ფაბრეგასს ნახევარი წლით მართვის მოწმობა ჩამოერთვა

„ჩელსის“ ნახევარმცველს სესკ ფაბრეგასს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ნახევარი წლით მართვის მოწმობა ჩამოერთვა. ესპანელი საათში 110 მილით იმ ადგილას მოძრაობდა, სადაც მაქსიმალურად დაშვებული სიჩქარე მხოლოდ 50 მილია. ამავდროულად, ფეხბურთელი 2,5 ათასი ფუნტით დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ წინა თვეში მსგავსი შემთხვევით „მილანის“ ფორვარდი მარიო ბალოტელიც გამოირჩა, რომელსაც ასევე მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

ფაბრეგასი: „სამი ქულისთვის ჩამოვედით“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„აქ სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით. „ჩელსი“ ის გუნდია, რომელიც ყოველთვის მოგებაზე თამაშობს. ჩემპიონთა ლიგა დიდი ტურნირია, რომელიც მოგვწონს. ხვალ მოგება გვინდა. ჯერ საკმარისად კარგად არ ვთამაშობთ, მაგრამ ყოველდღე ვუმატებთ.

თუ „ჩელსის“ მაისური გაცვია,მაშინ ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმს უნდა აჩვენებდე. ბევრს ჰგონია, რომ გასულ სეზონში პრემიერლიგა ადვილად მოვიგეთ. ეს ასე არ არის. ჩემპიონატში გამარჯვება რთული იყო, ამისთვის ბევრი გავაკეთეთ. ახლა ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ მიდის, მაგრამ მოვლენათა განვითარებას აუცილებლად შვეცვლით“, – განაცხადა ესპანელმა.

ფაბრეგასი: „იმედია, ამით ხანგრძლივ მოგებათა სერიას დავიწყებთ“

„ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა „მაკაბისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ანგარიშით 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„ფეხბურთელებმა იგრძნეს, რომ ჩელსის, როგორც გრანდს, სათანადო თამაში უნდა ეჩვენებინა და შედეგისთვის მიეღწია. დღეს ვდომინირებდით. იმედია, ამით ჩვენი ხანგრძლივი მოგებათა სერია დაიწყება“, – განაცხადა ესპანელმა.

ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი „ბარსელონას“ ისტორიაში

„ბარსელონას“ გულშემატკვირებს საყვარელი კლუბის არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი ახსოვს. წარმოგიდგენთ მათ შორის ათ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს.

10. დიმიტრი ჩიგრინსკი (დონეცკის „შახტარიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 22,5 მილიონი

დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში დიმიტრი უკრაინის ჩემპიონი ორჯერ გახდა. გარდა ამისა, კლუბთან ერთად მან ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე უეფა-ს თასის გამარჯვებული გახდა. თავისი გამორჩეული თამაშით უკრაინელი „ბარსას“ ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში მოექცა. გვარდიოლას ესმოდა, რომ პუიოლი უკვე ასაკოვანი იყო და ხშირად ტრავმებს იღებდა. ცენტრალური მცველის დაკარგვა მორიგი საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაზე ცუდად იმოქმედებდა. სამწუხაროდ, ჩიგრინსკი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდა, რის გამოც ერთ წელიწადში მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოუწია.

image_587054644404415776871496782094442258

9. ალექსის სანჩესი („უდინეზედან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23 მილიონი

სანჩესი ჩილეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გამოდა. გარდა ამისა, „ბარსაში“ აქამდე ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენელს არ უთამაშია. კატალონიაში ალექსისს არც თუ ისე ცუდი სამი სეზონი ჰქონდა, რომლის დროსაც ის ეპიზოდურად დამაჯერებელი თამაშითაც გამოირჩეოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, „არსენალში“ გადასვლა მოუწია.

alexis-sanchez

8. დანი ალვესი („სევილიიდან“ 2008 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,5 მილიონი

2008 წელს ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონადან“ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც „მილანში“ ჩაირიცხა, ამიტომაც კატალლოონიელთათვის განაპირა მცველის დამატება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთი იყო. არჩევანი დანი ალვესის სასარგებლოდ მიიღეს. „ბლაუგრანასში“ ბრაზილიელმა შვილის ჩინებული სეზონი ჩაატარა და ყველაზე შესაძლო ტიტული მიიღო. 2014/15 წლების სეზონის ბოლო დანიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

Daniel Alves

7. არდა თურანი („ატლეტიკოდან“ 2015 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,80 მილიონი

განვლილი სეზონის შემდეგ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მან არდა თურანის დონის ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა, მაშინ ის მას ნამდვილად სჭირდება. „ატლეტიკოში“ ყოფნის პერიოდში თურქეთის ნაკრების გამორჩეულმა წევრმა არაერთი ტიტული მიითვალა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ARDA

6. მარკ ოვერმარსი („არსენალიდან“ 2000 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

ოვერმარსის კატალონიის დედაქალაქში ჩატარებული ყოველი სეზონი სხვა სეზონისგან განსხვავდებოდა. სადებიუტი წელს ჰოლანდიელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო და 8 გოლიდან 4 გადამწყვეტ შეხვედრებში გაიტანა. ამის შემდეგ ოვერმარსი შემადგენლობაში ტრავმკების გამო ვერ ხვდებოდა, რომელთა გამოც 2004 წელს კარიერის დასრულება მოუწია…

over960_1218417904

5. დავიდ ვილია („ვალენსიიდან“ 2010 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

„ბარსას“ ძვირადღირებული ტრანსფერების ხუთეულს დავიდ ვილია ხსნის. „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ შემადგენლობაში გადასვლამდე ხუთი წლის განმავლობაში ის „ვალენსიის“ ფერებს იცავდა და ასზე მეტი გოლი გაიტანა. გოლების გატანა მას არც „ბარსაში“ შეუწყვიტავს, თუმცა ნახევარწლიანმა ტრავმამ მის მომავალზე დიდი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, ამ მიზეზით მან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც გამოტოვა, რომელიც „ფურია როხას“ ტრიუმფით დასრულდა.

David-Villa-Set-to-Regain-his-First-team-Place-With-La-Roja

4. სესკ ფაბრეგასი („არსენალიდან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 35 მილიონი

„არსენალში“ ესპანელს აღმერთებდნენ და მისი წასვლა არ სურდათ. თუმცა, სესკმა „მეთოფეთა“ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მშობლიური „ბარსას“ შემადგენლობაში თამაშზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობს. 2011 წელს მან ეს ოცნება აისრულა, მაგრამ გუნდის სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რის გამო ლონდონში დაბრუნება მოუწია. „არსენალის“ მაისურის ნაცვლად მან ამჯერად „ჩელსის“ სათამაშო ფორმა მოირგო.

Cesc+Fabregas+Barcelona+v+Getafe+CF+bi6y982ieBzx

3. ნეიმარი („სანტოსიდან“ 2013 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 48,5 მილიონი

ბრაზილიელისთვის ბრძოლაში „ბარსამ“ ყველას აჯობდა. ამავდროულად კლუბი დიდი რისკის წინაშე იყო, რადგან ნეიმერის ათამაშების გარანტია არ არსებობდა. ცოტა ხანში ბრაზილიელმა დაამტკიცა, რომ კლუბი არ შემცდარა

Neymar

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 40 მილიონი + სამუელ ეტო’ო

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ბარსაში“ 2009 წელს „ინტერიდან“ გადავიდა. შვედმა, სამწუხაროდ, თავის გამოჩენა დიდად ვერ შეძლო, რის გამოც იტალიაში დაბრუნება მოუწია. რა გახდა ამის მიზეზი? სჯობს, მის შესახებ იბრას ავტობიოგრაფიულ წიგნში შეიტყოთ

Zlatan+Ibrahimovic+Barcelona+v+Sporting+Gijon+YWqHZtRssyJx

1. ლუის სუარესი („ლივერპულიდან“ 2014 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 75 მილიონი

„ლივერპულში“ ბოლო სეზონში ურუგვაელმა 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ამიტომაც, 2014 წელს „ბარსელონას“ მის სანაცვლოდ თავის ისტორიაში სარეკორდო თანხის გადახდა არ დაენანა. დისკვალიფიკაციის გამო ლუისი ოფიციალურ შეხვედრებში ოქტომბრამდე ვერ თამაშობდა, მაგრამ ამან მას გუნდის სეზონის შედეგების მიხედვით, გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბებაში ხელი არ შეუშალა. სუარესის, მესისა და ნეიმარის ტრიომ მთელი ევროპა გააოცა. დიდი ალბათობით, ამ ტრიოს 11 აგვისტოს თბილისში ვიხილავთ.

Messi and Suarez

ფაბრეგასს დისკვალიფიკაცია შეუმცირეს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი დისკვალიფიკაციის გამო ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა „ვესტ ბრომვიჩთან“ ბოლო მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

თავდაპირველად სესკს პრემიერლიგის სამი თამაში უნდა გამოეტოვებინა, თუმცა შემდგომ, კომისიის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიკაცია ერთი შეხვედრით შემცირდა.

ტოპ-10 ფეხბურთელი, რომელთა მოტყუებაც ძალიან ადვილია

Fanebi.Com გთავაზობთ ტოპ-10 ფეხბურთელის სახელს და გვარს, რომელთაც თამაშის დროს ადვილად ატყუებენ.

10. დინა ჰემონდი(ფოტოზე მარჯვნივ)

dina

9. კრისტიან გენტნერი

gentner

8. ფელიქს კროოსი

felix

7. დავიდ სილვა

david

6. მანუელ შმიდერბახი(ფოტოზე მარჯვნივ)

3f71b65a0edb

5. კრისტოფერ კრამერი

kr

4. მატის ლიუნელიუ

mat

3. სესკ ფაბრეგასი

cesk

2. ჟანა კალვიე

jana

1. ოიგენ პოლიანსკი

oigen

სესკ ფაბრეგასს მსაჯის მოტყუება სურდა (ვიდეო)

27 იანვარს, ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

„ლივერპულთან“ მატჩში ფაბრეგასმა ტრავმა მიიღო

„ლივერპულთან“ ინგლისის ლიგის თასის მატჩში „ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ტრავმა მიიღო.

ესპანელი შუახაზელი მეორე ტაიმში თანაგუნდელ ჯონ ტერისთან შეჯახების შემდეგ დაშავდა. მოგვიანებით მოედანზე მისი ადგილი რამირესმა დაიკავა.

ამ ეტაპზე სესკის ტრავმის სირთულე და გამოჯანმრთელების შესაძლო ვადა უცნობია.

ფაბრეგასმა მესის თაობაზე ისაუბრა

“ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ფიქრობს, რომ ლიონელ მესი კამპ ნოუს არ დატოვებს.

“მესი “ბარსელონაში” ბედნიერია. “ბარსა” კი მისი თამაშით არის კმაყოფილი. ყველაფერი მარტივადაა და პრესაში გავრცელებულ ხმებს არ უნდა ვენდოთ. სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაცია სერიოზული არ არის. სხვა კლუბებში მიმდინარე ამბებს მეც ვადევნებ თვალყურს” – განაცხადა ფაბრეგასმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე “ჩელსის” ოფიციალური გვერდი გამოიწერა, რამაც პრესაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

 

რომელია პრემიერლიგის ყველაზე სიმულანტი გუნდი

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:1) სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა მიიჩნია, რომ შეხვედრის 55-ე წუთზე ესპანელი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედანზე საკუთარი ნებით დაეცა და უმალ გაფრთხილება მისცა.

Opta-ს თანახმად, მიმდინარე სეზონში ეს “ჩელსის” ფეხბურთელებისთვის სიმულაციის გამო ნაჩვენები მეოთხე ყვითელი ბარათი იყო. ამ სეზონში აღნიშნული დარღვევისთვის პრემიერლიგის არცერთი სხვა გუნდი ასე ხშირად არ დასჯილა.

 

ფაბრეგასი: ,,მესი ,,ჩელსიში”? რატომაც არა”

ლონდონის ,,ჩელსის” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მის ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა. ჟურნალისტები კვლავ აქტიურად განიხილავენ ლიონელ მესის სამომავლო კარიერას ამბავს. მის სახელს რამდენიმე დიდ გრანდს უკავშირებენ.

,,მესი ,,ჩელსიში”? რატომაც არა. მე ამის მჯერა და ამ ფაქტით მოხარული ვიქნები. ის ბლაუგრანას რიგებში გამორჩეულია. არგენტინელმა შეცვალა ,,ბარსას” ისტორია. ამ სეზონს ასე შეგვიძლია ვუწოდოთ –  მესი და დანარჩენი 10. მესი გუნდს წარმატების მიღწევაში ყოველთვის ეხმარება”.

,,ბარსას” აქვს განსაკუთრებული სათამაშო სტილი. მათი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებას გვრის ყველას,” განაცხადა სესკ ფაბრეგასმა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

მსაჯმა სესკ ფაბრეგასს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

16 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასზე, “დერბისა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:2) კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.