ათი საუკეთესო ქართველი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში

თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევის გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. პარასკევს პაპუნაშვილი გერმანიაში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, იქამდე კი Fanebi.com-ი იმ ათ ქართველ ფეხბურთელს იხსენებს, რომელსაც პირველ ან მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია.

1. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 1993 წლიდან 1996 წლამდე ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფერებს იცავდა

`1
2. ლევან კობიაშვილს სამ გერმანულ კლუბში უთამაშია. ბუნდესლიგაში კარიერა მან „ფრაიბურგში“ დაიწყო, რის შემდეგაც „შალკეში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. კარიერა კობიმ ბერლინის „ჰერტაში“ დაასრულა

image_slshow_einzel_0_2
3. მრავალფეროვანი გერმანული კარიერა ალექსანდრე იაშვილსაც ჰქონდა, რომელმაც „ლუბეკში“, „ფრაიბურგში“, „კალსრუესა“ და „ბოხუმში“ ითამაშა

3
4. 1998 წლიდან 2005 წლამდე ლევან ცქიტიშვილი „ფრაიბურგში“ გამოდიოდა, რის შემდეგაც ერთი სეზონი „ვოლფსბურგში“ ირიცხებოდა. მოგვიანებით ის ჯერ „პანიონისში“ გადავიდა, შემდგომ კი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა. 2009 წელს ცქიტიშვილი მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ვეჰელში“ თამაშობდა, რომელშიც კარიერა დაასრულა

4
5. არჩილ არველაძემ „კიოლნის“ რიგებში 2000 წლიდან 2003 წლამდე 29 შეხვედრა ჩაატარა

5
6. „შალკე“ ლევან ყენიაზე იმედებს სამი წლის განმავლობაში ამყარებდა, მაგრამ ხშირმა ტრავმებმა მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. 2013 წელს ის დიუსელდორფის „ფორტუნაში“ გადავიდა, ამჟამად კი პრაღის „სლავიას“ ღირსებას იცავს

6
7. ოთახ ხიზანეიშვილს უამრავ კლუბში უთამაშია, აქედან ორი გერმანულია („ფრაიბურგი“ და „აუგსბურგი“)

7
8. რევაზ არველაძემ ჯამში ოთხ გერმანულ კლუბში ითამაშა. ყველაზე მეტი შეხვედრა მან „ჰომბურგის“ მაისურით ჩაატარა. ასევე ის „კიოლნის“, „ტენის ბორუსიასა“ და „როტ-ვაისი ობერჰაუზენის“ რიგებში თამაშობდა. კარიერა მან სწორედ ამ უკანასკვნელში დაასრულა

8
9. „ფრაიბურგში“ თამაში დავით თარგამაძემაც მოასწრო, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 2008 წლიდან 2010 წლამდე იცავდა და ჯამში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა

9
10. „ბოხუმში“ სადებიუტო სეზონში ნიკოლოზ გელაშვილმა 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მოგვიანებით ქართველი ფორვარდი აზერბაიჯანში გადაბარგდა, სადაც „ყარაბაღ აღდამის“ ფერებს იცავდა. ამჟამად გელაშვილი ალბანურ „ფლამურტალში“ გამოდის

Gelashvili729

სასამართლომ ცქიტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისის სასამართლომ ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული დავა განიხილა და ლევან ცქიტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ არჩევნებამდე ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტიდან ცქიტიშვილი გადააყენეს და მის ნაცვლად ვახტანგ წერეთელი აირჩიეს. საინტერესოა, რომ აღნიშნული ამბავი სფფ-მ ყოველგვარი რეაქციის გარეშე დატოვა.

ცქიტიშვილის მხარე კი აღნიშნულ არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს, რასაც სასამართლო დავა მოჰყვა, რომელშიც ყოფილმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. მოსალოდნელია, რომ მეორე მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე კიდევ გაიწელება.