კარვახალი: “რეალი” მანამდე იბრძოლებს, სანამ თეორიული შანსი იარსებებს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონასთან” ანგარიშით , 0:3 დამარცხდა და პირველადგილოსან გუნდს 14 ქულით ჩამორჩა (თუმცა, “თეთრებს” ერთი მატჩი თადარიგში აქვთ).

მადრიდელთა მარჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა “რეალის” ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ყველაფერს გავიღებთ, რათა ლა ლიგაში წარმატებას მივაღწიოთ. სანამ თეორიული შანსი გვექნება, მანამდე ვიბრძოლებთ. 14 ქულით უკან ვართ, თუმცა ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენ შეგვეფერება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე დიდი წნეხია, მოედანზე მოსაგებად გავალთ. შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს”

“ჩემი “კლასიკოდან” გაძევება? ფაქტობრივად, ამან ყველაფერი გადაწყვიტა. პენალტი გაგვიტანეს და ათი კაცით დავრჩით. ეს ძალიან დასანანი იყო. სამ ტურნირზე ვმონაწილეობთ. შესაბამისად, წინ გამოწვევებით დახუნძლული ექვსი თვე გველის,” – აცხადებს კარვახალი.

ზიდანი: “კარვახალი ერთ ან ორ კვირაში დაბრუნდება”

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მერვე ტურის შეხვედრის (“ხეტაფეს” წინააღმდეგ, სტუმრად) პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას დანიელ კარვახალის მდგომარეობაზეც ჰკითხეს. როგორც იცით, ესპანელ მარჯვენა მცველს გულზე აქვს პრობლემა და მოედანზე გასვლას ჯერ ვერ ახერხებს.

“იცით, რაც სჭირს დანის. ეს გულს უკავშირდება და ჩვენ ოდნავადაც არ შეგვიძლია გარისკვა. გმართებთ, ცოტათი მეტი მოთმინება გამოიჩინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ის კარგად ირჯება და ცდილობს, მალე გამოჯანმრთელდეს. ადამიანები, რომლებიც ახლა  მას მკურნალობენ, თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.”

“გვსურს, დანი ასი პროცენტით მზად იყოს. შესაძლოა, მას ამისთვის ერთი ან ორი კვირა დასჭირდეს. მასაც ძალიან სურს დაბრუნება, თუმცა ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა,” – ამბობს ფრანგი.

“მარკო ასენსიო “რეალის” აწმყოა და არა მომავალი”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა, დანიელ კარვახალმა მარკო ასენსიოს შეაქო, რომელმაც “ვალენსიასთან” მატჩში (2-2) დუბლის გაფორმება შეძლო და “თეთრებს” ქულა გადაურჩინა.

“არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მარკო ასენსიო “რეალის” აწმყოა და არა მომავალი.

რაც შეეხება მატჩს, ჩვენ ერთი ქულა არ მოგვიპოვებია, ორი დავკარგეთ. ძალიან მძიმე თვე იყო და ამ დროს მომენტების გამოუყენლობა მომაკვდინებელია გუნდისთვის. მეტი შეგვეძლო,” – აცხადებს კარვახალი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მარკო ასენსიო “რეალის” ნამდვილ ლიდერად გვევლინება. გეტყვით იმასაც, რომ “ვალენსიასთან” მატჩში მარკომ თავისი პირველი საჯარიმოც შეაგდო მეორე მცდელობიდან.

კარვახალი: “რა სურს “რეალს” ახალ სეზონში? ყველა ტიტულის მოგება!”

მადრიდის “რეალი” წინასასეზონო სამზადისს გადის. გუნდს ნელ-ნელა უერთდებიან ფეხბურთელები.

დღეს Marca-სთან კომენტარი დანი კარვახალმა გააკეთა. ესპანელმა კლუბში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“გვინდა იმდენი ტიტიული მოვიგოთ, რამდენ ტურნირზეც ვმონაწილეობთ. დიახ! ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს. აქ ჩემი მე-15 სეზონი იწყება და ყოველ წელს, უფრო და უფრო, ამაყად ვგრძნობ თავს.”

“ახლა ძალიან დიდი დატვირთვით გვავარჯიშებენ. ვგრძნობთ, რომ ხელმძღვანელობა ჩვენგან კიდევ უფრო მეტს ითხოვს. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა სწორი და საჭიროა. თუ გვინდა, რომ გადამწყვეტი მატჩებისთვის მარტსა და აპრლში ასი პროცენტით მზად ვიყოთ, სწორედ ახლა უნდა გავისარჯოთ ასმაგად და საუკეთესო კონდიციებში შევიდეთ.”

“გაიხსენეთ წინა სეზონის სუპერ თასი “სევილიასთან”. მაშინ ბოლო წუთზე შევძელით გათანაბრება. ეს ბოლომდე ბრძოლის დამსახურება იყო. უკანასკნელ წამამდე დატვირთვას კი ვერ გაუძლებ, თუ ფიზიკურად კარგად მომზადებული არ ხარ. სწორედ ესაა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი,” – განაცხადა კარვახალმა.

კარვახალს დიაგნოზი დაუსვეს

ორ მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მადრიდის “რეალმა” თანაქლალაქელი “ატლეტიკო” მიიღო და დიეგო სიმეონეს შეგირდები კრიშტიანუ რონალდუს ჰეთრიკით გაანადგურა.

პირველი ტაიმის მიწურულს “ბლანკოსისთვის” არასასურველ მომენტს ჰქონდა ადგილი. დანიელ კარვახალმა მარჯვენა ფეხზე ტრავმა მიიღო. მან მეორე ნახევარში მოედანზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ესპანელს ზუსტად ერთი თვე სჭირდება გამოჯანმრთელებისთვის. ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი ჩამპიონთა ლიგის კარდიფში გასამართ ფინალამდე (ჩატარდება სამ ივნისს). შესაბამისად, ყველაზე კარგ შემთხვევაში დანი მხოლოდ ფინალში თამაშს შეძლებს.

კარვახალი: “გაძევებამ მატჩის ბედი გადაწყვიტა”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა, დანიელ კარვახალმა “ბარსელონასთან” წაგებული მატჩის შემდეგ (2-3) პრესასთან ისაუბრა.

“გაძევებამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. ბოლომდე გვქონდა შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და წავაგეთ. უბრალოდ ბედმა არ გაგვიმართლა.

ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. მესიმ დიდებული მატჩი ჩაატარა.

მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. ჩვენ კი ერთი მატჩი გვაქვს მარაგში. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული,” – აცხადებს კარვახალი.

დანიელ კარვახალმა კატალონიურ პუბლიკას შუა თითი უჩვენა (ფოტო)

2016/17 წლების სეზონის პირველმა “ელ კლასიკომ”, რომელიც “ნოუ კამპზე” გაიმართა, სკანდალის გარეშე მაინც ვერ ჩაიარა.

საქმე ისაა, რომ სერხიო რამოსის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლი, რომელმაც “ბლანკოსს” ძალზედ საჭირო ერთი ქულა მოუტანა, დანიელ კარვახელმა მიუღებელი ჟესტით აღნიშნა.

hhhh

ფოტოში ნათლად ჩანს, რომ “რეალის” ესპანელმა მცველმა კატალონიურ პუბლიკას შუა თითი უჩვენა, რაც ბუნებრივია, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, რაზეც კატალონიურმა მხარემ უკვე დაიწყო ზრუნვა.

კარვახალი: “რეალთან” ერთად ლა ლიგის მოგებას ვაპირებ”

მადრიდის “რეალის” მცველმა, დანიელ კარვახალმა საკლუბო ტურნირებზე ისაუბრა, რომელიც მის კოლექციას აკლია – ლა ლიგასა (რომელიც “რეალმა” ბოლოს 2012 წელს მოიგო) და ესპანეთის სუპერთასზე.

” ცუდ გზაზე ნამდვილად არ ვდგავარ. რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ამასაც დავამატებთ.”რეალში” მოსვლის შემდეგ, 3-ჯერ ვიასპარეზე ჩემპიონთა ლიგაზე და ორჯერ მოვიგე ეს ტიტული. კარგი იქნება ლა ლიგასაც თუ მოვიგებ, რადგანაც ეს ტურნირი აქამდე არასდროს მომიგია.

ეს ჩვენს მიერ გაწეული დიდი შრომის ჯილდო იქნება. დიდებული იქნება, თუ ჩემს კოლექციას ესპანეთის ლა ლიგისა და ესპანეთი სუპერთასის ტიტულებს დავამატებ.

ერთი შეხედვით, ეს ძალიან ადვილი ჩანს, თუმცა ასე არ არის. ძალიან ბევრ ლეგენდარულ ფეხბურთელს არ აქვს მოგებული ეს ტიტული.”

ტრავმის გამო კარვახალს 3 კვირით მოუწევს უქმობა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს, დანიელ კარვახალს კუნთზე მიღებული დაზიანების გამო, ლაზარეთში 3 კვირის გატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ატლეტიკოსთან” მატჩში მიიღო (1:1, 5:3 პენალტებში).

დღეს კი სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ფეხზე მიღებული დაზიანების გამო ევრო-2016-ის გამოტოვება მოუწევს.

დელ ბოსკე კარვახალს სავარაუდოდ “არსენალის” მცველით, ექტორ ბელერინით ჩაანაცვლებს.

“რეალის” ფეხბურთელით ევროპული გრანდები ინტერესდებიან

“რეალის” მცველი, დანიელ კარვახალი ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში მოხვდა. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, მარცხენა მცველისადმი ინტერესს “მანცესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული”, პსჟ და “ბაიერნი” იჩენენ.

ეს კლუბები მას შედმეგ გააქტიურდნენ, რაც “რეალმა” “პორტუდან” დანილოს ტრანსფერი შეათანხმა. აღსანიშნავია, რომ თავად კარვახალმა განაცხადა, რომ დანილოს მოსვლა მას არ აშინებს და ამის გამო ის მადრიდიდან წასვლას არ აპირებს.

პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში დანიელმა 28 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი შეასრულა.



კარვახალი: „მსაჯი ორივე გუნდის სასარგებლოდ შეცდა“

მადრიდის „რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა „ატლეტიკოსთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩის შეფასებისას ყურადღება არბიტრების მუშაობას მაიქცია.

„მარიო სუარესმა თქვა, რომ მსაჯმა ცუდად იმუშავა? ეს მისი აზრია. დღეს მსაჯმა შეცდომები ორივე გუნდის სასარგებლოდ დაუშვა. მაგალითად, მარსელო ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, რომლის გამოც ის საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს.

ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები მსაჯებისთვის ძალიან რთულია. დაძაბულობის გათვალისწინებით, ჯამში არბიტრი დაკისრებულ მოვალეობას გაუმკლავდა“, – განაცხადა კარვახალმა.