ხოშტარია: „ვფიქრობ, შეკრებებს ნაყოფიერად გამოვიყენებთ“

როგორც უკვე მოგახსენებთ, დღეს საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ლატვიაში გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა და თბილისის „დინამოს“ თავკაცმა ირაკლი ხოშტარიამ ნაკრებში არსებული მდგომარეობის შესახებ გვესაუბრა.

„გუნდში ნორმალური მდგობარეობაა. ყველა ტრავმის გარეშეა. ახლა თბილისურ შეკრებას მოვრჩით, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი თამაშები ათ ივლისს იწყება, ამიტომაც ლატვიაში, , უნგრეთში და ლუქსემბურგში ამხანაგურ მატჩებს ჩავატარებთ. ვფიქრობ, ამ შეკრებებს ნაყოფიერად გამოვიყენებთ„, – განაცხადა ხოშტარიამ.

20-წლამდელებმა გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარეს

დღეს საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ლატვიაში გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელიც პრესის წარმომადგენელთათვის ღია იყო.

გუნდმა ამით თბილისური შეკრება დაასრულა და უახლოეს დროში სრული შემადგენლობით ლატვიაში გაემგზავრება, სადაც სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ლატვიის შემდეგ დავით უსტიაშვილის გუნდი ლუქსემბურგში ჩავა, სადაც ადგილობრივ გუნდთან ორი სპარინგი ექნება. 9-19 ივლისს კი ჩვენი 20-წლამლდელები უნგრეთში ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის ფარგლებში სამ შეხვედრას ჩაატარებენ – მეტოქექეთა შორის პორტუგალია, ლუქსემბურგი, ჩერნოგორია და კოსოვო იქნებიან.

დავით უსტიაშვილმა და მისმა ასისტენტებმა ირაკლი ხოშტარიამ და მიხეილ ბერუაშვილმა აღნიშნული შეკრებებისთვის 13 მოთამაშე გამოიძახეს:

უკანახაზელები: ნუგზარ აბულაძე, ნიკოლოზ ლომიძე (ორივე „ოლიმპიდან“), საბდრო სანაძე, ლუკა ზაქრაძე (ორივე „მგზავრები-არმიიდან“)

ფორვარდები: ლევან მასხულია („ალბასეტე“, ესპანეთი), სოსო მაჭავარიანი („ტიგულიო“, იტალია), კახა ტომარაძე, უჩა გამრეკლიძე (ორივე „ოლიმპიდან“), სანდრო ბოლქვაძე („მგზავრები-არმია“)

ცენტრები: სოსო გოგნაძე, არჩილ პულუზაშვილი (ორივე „ოლიმპიდან“), გიორგი ტურძელაძე („მგზავრები-არმია“), მაიზერ რევაზიშვილი (გორის „დილა“)