ხულენ ლოპეტეგის პირველი კომენტარი “რეალში” წარდგენის შემდეგ

ხულენ ლოპეტეგი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დღეს ოფიციალურად წარადგინა. ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

“გუშინ ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღე იყო მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა. ხოლო ახლა საუკეთესო დღე მაქვს. ვიმედოვნებ, ძალიან ემოციური არ ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტსა და “რეალს” ნდობისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც სიამაყითა და დიდი ძალით ავიღე. ვიცი, რა კლუბთან გავაფრომე კონტრაქტი. აქ მაქსიმალური მოთხოვნებია. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ ისტორიაში ყველაზე მაღლა ავიდეთ.”

“აქ მაშინ მოვედი, როცა 18 წლის ვიყავი. მაშინ “კასტილიაში” ვთამაშობდი. აქ ყოფნის დროს ფეხბურთელისთვის საჭირო ღირებულებები ვისწავლე. ბედნიერი ვიყავი, რომ შემდეგ “კატილიას” გაწვრთნა მომიწია. ახლა კი, უკვე “რეალს” ვუდგავარ სათავეში.”

“ხვალინდელი მატჩი? ესპანეთის თამაშს აუცილებლად ვუყურებ. იმედი მაქვს, მიუხედავად ყველაფრისა, თასის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებთ,” – ამბობს ლოპეტეგი.

ფერნანდო იეროს პირველი განცხადება ესპანეთის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ

ხულენ ლოპეტეგის განთავისუფლების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერნანდო იერო დაინიშნა. ორ დღეში “ფურია როხა” მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიასთან პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

იერომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“შესანიშნავი გამოწვევა მივიღე. ყველა ხვდება, რა გარემოებაში იმყოფება ესპანეთის ნაკრები. ხოლო, მე მამაცურად დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. შესაბამისად, სხვა გზა აღარ არსებობს და ამ ვითარებაში უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ორი წლის მანძილზე ემზადებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ხოლო, მე სპორტული დირექტორი ვიყავი. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებ იმ მოტივაციას, რაც ამ ბიჭებს გააჩნიათ. ჩვენ არ შეგვიძლია ორ დღეში შევცვალოთ ის სამუშაო სტილი, რომელიც გასული ორი წლის მანძილზე გვქონდა. არაფრის შეცვალ არ შეგვიძლია ორ დღეში.”

 “ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მათ ყველას კარგად ვიცნობ. ძალიან მშვიდად ვარ და არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ მიზანი შევცვალოთ. აქ ერთადერთი რამისთვის ვართ და ეს ყველამ კარგად იცის. შემადგენლობა მოტივირებულია. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, შესაბამისად, ფოკუზირებულნი ვართ მხოლოდ ტიტულის მოგებაზე. ლოპეტეგისა და იმ სამუშაოს მიმართ, რაც მან გააკეთა, დიდი პატივისცემა გამაჩნია. თავის თავგადასავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,” – ამბობს იერო.

“ფურია როხაში” არეულობაა: ფედერაციის პრეზიდენტი ლოპეტეგის გადაწყვეტილებამ გააბრაზა

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის “რეალის” მწვრთნელი ახალ სეზონში ხულენ ლოპეტეგი იქნება.

როგორც ესპანური პრესა წერს, განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი. მას ესმის, რომ “ბლანკოსს” ახალი დამრიგებელი სჭირდებოდა, თუმცა, ბოსის აზრით, “ფურია როხას” მწვრთნელს ეს ამბავი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე არ უნდა გაესაჯაროვებინა.

ესპანეთში და, ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში მიიჩნევენ, რომ ლოპეტეგი ახლა დიდი წნეხის ქვეშ მოექცევა. თუმცა, თავად მწვრთნელს სჯერა, რომ ზეწოლას თავს გაართმევს, წარმატებით გამოვა სანაკრებო ჩემპიონატზე და შემდეგ ჩაუდგება “რეალს” სათავეში.

ვინ ჩაანაცვლებს ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებში – ოთხი ყველაზე რეალური კანდიდატი

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალს” ჩაუდგება სათავეში. ის სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ამ ამბის გაჟღერების შემდეგ, ესპანურმა პრესამ დაიწყო იმაზე წერა, თუ ვინ იქნება ხულენის შემცვლელი “ფურია როხაში”. გამოიკვეთა ოთხი რეალური კანდიდატი.

მიჩელ გონსალესი

 

ესპანელმა თავის ნაკრებში 66 შეხვედრა ჩაატარა. ხოლო, მას შემდეგ, რაც მწვრთნელი გახდა, ის მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს, შემდეგ “რაიო ვალეკანოს”, “ხეტაფეს”, “სევილიას”, “მარსელსა” და “მალაგას” ედგა სათავეში. მისი სტილი შეესაბამება ესპანეთის ნაკრების სათამაშო ფილოსოფიას.

ლუის ენრიკე

 

შესაძლოა, მისი წარსულის გამოცდილება ყველაზე კარგად შეესაბამებოდეს აღნიშნულ პოსტს. ლუის ენრიკემ “ბარსელონას” გაწვრთნის დროს განაცხადა, რომ ის სიამოვნებით იმუშავებდა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად. ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი თამაშობდა ეროვნულ გუნდში. ასევე, 48 წლის დამრიგებლის კლუბები, ნამდვილად, მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ალბერტ სელადესი

 

21-წლამდე გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელიც ესპანეთის ნაკრების წევრი იყო. საგულისხმოა, რომ სწორედ სელადესის დამოძღვრილმა ბიჭებმა მოახერხეს გასულ ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალში გასვლა, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდნენ. ალბერტი დელ-ბოსკეს სამუშაო კოლექტივში იყო და ახლა ლოპეტეგის ასისტენტად მუშაობს.

აიტორ კარანკა

 

 

ის ესპანელთა 16-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, კარანკა ჟოზე მოურინიოს ასისტენტად “რეალში” სამი წლის მანძილზე ირჯებოდა. აქ მიღებული გამოცდილების შემდეგ აიტორმა “მიდლსბრო” ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა. თუმცა, შემდეგ ეს გუნდი ისევ დაქვეითდა.

ლოპეტეგი: “არ ვფიქრობ, რომ დიეგო კოშტა მოძრავი არაა”

გუშინ ესპანეთის ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრე, 1-1 ითამაშა. “ფურია როხას” მხირდან თავი მცველმა, ივარო ოდრიოზოლამ გამოიჩნა, ხოლო მას შვეიცარიელთა ფეხბურთელმა, რიკარდო როდრიგესმა უპასუხა.

დღეს აღნიშნულ მატჩზე ესპანელთა მთავარმა მწვრთნელა, ხულიენ ლოპეტეგიმ ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ კოშტა დინამიური და მოძრავი არაა. თუმცა, გვყავს ალტერნატივებიც იაგო ასპასის სახით, რომელსაც მარჯვნივ შეუძლია თამაში. ასევე გყვავს როდრიგო. ჩვენ გვაქვს არჩევანი, შეგვიძლია მათი ერთად გამოყენება, ან ცალ-ცალკე თამაშით განვითარება. შვეიცარიასთან გუნდმა ბევრი რამ კარგად გააკეთა. არ გვაკლია ინტენსიურობა და რითმი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მომავალში შექმნილი შანსების ნახევარზე მეტს გამოვიყენებთ. კარგია, რომ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც შვეიცარიაა, ამდენი მომენტი გვქონდა,” – ამბობს ლოპეტეგი.

“რეალი” ლოპეტეგის აკვირდება

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “რეალი” ხუსენ ლოპეტეგის აკვირდება. AS-ის ინოფრმაციით, მადრიდული გრანდი “პორტუს” დამრიგებელში კარლო ანჩელოტის შემცვლელეს ხედავს და ახალგაზრდა სპეციალისტს უკვე დიდი ხანია აკვირდება.

ლოპეტეგისთვის “რეალი” უცხო გუნდი არ არის. მოთამაშის კარიერის დროს მან კასტილიაშ რამდენიმე სეზონი გაატარა, 1991 წლამდე კი “რეალის” მესამე მეკარეც იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008/09 წლებში ლოპეტეგი მადრიდულ გრანდში მწვრთნელის რანგში დაბრუნა და მეორე გუნდში მუშაობდა.