პიერ-ემერიკ ობამეიანგმა სულ ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ თუ კარიერული წინსვლა სურდა, იგი აუცილებლად უნდა წასულიყო “ბორუსიადან” მომავალ ზაფხულში.
როგორც აღმოჩნდა, გაბონელი შემტევის ნათქვამმა მისი მწვრთნელი, თომას ტუხელი გააბრაზა. აი რას ამბობს გერმანელი: “ასეთი განცხადებები ახლა ნამდვილად არაა საჭირო. სჯობს, მან იმაზე იფიქროს, რითი დაგვეხმაროს სეზონის მეორე ნახევარში. მით უმეტეს, თუ ასეთი რაღაც აქვს გადაწყვეტილი, ამის საჯაროდ თქმა სწორი არაა.”
“არის მომენტები, როცა რაღაცაზე ძალიან ხარ გაბრაზებული და მას ჟურნალისტებთან ღიად ყვები, თუმცა ამ შემთხვევაში ობამეიანგის მიერ განხილული საკითხი, მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. ახლა შუა სეზონია და ის ჩვენი ფეხბურთელია. შესაბამისად, მან, მხოლოდ და მხოლოდ, “ბორუსიაზე” უნდა იფიქროს,” – განაცხადა თომასმა.