადში ძალიან შევიცვალე. ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ – მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა არ გამაჩნდა.

არანაირი ახსნა არ მიმიღია, მოურინიოს მხოლოდ ორჯერ ვესაუბრე. პირველად „ბაზელთან“ მატჩის წინ, მაშინ ის დამპირდა, რომ შანსს მომცემდა. მეორედ კი მას ვუთხარი, რომ წასვლა მსურს. „ჩელსი“ სწორედ უშანსობის გამო დავტოვე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვვარჯიშობდი“, – განაცხადა კევინმა.

დე ბრუინე: „ფული ჩემთვის მეორეხარისხოვანია“

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა კევინ დე ბრუინემ აღნიშნა, რომ მაღალი ხელფასი მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, ბონუსების გათვალისწინებით, ბელგიელმა ყოველწლიურად, შესაძლოა, ოცი მილიონი ევრო გამოიმუშავოს.

„რა თქმა უნდა, „მანჩესტერ სიტიში“ მაღალი ხელფასი მექნება, მაგრამ ამ მხვრივ ერთადერთი ფეხბურთელი არ ვარ. ახლა ამ თემაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ჩემთვის ფული მეორეხარისხოვანია. ყველაზე მეტად მეოდანზე გამოსვლა და თამაში მიყვარს. თუ კარგად ვერ ვითამაშებ, კლუბის დატოვება ან ხელფასის შემცირებაზე თანხმობა მომიწევს“, – განაცხადა დე ბრუინემ.

პელეგრინიმ დე ბრუინეს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პლეგერინიმ „ვოლფსბურგის“ ნახევარმცველის კევინ დე ბრუინეს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„კევინს მივესალმებით. ეჭვიც არ მეპარება, რომ როგორც კლუბში, ისე პრემიერლიგაში, ის გამორჩეული იქნება.

გუნდის გასაძლიერებლად მოთამაშეები გვჭირდება – ვიცი, რომ კევინი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელსაც ეს კარგად გამოუვა.

„სიტი“ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და დე ბრუინეს გამოჩენა ყველა ფრონტზე გაგვაძიერებს“, – განაცხადა ფეხბურთის ჩილელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა „ქალაქელებთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ფასმა კი 70 მილიონი ევრო შეადგინა.

“მანჩესტერ სიტი” დე ბრუინეს სანაცვლოდ 72 მლნ ევროს ამზადებს

“მანჩესტერ სიტის” “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინე სურს და ამ ტრანსფერის განხორციელებას ცდას არ აკლებს.

გერმანული ინტერნეტპორტალი SPORT1.de იუწყება, რომ ინგლისელები მზად არიან, 24 წლის ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გაიღონ. უახლოეს პერიოდში “ქალაქელებმა” გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით უნდა მიმართონ. კიდევ ერთი გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ თავად მოთამაშესაც სურს გუნდის გამოცვლა.

დე ბრუინეს “ვოლფსბურგთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელი გერმანულ კლუბში ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წელს გადავიდა. მაშინ მის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო დახარჯეს.

გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში კევინ დე ბრუინემ 34 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და ოცი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დე ბრუინე: „სანამ მოურინიო „ჩელსიშია“, იქ დაბრუნება არ მსურს“

„ვოლფსბურგის“ ნახევარმცველს კევინ დე ბრუინეს პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს თავკაცობით მუშაობა არ სურს. შუახაზელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

„სანა მოურინიო „ჩელსიში“ მუშაობს, იქამდე ამ კლუბში დაბრუნება არ მსურს“, – აღნიშნა ბელგიელმა.

ცნობისთვის, დე ბრუინე ბუნდესლიგის განვლილი გათამაშების საუკეთესო ასისტენტი გახდა.

იხილეთ ასევე: „დე ბრუინეს „ბაიერნში“ თამაში შეუძლია“

„დე ბრუინეს „ბაიერნში“ თამაში შეუძლია“

„ვოლფსბურგის“ ნახევარმცველმა ლუის გუსტავომ, რომელიც აქამდე „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა, თვლის, რომ მის თანაგუნდელ კევინ დე ბრუინეს მიუნხენურ კლუბში სათამაშოდ საჭირო მონაცემები გააჩნია.

„დე ბრუინემ თვითონ უნდა იცოდეს, თუ როგორ მოიქცეს. მას მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ „ბაიერნზე“ უკეთესი გუნდი მსოფლიოში ძნელად მოიძებნება.

კევინი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას „ბაიერნში“ სათამაშოდ საჭირო მონაცემები გააჩნია“, – თვლის ლუის გუსტავო.

ვიტსელი: „დე ბრუინე „ზენიტს“ გააძლიერებდა“

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნახევარმცველმა აქსელ ვიტსელნა მისი კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდანვოლფსბურგის“ ნახევარმცველის კევინ დე ბრუინეს მიმართ ინტერესის შესახებ ისაუბრა.

„ამის შესახებ გამიგია. რა თქმა უნდა, ეს ჩინებული შენაძენი იქნება – კევინი იტანს და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. გარდა ამისა, მას ნებისმიერ შემტევ პოზიციაზე თამაში შეუძლია. „ზენიტისთვის“ ეს, რა თქმა უნდა, კარგი შენაძენი იქნებოდა“, – განაცხადა აქსელმა.

აზარი: „სამწუხაროა, რომ დე ბრუინემ დაგვტოვა“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ედენ აზარის აზრით, კევინ დე ბრუინე მის გუნდში უნდა დარჩენილიყო.

„დე ბრუინეს შენარჩუნების შემთხვევაში, „ჩელსი“ ახლა უფრო ძლიერი იქნებოდა. კევინი ჩინებული ფეხბურთელია, მაგრამ მოურინიომ მისი გაშვება გადაწყვიტა, რაც სამწუხაროა, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები აქვს. როგორც ჩანს, „ვულფსბურგში“ მოთამაშეები ნაკლები ზეწოლის ქვეშ არიან. მასთან ერთად „ჩელსიში“ თამაშს გავარგძელებ, თუმცა კევინისთვის მუდმივი სათამაში პრაქტიკა ძალიან დიდი პლიუსია. მისი კარიერა აუცილებლად წარმატებული იქნება“, – განაცხადა ბელგიელმა.