ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“ჩელსი” — “მანჩესტერ იუნაიტედი”
“მიდლსბრო” — “ჰადერსფილდი”/”მანჩესტერ სიტი”
“ტოტენჰემ ჰოთსპური” — “მილუოლი”
“სატონი”/”არსენალი” — “ლინკოლნი”

მატჩები 11-12 მარტს ჩატარდება.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე რაუნდის წილისყრა ჩატარდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე რაუნდის წილისყრა ჩატარდა. ტურნირის ამ ეტაპზე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “რედინგი”

“ჰალ სიტი” – “სუონსი”

“სანდერლენდი” – “ბარნლი”

“მილუოლი” – “ბორნმუთი”

“ვესტ ჰემი” – “მანჩესტერ სიტი”

“ბირმინგემი” – “ნიუკასლი”

“ჩელსი” – “ნოთს ქაუნთი” / “პიტერბორო”

“მიდლსბრო” – “შეფილდ უენსდეი”

“ვესტ ბრომვიჩი” – “დერბი ქაუნთი”

“ევერტონი” – “ლესტერი”

“ლივერპული” – “ნიუპორტ ქაუნთი” / “პლიმუთი”

“უოტფორდი” – “ბარტონ ალბიონი”

“პრესტონ ნორტ ენდი” – “არსენალი”

“სტოკ სიტი” – “ვულვერჰემპტონი”

“ტოტენჰემი” – “ასტონ ვილა”

“ბოლტონი” – “კრისტალ პალასი”

“ნორვიჩი” – “საუთჰემპტონი”

“იფსვიჩი” – “ლინკოლნ სიტი” / “ოლდჰემ ატლეტიკი”

“ქუინს პარკი” – “ბლექბერნი”

“ბრაიტონი” / “ჰოუვ ალბიონი” – “მილტონ კეინს ჯონსი” / “ჩარლტონი”

“ბლექპული” – “ბარნსლი”

“უიგანი” – “ნოტინგემ ფორესტი”

“როტერჰემ იუნაიტედი” – “ოქსფორდ იუნაიტედი” / მაკლსფილდ თაუნი”

“ბაროუ” – “რიჩდეილი”

“უიქომბ უონდერერსი” – “სტორბრიჯი” / “ნორტჰემპტონ თაუნი”

“კარდიფი” – “ფულემი”

“კემბრიჯ იუნაიტედი” – “ლიდს იუნაიტედი”

“ბრისტოლ სიტი” – “ფლიტვუდ თაუნი” / “შრუსბერი თაუნი”

“ჰიდერსფილდ თაუნი” – “პორტ ვეილი”

“ბრენტფორდი” – “ჰალიფაქს თაუნი” / “ისთლეი”

“სატონ იუნაიტედი” – “უიმბლდონი”

“აკრინგტონ სტენლი” – “ლუთონ თაუნი”

მატჩები 2017 წლის 6-დან 9 იანვრამდე ჩატარდება.

თასის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უშანსოდ დამარცხდა

„მანჩესტერ იუანტედსა“ და „კემბრიჯ იუნაიტედს“ შორის ინგლისის თასის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩი „წითელი ეშმაკების“ დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გუნდებმა გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს.

ანგარიში 25-ე წუთზე ხუან მატამ გახსნა. მასპინძლებმა უპირატესობა მარკოს როხოს გოლის შემდეგ გაზარდეს. წერტილი ჯი ჯეიმს უილსონმა დასვა, რომელმაც თავი 73-ე წუთზე გამოიჩინა.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს ჯერარდთან მაისურის გაცვლა აუკრძალა

“უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ, რომელსაც დაახლოებით 180 კილოგრამი მასის აწევა შეუძლია და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად მიიჩნევა, თანაგუნდელებს “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდთან მაისურის გაცვლა აუკრძალა.

ცნობისათვის, მისი გუნდი და “ლივერპული” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან.

აკინფენვამ, რომელიც მერსისაიდული გუნდის დიდი გულშემატკივარია, უკვე დაადგა თვალი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ფორმას და თანაგუნდელებიც გააფრთხილა, ჯერარდთან მაისურის გაცვლა არავინ გაბედოს, თორემ შავ დღეს დაგაყრითო.

 

ვენგერს თასის მოგება სურს

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ტოტენჰემთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ „ტოტენჰემის“ დამარცხება გვსურს. ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და დასვენების საშუალებას მხოლოდ იმ მოთამაშეებს მივცემ, რომელთაც ტრავმა აქვთ. წინ უმაღლესი დონის დერბი გველის და მას პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ. ინგლისის თასის მოგების სურვილი გვაქვს, ამიტომაც ამ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. აღნიშნული ტურნირი ოთხჯერ მაქვს მოგებული და თასის მეხუთედ აწევაზე უარს არ ვიტყოდი“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი