ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხეთში გააგრძელებს

ირაკლი სიხარულიძემ თბილისის ლოკომოტივი დატოვა. 27 წლის თავდამსხმელი კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. სიხარულიძემ სლოვაცკოსთან 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ეროვნული ლიგის, 2017 წლის გათამაშებაში ირაკლიმ, ლოკომოტივის მაისურით, 33 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2017 წლის, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის, ბომბარდირისა და თავდამსხმელის პრიზი ირაკლი სიხარულიძემ მიიღო.

Fcloco.Ge

რევაზ ჩიტეიშვილმა “ლოკომოტივი” დატოვა

რევაზ ჩიტეიშვილმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა. 23 წლის მცველს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა.

ჩიტეიშვილი კარიერას საჩხერის ჩიხურაში გააგრძელებს. რეზიმ ლოკომოტივის მაისური 94-ჯერ მოირგო და სამი გოლი გაიტანა. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

აქვე იხილეთ ჩიტეიშვილი მიერ თბილისის დინამოს კარში გატანილი გოლი.

 

 

ოფიციალურად: გიორგი გოროზიამ “ლოკომოტივი” დატოვა

გიორგი გოროზიამ თბილისის “ლოკომოტივი” დატოვა. 22 წლის ნახევარმცველი, გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

გოროზია “ლოკომოტივში” 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ჩაირიცხა, მანამდე კი აზერბაიჯანულ “ზირასა” და ნორვეგიულ “სტაბეკში” თამაშობდა.

ეროვნული ლიგის, 2017 წლის გათამაშებაში, მან “ლოკოს” მაისური 16-ჯერ მოირგო და ორი გოლი გაიტანა.

Fcloco.Ge

ოთო კობახიძე კარიერას “ლოკომოტივში” გააგრძელებს

ოთო კობახიძე კარიერას თბილისის ლოკომოტივში გააგრძელებს. 21 წლის თავდამსხმელი ლოკომოტივში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს.

კობახიძე უკანასკნელად, შევარდენი 1906-ის წვერი იყო. მანამდე, ორი სეზონი ბოლნისის სიონში გაატარა. ოთომ, ეროვნულ ლიგაში, ბოლნისური კლუბის მაისური 33-ჯერ მოირგო და 7 გოლი გაიტანა.

მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდთან ერთად, საგურამოს ბაზაზე ემზადება.

Fcloco.Ge

დავით ჯიქია “ლოკომოტივში” დაბრუნდა

თბილისის ლოკომოტივს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. კლუბმა კონტრაქტი 22 წლის ნახევარმცველ, დავით ჯიქიასთან გააფორმა. ჯიქია ლოკოში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს, მხარეების სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

მან, პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, სწორედ ლოკომოტივში დაიწყო. ეროვნულ ლიგა 2-ში, ლოკოს მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში, 34 გოლი გაიტანა.
2014 წელს ჯიქიამ კარიერა ქუთაისის ტორპედოში გააგრძელა, საიდანაც კვლავ ლოკომოტივში დაბრუნდა. 2015 წელს იგი დინამო თბილისში გადავიდა, ნახევარი სეზონის შემდეგ კი საბურთალოს ფეხბურთელი გახდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

2015 წლიდან, დავითი სამტრედიას შემადგენლობაში თამაშობდა. 2016 წელს, იგი ქვეყნის ჩემპიონი და სუპერ თასის მფლობელი გახდა. სამტრედიის მაისურით, ჯიქიამ ეროვნულ ლიგაში, 63 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

უბილავა: “ზამთრის თასზე მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება”

მიმდინარე წლის 12, 13 და 14 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზამთრის თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირის მიზანი, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს, ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

ეროვნული ლიგის ვებგვერდთან, ზამთრის თასის შესახებ, თბილისის ლოკომოტივის კაპიტანმა, დავით უბილავამ ისაუბრა.

“მსგავსი ტურნირები ყოველთვის დაძაბულობით და სანახაობით გამოირჩევა. კარგია, რომ ზამთრის თასზე ბევრი გუნდი და ფეხბურთელი მონაწილეობს. მინი ფეხბურთი უფრო დინამიური და სწრაფია, შესაბამისად მაყურებლს კარგი სანახაობა ელოდება. გარდა ამისა, მსგავსი ტურნირები ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი მოტივაციაა. თანაც, სეზონის საწყის ეტაპზე ვარჯიშების დროს აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება, აქ კი მუდმივად ბურთთან მოგვიწევს ყოფნა და ვფიქრობ, ეს თამაშები მომზადების პირველ ეტაპზე აუცილებლად წაგვადგება”. – ამბობს უბილავა.

ზამთრის თასზე, ლოკომოტივი დ ჯგუფში, საბურთალოსთან, მარტვილის მერანთან და ცხინვალთან ერთად იასპარეზებს.

Fcloco.Ge

“ლოკომოტივი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის “ლოკომოტივი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. ამის შესახებ დედაქალაქელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

გუნდთან ხელშეკრულების ვადა გიორგი რეხვიაშვილს, მამუკა კობახიძეს, ზურაბ მენთეშაშვილს, გეგა დიასამიძესა და ნოდარ ქავთარაძეს ამოეწურათ.

აღნიშნულმა ფეხბურთელებმა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში ისურვეს. რაც შეეხება, ბექა ქურდაძეს, იგი ერთწლიანი არენდის შემდეგ, საბურთალოში დაბრუნდა.

ოფიციალურად: ზურა დავითაშვილი “ლოკომოტივის” ფეხბურთელია

ზურა დავითაშვილი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს. ამ ინფორმაცია, როგორც ახალგაზრდა მოტაამშის ყოფილი გუნდის, ასევე ახლანდელი კლუბის გვერდები ავრცელებენ.

16 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
“ლოკოს” ახალწვეული, თბილისის “დინამოს” აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც აღნიშნულ კლუბში დაიწყო. 2017 წელს, ეროვნულ ლიგაში, მან 6 მატჩი ჩაატარა.

დავითაშვილი საქართველოს 17 წლამდე ნაკრების კაპიტანია.

ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის “ლოკომოტივს” ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის. 36 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

2009/2010 წლების სეზონში, ჭაღიაშვილი “ლოკომოტვიში” გელა სანაიას ასისტენტი იყო. 2010/2011 წლებში იგი დუბლშემადგენლობას წვრთნიდა.

მოგვიანებით, 2013 წლამდე, ჭაღიაშვილი ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, საიდანაც ქუთაისის “ტორპედოში”, დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა.

2014/2015 წლების სეზონში, ლაშა “ლოკომოტივის” მთავარ გუნდში ვასილ მაისურაძის ასისტენტად მუშაობდა.

2016 წელს იგი “ლოკოს” დუბლშემადგენლობას ჩაუდგა სათავეში და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2016 წლიდან, ჟერარდ სარაგოსას, შემდეგ კი გიორგი დევდარიანის ასისტენტად მუშაობდა.

fcloco.ge

გიორგი დევდარიანმა თბილისის “ლოკომოტივი” დატოვა

გიორგი დევდარიანი თბილისის ლოკომოტივს აღარ გაწვრთნის. 44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ლოკომოტივის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, ინფორმაციას ლოკომოტივი მოგვიანებით გაავრცელებს.

დევდარიანი ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი 2016 წლის ოქტომბერში, გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გახდა.

2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება, ლოკომოტივმა მე-6 პოზიციაზე დაასრულა. დევდარიანის გუნდმა 53 ქულა მოაგროვა.

Fcloco.Ge

“ლოკო” – “შუქურა”: ფრე დედაქალაქში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, “მიხეილ მესხი 2”-ზე თბილისის “ლოკომოტივმა” ქობულეთის “შუქურა” მიიღო. დაძაბულ მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. ამის გაკეთება აჭარელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მარსელინომ მოახერხა. თუმცა, შვიდ წუთში გიორგი რეხვიაშვილმა გაათანაბრა.

მეორე ნახევარში, 57-ე წუთზე ჯეფინიომ კიდევ ერთხელ გაიყვანა საკუთარი გუნდი წინ. თუმცა, 72-ე წუთზე გიორგი დიასამიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში კვლავ გათანაბრდა. “ლოკო” აქტიურობდა, თუმცა მათ ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება. შესაბამისად, მატჩი ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ დედაქალაქური გუნდი 53 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. “შუქურას” 18 ქულა აქვს და ცხრილში ბოლოა.

 

“ლოკომოტივმა” “ზენიტი” გაანადგურა – კვერკველია გალიდერდა!

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” მოსკოვის “ლოკომოტივი” მიიღო და ანგარიშით, 0-3 დამარცხდა. 58-ე და 69-ე წუთებზე ფარფანმა გამოიჩინა თავი. ხოლო, 77-ე წუთზე მირანჩუკმა მესამეჯერ აიღო “ზენიტის” კარი.

სტუმრების ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი, სოლომონ კვერკველია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვების შემდეგ “ლოკომ” “ზენიტს” სამი ქულით გადაუსწრო, 32 ქულა მოაგროვა და ახლა ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.