თბილისის თასის ოთხივე მონაწილე გუნდი მეორე რაუნდის მოლოდინშია. 18 ივნისს, 17 საათზე, ბორჯღალოსნებისა და არგენტინელი იაგუარების მატჩი გახსნის მეორე ტურს, 19 საათზე კი მზარდი იტალიელები ესპანეთს შეხვდებიან.
იაგუარები ცხრილში პირველ ადგილზე არიან. მათ პირველ რაუნდში ბონუსით სძლიეს იტალია და 5 ქულა დაიმსახურეს. ბორჯღალოსნები 4 ქულით კვალში უდგანან ლიდერს. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი რკენა თასის მფლობელის გამოსავლენად გადამწყვეტია, მზარდი იტალია და ესპანეთი კი პირველი ქულების მოპოვებას ეცდებიან.
რამზმებში ცვლილებებია
დღეს გუნდებმა გამართეს ტრადიციული, წინა-სამატჩო, კაპიტნის ვარჯიშები, რომელთა შემდეგაც მეორე რაუნდის 22-კაცა რაზმები დაასახელეს.
ბორჯღალოსანთა რიგებში რამდენიმე ცვლილებაა. დავით კაჭარავასა და ანტონ ფეიქრიშვილს ტვინის შერყევის გამო შეკრების შეწყვეტა მოუხდათ – კაჭარავა პირველ რაუნდში ესპანეთთან მატჩისას დაზიანდა, ხოლო ფეიქრიშვილი ვარჯიშზე დაშავდა.
27-ე კაპიტანი
ესპანეთთან რკენისას ფეხის კუნთი დაეჭიმა შალვა სუთიაშვილს და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, იგი იაგუარებთან მატჩს გამოტოვებს. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი თამაშის სასტარტო თხუტმეტეულში თედო ზიბზიბაძეს ვიხილავთ, ხოლო მარქაფაში – გურამ კავთიძესა და დაჩი ყუფარაძეს.
არგენტინასთან ბორჯღალოსნებს მორიგი ახალი კაპიტანი ეყოლებათ – 21 წლის მერაბ შარიქაძე ნაკრებს პირველად გამოუძღვება და ქართული რაგბის მატიანეში რიგით 27-ე გუნდის-თავად შევა.
საქართველო – არგენტინა 18 ივნისი, 17:00
საქართველო
15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 თედო ზიბზიბაძე, 12 მერაბ შარიქაძე (კაპ), 11 სანდრო თოდუა; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი როხვაძე /
1 ზურაბ ჟვანია, 2 სიმონ მაისურაძე, 3 გიორგი მჭედლიშვილი; 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე; 6 დიმიტრი ბასილაია, 7 გივი ბერიშვილი, 8 ბექა ბიწაძე *
მარქაფა
16 შალვა მამუკაშვილი, 17 გურამ კავთიძე, 18 დაჩი ყუფარაძე; 19 ლაშა ლომიძე, 20 გიორგი თხილაიშვილი / 21 გიორგი ბეგაძე, 22 ბექა წიკლაური
არგენტინა
15 გონსალო გუტიერეს-ტავოადა, 14 მატიას მასერა, 13 ხუან კაპიელო, 12 ხუან-პავლო სოსინო, 11 რამირო მოჟანო; 10 ხავიერ როხას, 9 ფელიპე ესკურა /
1 ნაუელ ლოვო, 2 ფაკუნდო ვოშ, 3 დამიან არიას; 4 მარტინ ჩიაპესონი, 5 ლუკას პონსე; 6 ნიკოლას პროტო, 7 ფაკუნდო ისა, 8 ლისანდრო აუალი^კაპ *
მარქაფა
16 სანტიაგო გარსია-ვოტა, 17 ტომას ვარავაჟე, 18 გასტონ კორტეს; 19 ლუკას მაგვაიერ, 20 ლაუტარო კასადო / 21 მარკოს ვოჟინი, 22 დან ისაკ
იტალია – ესპანეთი 18 ივნისი, 19:00
იტალია
15 დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14 სიმონე რაგუზი, 13 ტომაზო ბონი, 12 ტომაზო კასტელო (კაპ), 11 მიკელე ვიზენტინ; 10 ედოარდო პადოვანი, 9 მარჩელო ვიოლი /
1 ანდრეა ლოვოტი, 2 ორნელ ჯეგა, 3 რუდი ბიანკოტი; 4 ფილიპო ჯეროზა, 5 მიკელე ანდრეოტი; 6 მაკსიმე მბანდა-მატა, 7 ემილიანო კაფინი, 8 მატეო ფერო *
მარქაფა
16 ჯოვანი სკალვი, 17 ლუკა სკარსინი; 18 იაკოპო სარტო, 19 ნიკოლა ბელარდო / 20 ჯულიო ბიზენი. 21 ჯეიმზ ამბროზინი, 22 კარლო კანა
ესპანეთი
15 ხავიერ კარიონ, 14 ალეხანდრო გუტიერეს-მიულერ, 13 პაბლო ფონტეს, 12 დენიელ-როს სნი, 11 სერხიო ფერნანდეს; 10 მარიანო-ესეკიელ გარსია, 9 პაბლო ფეიხო (კაპ)
1 ფრანსისკო-ხავიერ სანს, 2 ხუან ანაია, 3 ხესუს მორენო; 4 ალეხანდრო ბლანკო, 5 იგნასიო-დუკო მოლინა; 6 მანუელ მორა, 7 ხავიერ დე-ხუან, 8 ადამ-რობერთ ნიუთონ
მარქაფა
16 ფრანსისკო ბლანკო, 17 რომენ აზენსი, 18 გაბრიელ-აგუსტინ ორტის; 19 ხოსე-ლუის დელ-ვაჯე / 20 ფრანსისკო კოპლეტ, 21 ალბერტო დიას, 22 ფაკუნდო მუნიჯა
rugby.ge