დე ბრუინის კომენტარი საფრანგეთთან მატჩის წინ

ბელგიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. “წითელმა ეშმაკებმა” ტურნირს უკვე გამოთიშეს ერთ-ერთი ფავორიტი, ბრაზილია. სამხრეთამერიკელებს მეორე გოლი კევინ დე ბრუინმა გაუტანა, რომელმაც პრინციპული დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.

“ამბიციურები ვართ და მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობთ. ეს ტურნირი ყოველ დღე არაა. შესაძლოა, შენს ცხოვრებაში ორჯერ ან სამჯერ მოგიწიოს თამაში. ესეც იმ შემთხვევაში, თუ იღბლიანი ხარ. არ ვგრძნობ ზეწოლას. ძალიან მონდომებული ვარ და მოუთმენლად ველი განსაკუთრებული შეხვედრის დაწყებას.

გვარდიოლა დამეხმარა, რომ გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი. მან ფეხბურთის თამაში გამიმარტივა. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში სხვა რაღაცებს ვაკეთებთ. მაგრამ აქაც გვიყვარს ბურთის ფლობა და მუდმივი შეტევები,” – ამბობს დე ბრუინი.

კევინ დე ბრუინის კომენტარი ნახევარფინალში გასვლის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიამ ბრაზილიას ანგარიშით, 2-1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველმა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, კევინ დე ბრუინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ტაქტიკურად სწორად ვითამაშეთ, რამაც შედეგი გამოიღო. პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩავატარეთ, შევქმენით ბევრი შესაძლებლობა, რათა გოლი გაგვეტანა. მეორე ნახევარში ბრაზილიამ თავისი ტაქტიკა შეცვალა და გვაჯობა. თუმცა, ჩვენც გვქონდა შანსები. ბოლო 15 წუთი მენტალური გამოცდა იყო და დასასრულს ჩვენ იმდენი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო ეს დაპირისპირება. ახლა ექსტრაორდინალურ საფრანგეთს ვუპირისპირდებით, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა უნდა გახვიდე მსოლფიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, შენ მარტივი მეტოქე არ შეგხვდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ მოვუგოთ,” – ამბობს დე ბრუინი.

გვარდიოლა: “სიტყვებით ვერ შევაფასებ იმას, რასაც დე ბრუინი ბურთით აკეთებს”

გუშინ პრემიერ ლიგის მეთვრამეტე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის “ტოტენჰემი” ანგარიშით, 4-1 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეთექვსმეტე მოგებაც გაიფორმა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ესაუბრა. ესპანელმა თავის მოთამაშეზე, კევინ დე ბრუინზე გაამახვილა ყურადღება.

“ის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, ჩვენი აკადემიისთვის შესანიშნავი მაგალითია. მათ კარგად იციან, როგორია კევინი და როცა ის ბურთთან ერთად გარბის, ან როცა იბრძვის, ამ მომენტებიდან ჩვენს ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. დე ბრუინი გვეხმარება, რომ უკეთესი კლუბი ვიყოთ, გვქონდეს სწორი სისტემა, რომელიც სამომავლოდ უფრო განვითარდება.”

“სიტყვებით ვერ შევაფასებ იმას, რასაც ბელგიელი ბურთით აკეთებს. მას, როცა მეკარისგან 40 მეტრითაა დაშორებული, მაშინაც კი შეუძლია მეტოქისთვის ხიფათის შექმნა. როცა მის უკან მყოფი ადამიანები ხედავენ, როგორც გარბის იგი, თვითონაც ფიქრობენ, რომ ასე აუცლებლად უნდა ირბინონ და სწორედ ამგვარად დაეხმარონ გუნდს,” – აცხადებს გვარდიოლა.

 

დე ბრუინი: “შეხვედრის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად “ფეინოორდს ანგარიშით, 4:0 სძლია.

მატჩის ჩემდეგ ჟურნალისტებს ინგლისელთა ნახევამცველი, კევინ დე ბრუინი ესაუბრა.

“როცა პირველ ტაიმში სამი გოლი გაგაქვს, შემდეგ მთელ შეხვედრას აკონტროლებ და ნაკლებად ფიქრობ წარუმატებლობაზე. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, თუმცა არ მოვეშვით. მართალია, ბოლო ოცი წუთის მანძილზე ვპასიურობდით, თუმცა ეს წვიმისა და მინდვირს საფრის არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნის ბარლიც იყო.”

“შვენიერი თამაში გამოვიდა. რასაც ვგეგმავდით, შევასრულეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა ასე დავიწყეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

“ვოლფსბურგი” კევინ დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გაყიდვას ნანობს

გერმანული “ვოლფსბურგის” სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი აღიარებს, რომ გერმანულმა კლუბმა კევინ დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გაყიდვით შეცდომა დაუშვა.

“წარსულში რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლებიც წარმატებულები არ გამოდგნენ. ” – განუცხადა ალოფსმა Sport Bild-ის ჟურნალისტებს.

“დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გაყიდვა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისიტ იყო გამართლებული, თუმცა ახლა ამას ნამდვილად ვნანობთ.

მართალია, შემოსული თანხით მათი ჩამნაცვლებლები შევიძინეთ, რომლებთაც ფურცელზე ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა წაეყვანათ, თუმცა არჩევანში არ გაგვიმართლა. ჩავფლავდით.”

გვარდიოლა ადასტურებს: დე ბრუინი “იუნაიტედთან” ვერ ითამაშებს

პეპ გვარდიოლა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ინგლისის თასის ეგიდით გასამართ მანჩესტერულ დერბიში “ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერი, ბელგიელი კევინ დე ბრუინი ვერ მიიღებს მონაწილეობას.

“დე ბრუინმა მუხლი დაიზიანა, ამიტომაც ის ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.” – განაცხადა “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა.

“იმედი მაქვს, ის “ვესტ ბრომვიჩისა” და “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ჩვენს დახმარებას შეძლებს – მისი თამაში მომდევნო კვირაშიც საეწვოა.” – დაამატა მან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლაზარეთიდან ამ მატჩისთვის დაბრუნებას ვერც პაბლო საბალეტა ასრულებს, რომელმაც ტრავმა “ბარსელონასთან” გამართულ მატჩში მიიღო.

სქოულზმა პრემიერ ლიგის 3 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა – სამივე “სიტის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა მოახლოებულ მანჩესტერულ დერბიმდე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების სტატუსს სერხიო აგუერო, კევინ დე ბრუინი და დავიდ სილვა იმსახურებენ.

“ევროპულ ჩემპიონატებს შორის ესანეთის ლიგას გამოვარჩევდი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის 1/4-ფინალებში მათ 6 წარმომადგენელი ჰყავდათ, სულ კი 16 გუნდი იყო. კლუბების თითქმის ნახევარი ესპანური იყო. პრემიერ ლიგიდან კი მხოლოდ 2 გუნდი იყო.

ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან. პრემიერ ლიგას არ ყავს საუკეთესო მოთამაშეები, თუ არ ჩავთვლით კუნ აგუეროს, კევინ დე ბრუინსა და დავიდ სილვას. ყველა დანარჩენი სხვა ქვეყნებშია გაფანტული.

საუკეთესო ფეხბურთელები ესპანეთში, “ბაიერნში” ან “იუვენტუსში” თამაშობენ. ჩვენ დიდ ფეხბურთელებთან გვაკავშირებენ – გარეთ ბეილი უმაღლესი დონის ფეხბურთელია – თუმცა მათ გადაბირებას ვერ ვახერხებთ. ვეღარ ვახერხებთ. ლიონელ მესი აქ არასდროს მოვა, ისევე როგორც ნეიმარი.”

დე ბრუინი: “მოხარული ვარ, რომ “პარის სენ-ჟერმენს” “მანჩესტერ სიტი” ვარჩიე”

“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი არ ნანობს, რომ ზაფხულში “პარის სენ-ჟერმენში” გადასვლაზე უარი განაცხადა.

“ზაფხულში “პსჟ-დანაც” დამიკავშირდნენ. ჩვენ ცოტა გავისაუბრეთ, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე, რომ “მანჩესტერ სიტიში” უნდა გადავსულიყავი. “სიტი” უფრო კარგ ვარიანტად მივიჩნიე.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი ოჯახი აქ თავს ბედნიერად გრძნობს. ყველაფერი კარგად მიდის. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. ბედნიერი ვიქნები, მანამ სანამ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ვიქნები.” – განაცხადა მან.

როგორც იცით, დღეს ბელგიელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ეგიდით “პსჟ-ს” დაუპირისპირდება, რაზეც კომენტარი დე ბრუინმაც გააკეთა: “ჩემის აზრით 0-0 კარგი ანგარიში იქნება. თუმცა თუ პარიზელები გაგვიტანენ, ჩვენც უნდა შევუტიოთ.”

რა გაუკეთა კევინ დე ბრუინმა მანუელ ნოიერს გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

1 აგვისტოს, გერმანიის სუპერთასზე, “ბაიერნსა” და “ვოლფსბურგს” შორის გამართულ მატჩში, კევინ დე ბრუინმა წინ გამოსული მანუელ ნოიერი მოატყუა, შემდეგ კი ცარიელ კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.