გიორგი მახათაძე შესაძლოა, “რუბინში” ვიხილოთ

რუსული “ლოკომოტივის” რუსი ნახევარმცველი, გიორგი მახათაძე შესაძლოა “რუბინში” გადაბარგდეს, სადაც ამ დროისთვის სოლომონ კვერკველიაც ირიცხება.

Матч ТВ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 წლის ფეხბურთელი “რუბინში” უახლოეს მომავალში გადავა.

გეტყვით იმასაც, რომ 2015/16 წლების სეზონში მახათაძემ რუსული პრემიერ ლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მახათაძემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მოედნის ცენტრიდან გაუტანა (ვიდეო)

17 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი გიორგი მახათაძემ გაიტანა, რომელიც რუსთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი და კაპიტანი გახლავთ. მახათაძემ გუნდი ზუსტად შესრულებული პენალტით დააწინაურა, მეორე გოლი კი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. ამ გოლის ვიდეომასალას აქვე გთავაზობთ.

გიორგი მახათაძე 1998 წლის 26 მარტს დონის როსტოვში დაიბადა. მისი მშობლები ქართველები არიან და შესაბამისად, თავადაც ქართველია (ყოველ შემთხვევაში, წარმომავლობით). მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაშიც შესთავაზეს, თუმცა იუარა. მახათაძე მოსკოვის “ლოკომოტივში” ირიცხება.

რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების ქართველი მოთამაშე ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი გიორგი მახათაძე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიოანტის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ტურნირი ბულგარეთში 6 მაისიდან 22 მაისამდე ტარდებოდა. აღნიშნულ ტურნირზე რუსეთი ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც გერმანელ თანატოლებთან დამარცხდა. ფინალურ შეხვედრაში კი გერმანელებმა ფრანგებთან წააგეს.

უეფა-მ გუნდების თამაშის ანალიზისას მახათაძე თავისი ნაკრების ლიდერად მოიხსენია და ნახევარდაცვაში მის საიმედო თამაშს გაუსვა ხაზი.

ცნობისთვის, მახათაძე რუსეთში, ქალაქ როსტოვში დაიბადა. ფეხბურთით ის 8 წლიდანაა დაკავებული. 12 წლიდან გიორგი მოსკოვის „ლოკომოტივის“ წევრია.