ტუხელი: “ანდრე შურლე ჰენრიკ მხითარიანის ბრწყინვალე ჩამნაცვლებელია”

“ბორუსია დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჰანდრე შურლეს სრულფასოვნად შეუძლია ჰენრიკ მხითარიანის ჩანაცვლება, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

“მხითარიანის წასვლით, ისეთი ფეხბურთელი დავკარგეთ, რომელსაც ორივე ფლანგზე შეეძლო თამაში. ასეთი ფეხბურთელი არც ისე ბევრია დღევანდელ სამყაროში. შურლე კი ერთ-ერთი მათგანია.

ასეთ ფეხბურთელებს ეგოისტური სურვილები არ აწუხებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი გოლი არ გააქვთ.

მცველებისთვისაც გაცილებით უფრო ადვილია თამაში, როდესაც შენს წინ ასეთი ფეხბურთელი დგას. სწორედ ამიტომაც დავიმატეთ შურლე.” – განაცხადა დორტმუნდელთა თავკაცმა.

ტუხელი: “გვარდიოლა საუკეთესოა და ის ძალიან დაგვაკლდება”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა აღიარა, რომ პეპ გვარდიოლა გერმანული ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

გერმანიის თასის ფინალურ მატჩამდე, პრესასთან საუბრისას ტუხელმა თქვა:”გვარდიოლას გუნდებს ყოველთვის ჰქონდათ რაღაც გამორჩეული.

ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა, როცა საკუთარ შესაძლებლობებს საუკეთესოსთან ზომავ. დიახ, პეპი საუკეთესოა და მისი არყოფნა გერმანული ფეხბურთისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.

რა თქმა უნდა ამავდროულად არის დადებითი მხარეც – მე მასთან დაპირისპირება აღარ მომიწევს, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, ის მეც ძალიან მომენატრება.”

ტუხელი: “ჰუმელსის ჩანაცვლება შეუძლებელია”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი თვლის, რომ გუნდი ვერ შეძლებს მატს ჰუმელსის ჩანაცვლებას, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე “ბაიერნს” შეუერთდება.

“არა მგონია შესაძლებელი იყოს ზუსტად ისეთი ფეხბურთელსი პოვნა, რომელიც სრულფასოვნად ჩაანაცვლებს მატსს.

თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჰუმელსის მემკვიდრეს სხვა სიძლიერებები ექნება.” – განაცხადა ტუხელმა პარასკევის პრესკონფერენციაზე.

მართალია მატსი წავიდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე “ბორუსიამაც” მოახერხა ერთი ფეხბურთელის გადაბირება (დემბელე “რენიდან”), ტუხელმა ამაზეც გააკეთა კომენტარი: “სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ. მოუთმენლად ველი, თუ როდის დავიწყებ მასთან ერთად მუშაობას.”

მხითარიანმა ტუხელისა და კლოპის “ბორუსია” შეადარა ერთმანეთს

დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავმა, ჰენრიკ მხითარიანმა “პორტოსთან” გასამართ მატჩამდე იურგენ კლოპისა და ტომას ტუხელის მმართველობა შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ტუხელის ხელმძღვანელობით ისინი უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.

“როდესაც კლოპი აქ იყო, ჩვენ განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით – მეტი ყურადღება გვქონდა გადატანილი კონტრ-იერიშებზე, პრესინგსა და სიძლიერეზე.

ტუხელის მოსვლის შემდეგ კი, სხვანაირი სტილის ფეხბურთის მიმდევრები გავხდით. ვცდილობთ, ბურთი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მეტი პასი გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში, ტუხელი უფრო შემტევ ფეხბურთს გვათამაშებს.”

ტუხელი: ” ორი ძალზედ საინტერესო მატჩი გველის”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი თავის ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ  მათ “პორტოსთან” საკმაოდ რთული თამაში ელით.

“პორტო” ძალიან ორგანიზებული კლუბია. ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ევროპის ლიგაზე წარმატებას მიაღწიონ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორი ძალიან კარგი თამაშის ჩატარება დაგვჭირდება. 

ფაქტი, რომ პირველ მატჩს სახლში ვატარებთ არაფერს ნიშნავს. გამარჯვებულის ვინაობა 180 წუთის შემდგომ გახდება ცნობილი. პირადად მე ორ ძალიან საინტერესო მატჩს მოველი.”

 

ტუხელი: ” როისს ნამდვილ მონსტრად ვაქცევთ”

 

დორტმუნდის “ბორუსიას” თავკაცს, ტომას ტუხელს სჯერა, რომ მარკო როისის გუნდის მამოძრავებელ ძალად გარდაქმნა შესაძლებელია.

“ჩვენ გვინდა, რომ მარკო როისი ნამდვილ მონსტრად ვაქციოთ (მოედანზე), მას ამისათვის ყველაფერი აქვს.

მარკო ძალიან კრეატიული და სენსიტიური ფეხბურთელია, რომელსაც თავისუფლება ესაჭირობა. რაც იმას ნიშნავს, რომ მას მუდმივად საკუთარ თავზე არ უნდა უწევდეს ფიქრი. ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ.

ჩვენ მისგან ზედმეტს არ ვითხოვთ. ის სწორ გზაზე იმყოფება, ისევე როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ. ” – განაცხადა ტუხელმა.

 

„ბორუსიას“ თავკაცი კმაყოფილია

დორტმუნდის „ბორუსიაშ„ მთავარი მწვრთნელი ტომახ ტუხელი „მაინცთან“ ანგარიშით 2:0 მოგებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„ზედიზედ სამ მატჩში ფრედ ვითამაშეთ, რის შემდეგაც მიუნხნეში დავმარცხდით. ცოტახანში სანაკრებო პაუზაც დაიწყო. ძალიან კმაყოფილი ვარ, თუ რა რეაქცია გამოავლინეს ამ სიტუაციაში მოთამაშეებმა და მოგება მოახერხეს.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში? დამიჯერეთ, მოგება მნიშვნელოვანი არა ჩემთვის, არამედ მთლიანად გუნდისთვის იყო, რადგან აქ მოგება ადვილი არავისთვისაა“, – აღნიშნა ტუხელმა.

„ბორუსიას“ დისციპლინა აკლია“

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი მიუნხენის „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ გუდლაწყვეტილი დარჩა.

„მატჩის დასაწყისში კარგად ვიბრძოდით, თუმცა გრძელი გადაცემების შემდეგ მიღებული გოლები ყველაზე გულდასაწყვეტია.

მატჩის საბოლოო ნაწილში „ბაიერნზე“ ნაკლებად ეფექტურები ვიყავით. რისი თქმა შემიძლია? მეტოქეთა ასეთი პასების გატარება არ შეიძლება. დაცვის პოზიციურ თამაშში უფრო დისციპლინირებულები უნდა ვიყოთ“, – აღნიშანს ტუხელი.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ახალი თავკაცი ოფიციალურად წარადგინა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ოფიციალურად წარადგინა.

„მიხარია, რომ „ბორუსიას“ ვუთავკავებ. ამ კლუბის წინადადებას სწრაფად დავთანხმდი. კლოპი მატჩების დროს ბევრ ემოციას ხარჯავდა. მინდა გითხრათ, რომ მეც ემოციური მწვრთნელი ვარ“, – განაცხადა 41 წლის სპეციალისტმა.

ცნობისთვის, ტუხელი 2009 წლიდან „მიანცს“ ხელმძღვანელობდა.

1