ისკო: “შეცდომები? კონცენტრაციის ნაკლებობა და პოზიციების დაკარგვა”

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა მაროკოსთან ფრე, 2-2 ითამაშა. “ფურია როხას” მხრიდან პირველი გოლის ავტორი ისკო ალარკონი გახდა, რომელმაც, ასევე, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ჯილდო მოიპოვა. მან დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

“საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე დავასრულეთ თამაში. სწორედ ეს გვინდოდა. შესაძლოა, სხვა, მატჩისშემდგომი გრძნობები უფრო გვესიამოვნებოდა, თუმცა დაპირისპირების შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ფაზაში გადავედით. ეს ძალიან გასახარია. სიმართლე რომ გითხრათ, ნაკრებში თამაშის რწმენა განმიმტკიცდა. თუმცა, ჯერ არაფერი მოგივიგია; სულ ცოტა ხნის წინ კი, ურთულესი შეხვედრა გვქონდა. შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ ბოლომდე კონცენტრირებულნი არ ვიყავით. ასევე, პოზიციური შეცდომებიც დავუშვით. სწორედ ესენია ის ასპექტები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ,” – ამბობს ალარკონი.

კოკე: “ისკო “რეალში” რეგულარულად ვერ თამაშობს, “ატლეტიკოში” ეს პრობლემა არ ექნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, კოკემ, ისკო ალარკონი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მიიწვია და აღნიშნა, რომ “ატლეტიკოში” მას სათამაშო დროის პრობლემა არ ექნება.

“ჩვენ ერთ ნაკრებში ვთამაშობთ და გარკვეული დროის მანძილზე მასთან ახლო კავშირი მქონდა და თავადაც დავრწმუნდი, რომ აქ ის საუკეთესოა. ის ძალიან მაღალ დონეზე დგას.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მას სათადარიგოთა სკამზეც ხშირად ვხედავთ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რაზე ფიქრობს ზიდანი, როდესაც ამას აკეთებს. დარწმუნებული ვარ, რომ “ატლეტიკოში” მას რეგულარულად თამაშის პრობლემა არ ექნება,” – აცხადებს კოკე.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების გამართულ ბოლო მატჩში (ესპანეთი 6-1 არგენტინა) მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა სამი გოლისა და ერთი საგოლე პასის ჩაწერა შეძლო აქტივში.

ისკო ტრავმირებულია!

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ისკო ალარკონი ტრავმირებულია და ის ეროვნულ ნაკრებს სანქტ-პეტერბურგში ვერ გაყვება. 25 წლის ფეხბურთელმა დაზიანება კოსტა-რიკასთან გამართულ შეხვედრაში მიიღო, როდესაც მას მეტოქე გუნდის ფეხბურთელი უხერხულად შეეჯახა.

ისკო უკვე დაბრუნდა მადრიდში, სადაც მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ იმყოფება და არსებობს იმის საშიშროება, რომ ალარკონმა მადრიდული დერბი გამოტოვოს, რომელიც 18 ნოემბერს “ატლეტიკოს” ახლა სტადიონ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება.

ისკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქამდეც აწუხებდა, მან ლა ლიგაში გამართულ შეხვედრაში “მალაგას” წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, მაგრამ ამის გამო ესპანელს არცეთი შეხვედრა არ გამოუტოვებია. ამჯერად გამოკვლევები გვიჩვენებს, თუ რამდენად სერიოზული აღმოჩნდება ისკოს დაზიანება.

ისკომ “რეალთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ისკო ალარკონმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ესპანელი მოთამაშე ახალი ხელშეკრულების თანახმად 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება “ბლანკოსში”.

მალაგელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბარსელონასგან” ბევრი შემოთავაზება მიმიღია, თუმცა მათ არასდროს ვუსმენდი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ აქ წარმატებას მიმეღწია. ვფიქრობ, ამ კლუბში მენდობიან. მინდა, ჩემი პოზიცია კიდევ უფრო გავიმყარო, სასტარტოში ადგილი დავიმკვიდრო და ბევრი ტიტული მოვიგო. ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით!” – აცხადებს 25 წლის მოთამაშე.

 

ისკო “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ისკო ალარკონი კლუბთან კონტრაქტის გახანგრლივებას დათანახმდა. ამის შესახებ ესპანური პრესა იტყობინება.

ნახევარმცველს მომავალ ზაფხულში ეწურება ამჟამინდელი კონტრატქი. ხოლო, ახალი ხელშეკრულების თანახმად იგი 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს “რეალში”. მისი გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევრო იქნება. 25 წლის სპორტსმენი ხვალ დილით ინსტიტუციური ურთიერთობების დირექტორთან, ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ალარკონი 2013 წლიდან გამოდის “რეალში”.

 

ისკო: “ეს არ იყო ადვილი!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში “ატლეტიკომ” “რეალი” მიიღო და ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. ორი დაპირისპირების ჯამში 4-2 “ბლანკოსის” სასარგებლოდ და იგი ფინალში გავიდა.

ზიდანის შეგირდებიდან ერთადერთი გოლის გატანა ისკო ალარკონმა მოახერხა, რომელმაც ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ეს ნამდვილად არ იყო ადვილი. გათამაშებას უძლიერესი გუნდი გამოვთიშეთ და ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით.”

“მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ დავლაგდით. ყველაზე მთავარი მიზანი ის იყო, რომ იმ გოლებს ჩვენზე არ ემოქმედა და გუნდი არ მოშლილიყო. დაცვის, ნახევარდაცვისა და შეტევის რგოლები ერთმანეთთან მჭიდროდ შევაკავშირეთ და ორგანიზებული შეტევების განხორციელება დავიწყეთ, რამაც შედეგი გამოიღო!” – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

კარიკატურა: ისკოს საუკეთესო სათადარიგო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა (ფოტო)

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში მადრიდის “რეალი” ხიხონს ესტუმრა და ადგილობრივ “სპორტინგს” დაუპირისპირდა. ზინედინ ზიდანმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა ისკო ალარკონი, რომელსაც არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა. იგი ძირითადად შეცვლებზე შედის ხოლმე. ესპანელმა ნახევარმცველმა მთელი მატჩის მანძილზე ულიდერა გუნდს და ორი გოლიც გაიტანა – ერთ-ერთი მათგანი გამარჯვების იყო.

ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა, სახელწოდებით: “ისკოს საუკეთესო სათადარიგო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა”.

 

ისკომ “ბარსელონა” “მალაგასთან” წაგების შემდეგ დატროლა

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტური საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა – ქულები სამივე მთავარმა ფავორიტმა დაკარგა.

როგორც იცით, ტურის ცენტრალურ მატჩს “სანტიაგო ბერნაბეუმ” უმასპინძლა, რომელსაც “ატლეტიკო” ეწვია და სახლში მხოლოდ 1 ქულა წაიღო.

შედეგად, “ბარსას” “რეალთან” მიახლოების ბრწყინვალე შანსი მიეცა, მაგრამ კატალონიელები ისკოს ყოფილ კლუბთან, მე-14-ადგილოსან “მალაგასთან” დამარცხდნენ.

“რეალის” ესპანელი ნახევარმცველი ამ შედეგს შემდეგნაირად გამოეხმაურა: “კვერცხები გქონია “მალაგავ”! გილოცავთ.”

ისკო:”გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს “რეალთან”?”

22 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” სტუმრად ლისაბონის “სპორტინგს” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისკო ალარკონმა ისაუბრა, რომელსაც კითხვა მის მომავალზეც დაუსვეს.

“გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს? ამაზე საფიქრალად დრო მიმდინარე და მომავალ სეზონში მაქვს. გეტყვით, რომ ამის სურვილი როგორც კლუბის ხელმძღვანელობას, ასევე მეც გამაჩნია. იმედია, ორივე მხარისთვის სასურველ პირობებზე მარტივად შევთანხმდებით,” – განაცხადა ესპანელმა ნახევარმველმა.

“ისკოს “იუვენტუსი” მოსწონს, მაგრამ მადრიდიდან წასვლას არ აპირებს”

მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის აგენტმა და ამავდროულად მამამ, აღიარა, რომ მისი შვილის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” იჩენს, თუმცა აღნიშნა, რომ მისი შვილი ჯერჯერობით წასვლას არ აპირებს.

“ისკოს “იუვენტუსი” მოსწონს, მაგრამ მას “რეალში” დარჩენა სურს. ტურინელები მისი გადაბირებით დაინტერესებულები არიან, კარგა ხანი აკვირდებოდნენ მას, თუმცა ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ.

ჩემი ვაჟი ამჟამად მხოლოდ სეზონის დასრულებაზე და “რეალზე” ფიქრობს, სადაც მას დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა სურს. ის უკვე იცავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ღირსებას.” – განაცხადა ალარკონმა.

არსენ ვენგერი ისკოს გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება

ინგლისური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გარშემო შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდება “მეთოფეთა” კლუბი.

მართალია, რომ 23 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ზიდანის ხელში დამატებითი სათამაშო დრო მოიპოვა, მისი მომავალი ჯერ გადაწყვეტილი მაინც არ არის.

“ბლანკოსს” ისკოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა ამისათვის მადრიდელებმა სამჯერ უფრო მეტი თანხა უნდა გადაუხადოს ფეხბურთელს და უფრო მეტი სათამაშო დროც უნდა შესთავაზონ.

არსენ ვენგერის გუნდი კი მზადაა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს და ყველა მისი სურვილი დააკმაყოფილოს.

“მანჩესტერ სიტი” ისკოსთვის ბრძოლაში ერთვება

მადრიდული გუნდის ნახევარმცველს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი არ აქვს გარანტირებული.

ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “მან.სიტის” სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგარისტაინმა განაახლა ინტერესი ისკოს მიმართ.

“სიტის” მფლობელებმა ისკოს დამატება 2013 წელსაც სცადეს, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა “ბლანკოსი” არჩია. კარლო ანჩელოტისთან ალარკონმა ბევრმა დაამტკიცა, თუმცა როგორც ჩანს, ახალი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის გეგმებში არ ჯდება.

იმ შემთხვევაში, თუ 23 წლის წინახაზელს საქმე უკეთესობისკენ არ წაუვა, მზადაა “ეტიჰადის” ბინადრების შეთავაზება განიხილოს.

მანამდე, ისკოსადმი ინტერესი “არსენალმა” და “იუვენტუსმა” გამოამჟღავნეს.