ონილი: ძალზედ დაძაბული მატჩი გამოვიდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ესტუმრა და შეხვედრის 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა განაცხადა, რომ პირველ ტაიმში მისი გუნდის თამაში არ მოეწონა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა.

“ძალზედ დაძაბული მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. შეიძლება ითქვას, რომ ვნერვიულობდით. მეორე ნახევარში სიტუაცია შემოვატრიალეთ, დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. გოლის მომენტში ჯეფ ჰენდრიკმა შესანიშნავად ითამაშა. იგი უფრო მეტად უნდა წავახალისოთ.
შესანიშნავი იყო ჯონ უოლტერსიც, რომელმაც გოლი გაიტანა”, – ონილის სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

უოლტერსი: “ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებთან რთული მატჩი გამოვიდოდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ესტუმრა და მატჩის 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დამარცხდა. უოლტერსმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებთან რთულ შეხვედრას მოელოდა და მისი მოლოდინი გამართლდა.

“ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გამოვიდოდა. მეტოქემ შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა. პირველი მატჩიდან ისიც ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ორგანიზებული გუნდია, ჰყავს ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებსაც ხიფათის შექმნა შეუძლიათ.

მომდევნო თვეში ორი დიდი მატჩი გვაქვს სათამაშო: პოლონეთის ნაკრებთან, რომელიც გვისწრებს და გერმანიასთან.

ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენი მიზანი ფინალურ ტურნირზე მოხვედრაა და ჯერჯერობით არაფერი გვაქვს გარანტირებული”, – განაცხადა უოლტერსმა “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

“სტოკის” ფეხბურთელი: “რაჰიმ სტერლინგზე მეტს უნდა მიხდიდნენ” (ფოტო)

“სტოკ სიტის” თავდამსხმელმა ჯონათან უოლტერსმა ხუმრობით განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მას უფრო მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადოს, ვიდრე “ლივერპული” რაჰიმ სტერლინგს უხდის. ირლანდიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “რაჰიმ სტერლინგმა კვირაში 100 ათასი ფუნტი მოითხოვა, თუმცა ჯონათან უოლტერსზე ნაკლები აქვს გატანილი”. უოლტერსმა ამავე სტატიასთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აკაკუნებს კლუბის ხელმძღვანელის კარზე.

“უკმაყოფილო ვარ. კვირაში მინიმუმ 120 ათასი ფუნტი მინდა”, – დაწერა უოლტერსმა.

Jonathan Walters Tweet