ქართველები რუსეთის თასის 1/16 ფინალში: მიმოხილვა

გუშინ რუსეთის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების რამდენიმე გუნდმა იასპარეზა.

მოსკოვის “არარატმა” ხაბარკოვსკის “სკა”-ს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. პირველ კლუბში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი კვეკვესკირი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხოლო, მოგებული გუნდის რიგებში, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. მარცხენა მცველმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

სამარას “კრილია” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლომდე პირველი მათგანი, ანგარიშით 2-1 იგებდა, თუმცა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა, სოლომონ კვერკველიამ მოახერხა გათანაბრება. დაპირისპირება დამატებით დროში გაგრძელდა. ყველაფერი 108-ე წუთზე კლენკინის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ანგარიში 3-2 და საბას გუნდი რუსეთის თასს გამოეთიშა.

“ოლიმპიეცმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება პენალტების სერიით დასრულდა, რომელიც მასპინძელმა მოიგო. “უფას’ შემადგენლობაში ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის, რომელმაც სათარაგითოა სკამიდან ადევნა მატჩს თვალი.

“ყუბანმა” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ.

კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, “ტომსკისა” და “კრასნოდარის” დაპირისპირებაა. ეს შეხვედრა პირველი კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. “კრასნოდარის” მხრიდან 70-ე წუთზე გამოვიდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 87-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ლუჩ ენერგიამ” “ანჟი” დაამარცხა – 2-0. მახაჩკალელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

 

 

 

 

“ლოკომოტივმა” “ანჟი” დაამარცხა – კვერკველია შეუცვლელია, ლიპარტიას არ უთამაშია

დღეს რუსეთის პრერმიერ ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივი” მახაჩყალის “ანჟის” დაუპირსპირდა. პირველ კლუბში ქართველი მცველი, საბა კვერკველია თამაშობს. მან შეუცვლელად იასპარეზა და 86-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ხოლო, სტუმარ გუნდში ჯაბა ლიპარტია გამოდის, რომელსაც არ უთამაშია.

მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა. მისი ავტორი 81-ე წუთზე მოსკოველთა ფეხბურთელი, მანუელ ფერნანდეში გახდა. საბოლოოდ, სწორედ დედაქალაქურმა გუნდმა ანგარიშით, 1-0 იმარჯვა.

“ლოკოს” ცხრა ქულა აქვს და პირველზეა. ლიპარტიას კლუბი კი სამი ქულით მეთერთმეტეზეა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ზარია” : რუნი და ლიპარტია სათადარიგოთა სკამიდან იწყებენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი, უეინ რუნი, ისევე როგორც “ზარიას” ქართველი ლეგიონერი, ჯაბა ლიპარტია ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს სათადარიგოთა სკამიდან იწყებენ.


“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო შემადგენლობა: რომერო; ფოსუ-მენსა, ბაილი, სმოლინგი, როხო; ფელაინი, პოგბა; ლინგარდი, მატა, რეშფორდი; იბრაჰიმოვიჩი.

სათადარიგოთა სკამი: ჯონსტოუნი, დეპაი, რუნი, მარსიალი, კერიკი, იანგი, შნაიდერლინი.

“ზარიას” სასტარტო შემადგენლობა: შევჩენკო, კამეიუკა, სივაკოვი, ფორსტერი, სობოლი, კარავაევი, გრეიჩიშკინი, ჩაიკოვსკი, პეტრიაკი, ლიუბენოვიჩი, კულაჩი.

სათადარიგოთა სკამი: ჩუვაიევი, სუხოცკი, გორდიენკო, ლიპარტია, პაულინიო, ოპანასენკო.


ქართველი ლეგიონერები: გუშინდელი დღის მომოხილვა (24 სექტემბერი)

გუშინ რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა თავიანთ გუნდებში იასპარეზა.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ინფორმაციას 24 სექტემბერს გამორჩეული ქართველი ლეგიონერების მიერ ჩატარებული მატჩებზე.

რუსეთის პრემიერ ლიგის მერვე ტურში თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარი” მოსკოვში ადგილობრივ “ცეესკას” დაუპირისპირდა. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს მოედანზე გამოსვლის საშუალება არ მისცემია. მან სათადარიგოდან ადევნა შეხვედრას თვალი. რაც შეეხება ჩვენებურის გუნდს, კრასნოდარელებს 12 ქულა აქვთ და მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან.

საბერძნეთის სუპერ ლიგაში, მესამე ტურში, ორი წაგების შემდეგ, პირველი მატჩი მოიგო გიორგი ნავალოვსკის “ვერიამ”. თავიდანვე გეტყვით, რომ გიორგიმ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა! მე-80 წუთზე ჩვენმა თანამემამულემ ყვითელი ბარათიც მიიღო. ნავალოვსკის გუნდს, სამი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა. მურთაზ დაუშვილის “დიოშდიორი” “დებრესენს” დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე, ორბურთიანი სხვაობით, 1-3 დამარცხდა. ქართველმა საყრდენმა შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. დაუშვილის გუნდს ამ წაგების შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა და ბოლო – მე-12 ადგილს იკავებს.

უკრაინის პრემერ ლიგის მეცხრე ტურში ქართველი მოთამაშეების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონკრეტულად, ჯაბა ლიპარტიას “ზორია” საკუთარ მოედანზე ალექსანდრე კობახიძის “ვორსკლას” შეერკინა. შეხვედრა ლიპარტიას კლუბის გამარჯვებით – 2-1 დასრულდა. არცერთს გოლი არ გაუტანია. კობახიძემ ძრითადიდან დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ხოლო, ჯაბა მოედანზე ზუსტად 75-ეზე შევიდა და სათამაშოდ 15 წუთი მიეცა. “ზორიას” 9 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. სანდროს კლუბი კი 12 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

24 სექტემბერს ავსტრიის ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას “რაპიდმა” ითამაშა სტუმრად და “პოლტენს” დაუზავდა (1-1). ჩვენებური მოედანზე არ გამოსულა. ვენურ კლუბს 9 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

ასევე, იხილეთ:  “ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა

დაუშვილის მარცხი და ლიპარტიას გამარჯვება უკრაინაში

უკრაინის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” ზაპოროჟიეში “მეტალურგი” მიიღო და 4:2 სძლია. ქართველმა შემტევმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 4:1 იყო. ამ გამარჯვებით ლუგანსკელებმა მეოთხე პოზიცია განიმტკიცეს.

მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო ლვოვის “კარპატიმ”, რომელიც უშუალო კონკურენტ “ილიჩივეცთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და უკანასკნელ პოზიციაზე აღმოჩნდა.

ლვოველთა სასტარტოში იყო და 90 წუთი ითამაშა მურთაზ დაუშვილმა. ძირითადში იყო უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუაც.

ლიპარტია “შახტართან” დამარცხდა

უკრაინის ჩემპიონატის მე-20 ტურში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” ზაპოროჟეში “შახტარს” უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

ნომინალურ მასპინძელთა ქარტველი ფორვარდი სასტარტოში შემადგენლობაში იყო და მეოდანზე 90 წუთი გაატარა.

ამავე ტურის ფარგლებში ლვოვის “კარპატი” ხარკოვში ადგილობრივ “მეტალისტს” ესტუმრა. შეხვედრში, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა მოედანზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, მურთაზ დაუშვილი გამოჩნდა, რომელმაც “კარპატის” შემადგენლობაში უკანასკნელი 19 წუთი ითამაშა.

კობახიძის “ვოლინი” ლიპარტიას საგოლე პასის შემდეგ დამარცხდა

უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში ლუცკში, ადგილობრივმა “ვოლინმა” ლუგანსკის “ზორია” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:2.

გადამწვყეტი 51-ე წუთზე ბუდკივსკის მიერ გატანილი გოლი აღმოჩნდა, რომელსაც ასისტენტობა ჯაბა ლიპარტიამ გაუწია. სტუმართა ქართველი შემტევი ძირითადში იყო და მოედანზე 86 წუთი დაჰყო. “ვოლინის” შემადგენლობაში კი სანდრო კობახიძემ 90 წუთი ითამაშა.