თბილისის “ლოკომოტივმა” თემურ შონია დაიმატა

თბილისის ლოკომოტივმა ბათუმის დინამოს კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი – თემურ შონია დაიმატა . 27 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის, 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

აჭარულ კლუბში, შონია 2014 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი 2009 წლიდან, 5 წლის მანძილზე ცხინვალის ფეხბურთელი იყო. ბათუმის დინამოსა და ცხინვალის მაისურით, მან ეროვნულ ლიგაში 203 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი, შონიამ ცხინვალთან ერთად, ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარა, სადაც 29 მატჩში, 6 გოლის გატანა შეძლო.

2017 წელს, შონია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მან მონაწილეობა ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მიიღო. ჯერ უზბეკეთის, შემდეგ კი იორდანიის ნაკრებების წინააღმდეგ. უზბეკეთთან გამართულ მატჩში (2:2), ერთი გოლი სწორედ შონიამ გაიტანა.

Eliga.Ge

ლაშა ჭაღიაშვილი: “საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები”

“ლოკომოტივის” ახალი მთავარი მწვრთნელი, ლაშა ჭაღიაშვილი დედაქალაქური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან პირველ კომენტარს აკეთებს.

“პირველ რიგში, მინდა ლექსო თოფურიას და კლუბის ხელმძღვანელობას, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო.

განვლილ ორი სეზონში, ჟერარდ სარაგოსასთან და გიორგი დევდარიანთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო.

გაცნობიერებული მაქვს ლოკომოტივის გაწვრთნის პასუხისმგებლობა. ასევე, მაქვს საკუთარი ხედვა, რის მიხედვითაც სტაფთან და ფეხბურთელებთან ერთად, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბი გახდეს წარმატებული.

საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები. იმედი მაქვს, 2018 წელს კლუბის ხელმძღვანელების ნდობასა და გულშემატკივრების იმედებს გავამართლებ”, – ამბობს ლაშა

36 წლის სპეციალისტი, ლოკომოტივიში მომავალი ერთი წლის მანძილზე იმუშავებს.

კურიოზი: “ტორპედოსა” და “ლოკომოტივის” მატჩის დროს სტადიონე შუქი ჩაქვრა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამტე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე ადგილობრივ “ტორპედოსა” და თბილისის “ლოკომოტივს” შორის მიმდინარეობს. დაპირისპირების მეორე ტაიმში, კონკრეტულად 59-ე წუთზე მოედანზე კურიოზული შემთხვევა მოხდა – შუქი ჩაქვრა.

იხილეთ ვიდეო

შალამბერიძე: „რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ“

წარმოგიდგენთ თბილისის „ლოკომოტივთან“ ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის თეიმურაზ შალამბერიძის მატჩისშემდგომ კომენტარს.

„დღეს სანახაობრივი ფეხბურთი ვიხილეთ, რაც მიხარია. შეგვეძლო, როგორც მოგვეგო, ასევე წაგვეგო. სატურნირო ცხრილში ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა. მოგეხსენებათ, გუნდში ახლადმოსული ვარ, შესაბამისად, კლუბი ჯერ კიდევ უკეთესად უნდა გავიცნო“, – განაცხადა ქობულეთელთა დამრიგებელმა.

ცნობისთვის, ამჟამად „შუქურა“ სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში აჭარული გუნდი კიდევ ერთ თბილისურ კლუბს დაუპირისპირდება – ამჯერად „შუქურა“ „ჩელე არენაზე“ „საბურთალოს“ მიიღებს.

„ლოკომოტივმა“ და „შუქურამ“ სეზონში ფრედ პირველად ითამაშეს

საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ტურის მეორე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის „ლოკომოტივმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა. „რკინიგზელები“ აქამდე 3 ქულით მე-12 ადგილს იკავებდნენ, აჭარლები კი 6 ქულით მათზე ორი პოზიციით უფრო მაღლა იყვნენ.

თამაშის პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი იყო – გუნდბეი მხოლოდ რამდენიმე სახიფათო შეტევით გამოირჩნენ. მდგომარეობა, მეტ-ნაკლებად, ტაიმის ბოლოს გაუმჯობესდა. 35-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში კარგად შევიდა, მისი არც ისე ძლიერი დარტყმის ხელში აღება „შუქურას“ მეკარისთვის პრობლემა არ ყოფილა. ცოტა ხანში ვასილ მაისურაძეს იძულებითი ცვლილება მოუწია – გიორგი გაბაძემ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მისი ადგილი გიორგი დუმბაძემ დაიკავა. 44-ე წუთზე ზვიად ქანთარია ფლანგიდან ცენტრისკენ დაიძრა და მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ცვლილების უფლება „შუქურამაც“ გამოიყენა – ელგუჯა ლობჟანიძემ ილია კერძივაძე შეცვალა. 49-ე წუთზე კიკნაძემ შეუტია და დაარტყა კიდეც, მეკარე ამჯერადაც ადგილზე იყო. სამ წუთში დუმბაძე მარჯვენა ფლანგიდან კარგად დაიძრა და მეტოქის საჯარიმოშიც შეიჭრა, ქანთარია პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელს კი ბურთი აეჭრა. 56-ე წუთზე ფლანგიდან შეტევა სტუმრებმაც სცადეს, ჩელებაძის ჩაწოდებულს მეკარე ადვილად დაეუფლა. ოთხ წუთში „შუქურას“ შემადგენლობიდან ლუკა გუგუჩიას ნაცვლად რევაზ გეწაძე შემოვიდა. სათქმელია, რომ გუგუჩია მოედნის დატოვებისას ძალიან უკმაყოფილო იყო. 66-ე წუთზე ჩელებაძის მიერ შესრულებული ჯარიმა კედელში მდგომ მოთამაშეს მოხვდა, დანიშნული კუთხირის შემდეგ კი ცხოვრებოვმა გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა, როდესაც კართან ახლოს მდგომი ცხოვრებოვის დარტყმული მეკარე ბაჩო მიქავამ საჯარიმოს ხაზზე აიღო. სტუმრები თვლიდნენ, რომ ბურთმა კარის ხაზი მთლიანად გადაკვეთა, მაგრამ მთავარ არბიტრს ჟენერი ხორავას სულ სხვა აზრი ჰქონდა. ერთ წუთში „ლოკომოტივმაც“ შეუტია, ამჯერად თამაშში „შუქურას“ კარის დარაჯი თეიმურაზ კაკალაძე ჩაერთო,რომელმაც კიკნაძის დარტყმა მოიგერია. 73-ე წუთზე იმავე კიკნაძემ კვლავ უშედეგოდ დაუმიზნა, ისევ ერთ წუთში კი ფლანგიდან შეჭრილი გეგეჩკორის დარტყმის შემდეგ „ლოკომოტივი“ მეკარის ოსტატობის დახმარებით გაშვებულ გოლს გადაურჩა. ცოტა ხანში ჩელებაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მასპინძელთა კარის ბადეს მხოლოდ გარედან მოხვდა. 81-ე წუთზე დიასამიძემ მეტოქის საჯარიმოში პაპუაშვილის მიმართულებით საკმაოდ კარგად ჩააწოდა, რომ არა შარიქაძის მეორე სართულზე საიმედო თამაში, ანგარიში, შესაძლოა, გახსნილიყო კიდეც. მსაჯიერ მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე „ლოკომოტივი“ ნამდვილად გადარჩა – ბაგაევმა ეგრედ წოდებული „მაკრატელა“ ბრწყინვალედ შეასრულა, თუმცა სტუმართათვის სამწუხაროდ, ბურთი მეტოქის კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე გატანილი გოლი კი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.

საბოლოოდ, სანახაობრივი მეორე ტაიმის მიუხედავად, გუნდებმა ვერც ერთ გოლი ვერ გაიტანეს. ამრიგად, მიმდინარე სეზონში როგორც თბილისელებმა, ასევე ქობულეთელებმა ფრე პირველად ითამაშეს. შემდეგ ტურში „შუქურა“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლოკომოტივი“ თერჯოლაში „საპოვნელასთან“ ჩავა.

„ალ ჯაზირამ“ მირკო ვუჩინიჩის დუბლის დახმარებით თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის „ლოკომოტივმა“ მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა. ამჯერად „რკინიგზელთა“ მეტოქე საუდის არაბეთის „ალ ჯაზირა“ იყო, რომლის შემადგენლობაში ორი გამორჩეული მოთამაშე – ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი და თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი გამოდის.

შეხვედრა „ალ ჯაზირას“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

27-ე წუთზე ანგარიში ალი აბდულ მაბჰუთმა გახსნა. სამ წუთში თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე ნახსენებმა ვუჩინიჩმა გაზარდა, რომელმაც თორმეტ წუთში დუბლის შეასრულა. პირველი ტაიმი „ალ ჯაზირას“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში ძირითადი დროის მხოლოდ 89-ე წუთზე შეიცვალა – „ლოკომოტივის“ მხრიდან პრესტიჟის გოლი შერმანდინ ართმელაძის პასის შემდეგ გიორგი კიკნაძემ გაიტანა.

„ლოკომოტივი“ – „ალ ჯაზირა“ 1:3

გოლები: კიკნაძე 89′ – მაბჰუთი 27′, ვუჩინიჩი 30′, 42′

„ლოკომოტივის“ შემადგენლობა: კუპატაძე, გაბაძე, გაგნიძე (62 გეთიაშვილი), მაკასარაშვილი (73 ხიდეშელი), დუმბაძე (73 ჩიტეიშვილი), ქიქავა (73 დიასამიძე), ღვინაშვილი, არველაძე (46 ჩიხლაძე), არდაზიშვილი (46 ართმელაძე), თექთურმანიძე (73 ბენაშვილი), ქანთარია (73 კიკნაძე)

დღეს „რკინიგზელები“ კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ, რომელშიც მათი მეტოქე თურქული „ესკისეჰირისპორი“ იქნება.

„ლოკომოტივმა“ ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდთან ფრედ ითამაშა

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა თბილისის „ლოკომოტივმა“ ავსტირულ შეკრებაზე მეორე მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა.

პირველ შეხვედრაში „რკინიგზელთა“ მეტოქე ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვა“ იყო, რომელსაც თბილისურა კლუბმა ანგარიშით 2:1 მოუგო.

ამჯერად „ლოკომოტივის“ მეტოქე ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდი იყო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. „ლოკომოტივის“ მხრიდან ერთადერთი გოლი ღაღანიძემ გაიტანა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი გაიხსნა (ვიდეო)

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლეგენდარული ფეხბურთელის მიხეილ მესხის ძეგლი გაიხსნა. თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ძეგლის გახსნას ცნობილი ადამიანები დაესწრნენ, მათ შორის ფეხბურთელის შვილიშვილი, მსახიობი მიხეილ მესხიც იყო.

Meskhi

წარმოგიდგენთ ძეგლის გახსნის ამსახველ ვიდეოს, რომელიც თავისი ფეისბუქის გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდმა გაავრცელა:

 

თბილისის “ლოკომოტივს” ვასილ მაისურაძე გაწვრთნის

თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც “ლოკომოტივის” ფეისბუქ-გვერდი იტყობინება, გია ცეცაძეს ვასილ მაისურაძე ჩაანაცვლებს.

“გია ცეცაძესთან თანამშრომლობა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში!

“ლოკომოტივის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე იქნება.

იანვრის ბოლოს მოსამზადებელი ეტაპის გავლა ესპანეთში იგეგმება”, – ვკითხულობთ თბილისელთა განცხადებაში.