კლოპმა სენეგალის მწვრთნელის ნათქვამზე: “საიდან იცის, რომ მანე ამ დროს დაბრუნდება?”

სადიო მანემ 10 ოქტომბერს მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო და მოედანს ექვსი კვირით დაემშვიდობა. მიუხედავად ამისა, სენეგალის ნაკრების მწვრნელი, ალიოუ სისე აცხადებს, რომ მანე 10 და 14 ნოემბერს გასამართი სანაკრებო მატჩებისთვის ასი პროცენტით მზად იქნება.

“ლივერპულის” დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან სისეს კომენტარსა და 25 წლის შემტევის დაზიანებაზე ისაუბრა.

“ვერ ვხვდები, სისემ ეს ინფორმაცია საიდან იცის. ზუსტად არ ვიცი, როდის დატოვებს სადიო ლაზარეთს. თუ ეს დაგეგმილზე ადრე მოხდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ამ ეტაპზე არაფერია გარკვეული.”

“მანემ დაამტკიცა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მის დაბრუნებას ყველა ველით, რადგან “ლივერპულისთვის” დიდი წარმატების მოტანა შეუძლია,” – აცხადებს კლოპი.

ჰარი კეინის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქესთან 1-1 ითამაშა.

შეხვედრის შემდეგ “სპურსების” ერთ-ერთმა ლიდერმა და მათი მხრიდან გოლის ავტორმა, ჰარი კეინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რთული თამაში იყო. მათ ბევრი მომენტი შექმნეს და ხშირად გვიჭირდა შეჩერება. “ბერნაბეუზე” ქულა ავიღეთ, რაც იდეალურია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც გუნდი, ძალიან გავიზარდეთ. კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით. იმედი მაქვს, ჩვენს კედლებში უკეთესად ვითამაშებთ,” – ახადებს ინგლისელი.

დე ბრუინი: “შეხვედრის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად “ფეინოორდს ანგარიშით, 4:0 სძლია.

მატჩის ჩემდეგ ჟურნალისტებს ინგლისელთა ნახევამცველი, კევინ დე ბრუინი ესაუბრა.

“როცა პირველ ტაიმში სამი გოლი გაგაქვს, შემდეგ მთელ შეხვედრას აკონტროლებ და ნაკლებად ფიქრობ წარუმატებლობაზე. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, თუმცა არ მოვეშვით. მართალია, ბოლო ოცი წუთის მანძილზე ვპასიურობდით, თუმცა ეს წვიმისა და მინდვირს საფრის არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნის ბარლიც იყო.”

“შვენიერი თამაში გამოვიდა. რასაც ვგეგმავდით, შევასრულეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა ასე დავიწყეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

ზიდანი: “ვამაყობ, რომ მყავს გუნდი, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეებისგან შედგება!”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” ბარიერის გადალახვის შემდეგ, “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“მოხარულები ვართ, რომ  ამ შედეგს მივაღწიეთ. ეს არის ის, რისთვისაც ყველა ფეხბურთელი იბრძოდა. ვფიქრობ, ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. მოსამზადებლად ნამდვილად გვაქვს დრო.”

“პირველი ნახევარი რთულად დავიწყეთ, თუმცა მისი დასასრულისკენ თამაში გამოვასწორეთ. მეორე ტაიმში კი კარგი მომენტებიც შევქმენით. კმაყოფილი ვარ კარიმ ბენზემას ასპარეზობით. მან დღეს, განსაკუთერბით, გოლის მომენტში შესანიშნავად ითამაშა.”

“ვამაყობ, რომ მყავს გუნდი, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეებისგან შედგება. ჩვენი წარმატება თითოეული მათგანის დიდი გარჯის დამსახურებაა!” – განაცხადა “ზიზუმ”.

სიმეონე: “სტუმრებმა დაგვანახეს, რომ ისინი ძალიან სახიფათონი არიან”

მადრიდის “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლესტერი” მიიღო და მეტოქე ანტუან გრიზმანის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

წარმატებული გამოსვლის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა, დიეგო პაბლო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა.

“მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. კარგია, რომ განმეორებითი შეხვედრის წინ უპირატესობა გვაქვს. ლესტერში თამაში ყველას უჭირს.”

“სტუმრებმა დაგვანახეს, რომ ისინი ძალიან სახიფათონი არიან. მეორე მატჩში კიდევ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.”

“უფრო მეტი მსურდა, თუმცა ძალაინ აგრესიუალად არ ვითამაშეთ, რაც შედეგზე აისახა. გრიზმანმა მნიშვნელოვან მომენტში აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა და გამარჯვება მოგვიტანა.”

“მომავალი შეხვედრა ძალიან გახსნილი იქნება. “მელიებს” მათი გულშემატკივრები გაუმაგრებენ ზურგს, თუმცა შემდეგ ეტაპზე აუცილებალდ უნდა გავიდეთ!” – განაცხადა დიეგო სიმეონემ.

აზარი: “ჩვენ პროფესიონალები ვართ და ვიცით, რასაც ვაკეთებთ”

პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “სუონსი სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3:1 დაამარცხა. ლონდონელები ახლა პირველ ადგილზე არიან და მეორეადგილოსან “სიტის” მთელი 10 ქულით უსწრებენ.

ნახსენებ მატჩში ერთ-ერთი საგოლე გადაცემის ავტორმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ ორი წლის წინ მოვიგეთ ეს ტიტული და ახლა საკმაო გამოცდილება გვაქვს. ჩვენ პროფესიონალები ვართ და, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცით, რასაც ვაკეთებთ.”

“რამდენიმე თვეა, პირველ ადგილზე ვართ და გვინდა, ეს პოზიცია შევინარჩუნოთ. უფრო და უფრო, ვდილობთ, დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.”

“პრემიერ ლიგის ბოლო რვა შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გავიტანე. ჩემთვის იგივეა შემთხვევები, როცა გოლი ან გამაქვს, ან – არა, ან საგოლე გადაცემას ვაკეთებ. პრიორიტეტული, მხოლოდ კარგად თამაში და, საბოლოო ჯამში, გამარჯვების მოპოვებაა. თუ ეს ხდება, ჩემზე ბედნიერი კაცი მინდორზე არაა,” – განაცხადა 26 წლის ბელგიელმა.

იოვეტიჩი: “სევილია” “ლესტერზე” ძლიერია!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიამ” “ლესტერ სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა. მან 62-ე წუთზე ხოაკინ კორეას გაატანინა.

27 წლის შემტევმა მატჩის შემდეგ beIN Sports-თან ისაუბრა.

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. რთული მეტოქე გვყავდა. “ლესტერი”, მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩავარდნისა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.”

“დღეს უკეთესები ჩვენ ვიყავით. უფრო მეტი შანსი შევქმენით და ყველა ასპექტში უპირატესობა სწორედ “სევილიას” ჰქონდა.”

“ვარდიმ ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, 2-0-ც რომ მოგვეგო, მაინც არაფერი იქნებოდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ახლა ორმაგად უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოგვიწევს ბრიტანეთში თამაში,” – განაცხადა მონტენეგროელმა.

პარუნაშვილი: “ვისლას” ვარიანტივ მქონდა, თუმცა “ესბიერგი” ავირჩიე”

თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ლაშა პარუნაშვილი კარიერას “ესბიერგში” გააგრძელებს. ამის შესახებ დანიური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

23 წლის ნახევარმცველმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“დინამოსთან”, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ახალი ხელშეკრულების დადება აღარ ვისურვე. მართალი გითხრათ, “ესბიერგამდე”, პლოცკის “ვისლადან” მქონდა შემოთავაზება. თუმცა, მოლაპარაკება ძალიან გაიწელა და, საბოლოოდ, წარუმატებლადაც დასრულდა.”

“ესბიერგის” სპორტულმა დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი თამაში ნანახი აქვს, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მიცნობს და მოხიბლულია ჩემით. ერთი სიტყვით, მას ჩემი “ესბიერგში” ხილვა სურდა. თან დიდ სათამაშო დროსაც დამპირდა. სადაც პრაქტიკა გაქვს, იქ უნდა წახვიდე – ასეც მოვიქეცი.”

“მოკლედ, იგი ისე მელაპარაკა, რომ უარი ვეღარ ვუთხარი,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ლაშამ.

მიულერი: “მოუთმენლად ველი “არსენალთან” დაპირისპირებას”

15 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “არსენალს” მიიღებს.

ბავარიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, თომას მიულერმა აღნიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ასეთი თამაშები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ისინი დიდ სტიმულსა გვაძლევენ და უფრო და უფრო მოტივირებულს გვხდიან.”

“კონკრეტულად, პლეი-ოფის დაპირისპირებები ყოველთვის დაძაბული და სანახაობრივი გამოდის. ეს ის მომენტია, როცა ამბიცია რეალობას ხვდება.”

ძალიან მომენატრა ასეთი თამაშები და ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო.” – აცხადებს თომასი.

დარიო სრნა: “მოდრიჩი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია!”

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა, დარიო სრნამ, ესპანურ Marca-სთან საუბარში, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად მისი თანამემამულე, ლუკა მოდრიჩი დაასახელა.

“ლუკა ფანტასტიური მოთამაშეა. მას მსოლფიოს ყველაზე კარგ ნახევარმცველად მიივიჩნევ.”

“მოდრიჩს აქვს ის თვისებები, რასაც ნებისმიერი მისი პოზიციის ფეხბურთელი ინატრებდა.”

სრნას მადრიდის “რეალის” მეორე ხორვატ სპორტსმენზე, მატეო კოვაჩიჩზეც დაუსვეს კითხვა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მატეო აუცილებლად გამოავლენს დიდ ტალანტს. მისი თამაშის ყურებას აღფრთოვანებაში მოვყავარ. მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა მოთამაშეების მსგავსად გაიზარდა ხორვატიაში, ჯერ მაინც ვერ ხვდება, რა ნიჭის მფლობელია. ვიცი, რომ იგი ამას მალე გაანალიზებს და გაცილებით მაღალ დონეზე დაიწყებს თამაშს. ვფიქრობ, კოვაჩიჩს დრო სჭირდება. ის, მხოლოდ და მხოლოდ, სამი წელია, რაც ზაგრების “დინამოდან” წამოვიდა და ამ მოკლე ხანში ორ გრანდში მოუწია თამაში,” – აცხადებს ხორვატი.

ლუის ენრიკე: “სამი კვირის წინ “ბარსელონას” პრესკონფერენცია დაკრძალვას ჰგავდა”

29 იანვარს, 15:00 საათზე პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურში “ბეტისი” “ბარსელონას” მიიღებს. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა კონფერენცია გამართა.

“სამი კვირის წინ, “ბარსელონას” პრესკონფერენციაზე რომ შემოსულიყავით, თავი დაკრძალვაზე გეგონებოდათ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. გუნდმა თავდაჯერება და რწმენა განიმტკიცა,რაც ბოლო თამაშების ხარსიხზე და შედეგზე აისახა.”

“ამჟამად აბსოლუტურუად კონცენტრირებულნი ვართ “ბეტისზე”. აუცილებლად გვმართებს სამი ქულის მოპოვება. ლიდერ გუნდებთან ახლოს ვართ. ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, ასე რომ შეცდომის დაშვების უფელბა არ გვაქვს.”

“არაა გამორიცხული, რომ სულ მალე ჩვენ აღმოვჩნდეთ მოწინავე პოზიციებზე,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

 

რანიერი: “დატოვებს თუ არა სლიმანი “ლესტერს”?”

ბოლო დროს “ლესტერ სიტის” თავდამსხმელს, ისლამ სლიმანის აქტიურად უკავშირებენ ჩინურ “ტიანძინ ქუანძიანს”, რომელსაც ფაბიო კანავარო წვრთნის. ვრცელდებოდა ხმები, რომ ალჟირელში აზიელები 38.5 მილიონ ფუნტს იხდიდნენ.

ფეხბურთელზე, რომელიც გასულ ზაფხულს მივიდა ინგლისურ კლუბში, “მელიების” მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის კითხვა დაუსვეს.

“დაგვტოვებს თუ არა ის? არცერთ შემთხვევაში. გთხოვთ, არ აყვეთ სპეკულაციებს. სლიმანი “ლესტერის” ფეხბურთელია და ის, მინიმუმ, მომავალ ზაფხულამდე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს,” – აცხადებს რანიერი.