“კამპ ნოუ”, რომელიც აქამდე არ გინახავთ (ვიდეო)

“ბარსელონას” ოფიციალური გვერდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეშვიდე ტურში “ლას პალმასის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (3:0) მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის გამო ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართა. “ბარსელონას” პრესსამსახური წერს, რომ ასეთი “კამპ ნოუ” უშუალოდ მატჩის მიმდინარეობის დროს აქამდე ნანახი არ გქონიათ.

“ბარსელონას” “ნოუ კამპის” სახელწოდებაზე უფლებების გაყიდვა სურს

ესპანური სპორტული ვებგვერდი sport.es იუწყება, რომ “ბარსელონა” ახალი სპონსორის ძიებაშია. წყაროს თანახმად, ახალი სპონსორის დასახელება სტადიონ “ნოუ კამპის” სახელწოდებაში გამოჩნდება.

კატალონიელებს სურთ, რომ ხელშეკრულება წლის ბოლომდე გააფორმონ. ასეთი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, “ბარსელონამ” სპონსორისგან სეზონში დაახლოებით 20 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

შეთანხმება, სავარაუდოდ, გრძელვადიანი იქნება.

 

“კამპ ნოუს” შესაძლოა, სახელი შეეცვალოს

“ბარსელონას” საშინაო სტადიონ “კამპ ნოუს” შესაძლოა, სახელი შეუცვალონ.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური კლუბი 15-20 წლის ვადით სტადიონისთვის სახელის გადარქმევას 250 მილიონ ევროდ აფასებს. ეს თანხა არენის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.

შესაძლოა, “ბარსელონას” სტადიონს “კამპ ნოუ Qatar Airways”-ი დაერქვას.

 

ამ სეზონში “ნოუ კამპზე” დასწრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში “ბარსელონასა” და “რაიო ვალეკანოს” შორის გამართულ მატჩში (6:1) მიმდინარე სეზონში “ნოუ კამპზე” დასწრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეხვედრას 87 151 მაყურებელი დაესწრო.

წინა რეკორდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ 10 დეკემბერს გამართულ მატჩში (3:1) დაფიქსირდა. მაშინ “ნოუ კამპზე” 82 570 მაყურებელი მივიდა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალის” გუშინდელი მარცხით “ბარსელონამ” ისარგებლა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.

 

პრიმერადივიზიონის რომელ კლუბს აქვს ყველაზე დიდი მოედანი?

საფეხბურთო წესების თანახმად, სათამაშო მოედნის ზომები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. დღევანდელი დებულებით გვერდითი ხაზის ზომა 90-120 მეტრი, კარის ხაზის ზომა კი – 45-90 მეტრი უნდა იყოს. საინტერესოა, ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კლუბებიდან, რომელს აქვს ყველაზე დიდი მოედანი.

გასაკვირია, მაგრამ პრიმერადივიზიონში ყველაზე დიდი მოედანი არც მადრიდის „რეალს“ და არც „ბარსელონას“ არ ეკუთვნის.

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თანახმად, ყველაზე დიდი მოედანი „ელჩეს“ აქვს. „მანუელ მარტინეს ვალეროს“ სტადიონის მოედნის ზომებია 108×70 მეტრზე. სიდიდით მეორე ადგილზეა „ბეტისის“ არენა „ბენიტო ვილამარინის“ მოედანი – 107×68 მეტრზე. მესამე–მეოთხე პოზიციებს იყოფენ „ხეტაფეს“ სტადიონ „კოლიზეუმ ალფონსო პერესისა“ და „რეალ სოსიედადის“ სტადიონ „ანოეტას“ მოედნები, რომელთა ზომებია 105×70 მეტრზე.

ყველაზე პატარა მოედნები „რაიო ვალეკანოსა“ და „ოსასუნას“ არენებზეა – შესაბამისად, 100×65 მეტრზე და 105×67.5 მეტრზე.

„სანტიაგო ბერნაბეუს“, „კამპ ნოუს“, „ვისენტე კალდერონის“ და პრიმერადივიზიონში მოთამაშე უმეტეს კლუბთა სტადიონების მოედნებს ფიფას მიერ რეკომენდირებული ზომები აქვს: 105×68 მეტრზე.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონას“ ახალი სტადიონი 105 ათას გულშემატკივარს დაიტევს

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის აშენება გადაწყვიტა.

თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული არენის მდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. გამორიცხული არ არის, ახალი სტადიონი „კამპ ნოუს“ ადგილასაც კი აშენდეს.

როგორც ცნობილია, „ბარსას“ ახალი არენა 105 ათას გულშემატკივარს დაიტევს და ყველაფერთან ერთად, მას სახურავიც ექნება.

ცნობისთვის, „კამპ ნოუ“ 98 ათას გულშემატკივარს იტევს.

ალექსანდრე მატევოსოვი