„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანები დანიაში საპროტესტო აქციას მოაწყობენ (ფოტო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებმა „მიდტიულანდთან“ ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მატჩისთვის სპეციალური ბანერი წარწერით „Welcome to ScamDonavia“ მოამზადეს (ინგლისურად სიტყვა „scam“ თაღლითბას ნიშნავს).

დანიის მოქმედის ჩემპიონის ხელძღვანელობამ მანჩესტერულ კლუბთან მატჩისთვის ბილეთები 71 ფუნტად გაყიდა. არადა, 2015 წელს „საუთჰემპტონთან“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე ბილეთის ფასი მხოლოდ 22 ფუნტს შეადგენდა. აქამდე „მიდრტიულანდის“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ბილეთის ფასი ასე მკვეთრად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრენდის გამო შეიცვალა. გარდა ამისა, „მიდტიულანდის“ საშინაო არენის ტევადობა მხოლოდ 9500-ს შეადგენს, აქედან 800 ადგილი „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივართათვისაა გამოყოფილი.

CbZ7OnsWcAEPTwo

ჭიაბრიშვილი: „დღევანდელი მარცხი ჩემი ბრალია“

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „მიდტიულანდთან“ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში იმდენი  მომენტი გვქონდა, რომ, მინიმუმ, არ უნდა წაგვეგი. ერთადერთი მიზანი დღეს შემდეგომ ეტაპზე გასვლა იყო, არასასურველი ანგარიშით მოგებითაც უკმაყოფილო ვიქნებოდი.

რაღაც პოზიციები დავთმეთ, დაცვაშიც პრობლემები გვქონდა, რის შემდეგაც გოლები გავუშვით.

სამწუხაროდ, ასეთი მატჩების ნაკლებობა გვაქვს, მსგავს დონეზე უფრო ხშუირდ უნდა ვთამაშბდეთ. კლასის ნაკლებობას არ განვიცდით, გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები მყავს.

ვინც კი სათადარიგოთა სკამზე გვეჯდა, დუბლების შემადგენლობიდანაა. სასტარტო შემადგენლობაც დაბალანსირებული არ იყო. საქართველოში მატჩები, რომლებშიც ფეხბურთელებს ბოლომდე გარჯა უწევთ, ძალიან ცოტაა.

ყველაფერი ჩემი ბრალია, გუნდი იქამდე ვერ მივიყვანე, რომ ნაკლები ტრავმა ყოფილიყო და ფეხბურთელები თამაშისთვის უკეთესად მომზადებულები ყოფილიყვნენ. ამ მოთამაშეებს წინა კვირის ბოლოს უმაღლეს ლიგაში გამოსვლა მოუწიათ. ასე სწრაფად ერთი ტურნირიდან მეორეში გადასვლა რთულია. უმაღლესი ლიგის დებიუტანტები ვართ და ჩემპიონატში თამაში ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია.

ფეხბურთი უბრალო სპორტი არაა. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მომენტებს ქმნი და უპირატესობასაც ფლობ, მაგრამ გოლს ვერ იტან. დღეს ბევრი მომენტი შევქმენით, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ კი, პირიქით, თავისი შანსები კარგად მოიყენა. მსგავსი რამ „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის გუშინდელ მატჩშიც მოხდა.

თავს არ ვიმართლებ. ბოდიშს ვიხდი, რომ დღეს თქვენი მოლოდინი ვერ გავამართლე“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

„საბურთალო“ უეფას ახალგაზრდულ ლიგას გამოეთიშა

„საბურთალოს“ 19-წლამდელთა გუნდმა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დანიურ „მიდტიულანდს“ უმასპინძლა. ორი კვირის წინ დანიაში გამართული მატჩი „მიდტიულანდის“ გამარჯვებთ, 3:1 დასრულდა, შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე გასასვლელად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მინიმუმ 2:0 უნდა მოეგო. სამწუხაროდ, თბილისური კლუბი დღესაც დამარცხდა.

არადა, პირველ ტაიმში „საბურთალოს“ გოლების სასურველი რაოდენობის გატანა შეეძლო.

ასე მე-19 წუთზე ბექა ნიკოლაიშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ეპიზოდი კუთხურით დასრულდა. 25-ე წუთზე საბურთალოელებმა მეტოქის დაცვის მარცხენა ფლანგზე საინტერესო კომბინაცია გაიტამაშეს, საბოლოოდ, ირაკლი ბიძინაშვილმა დაარტყა და, მიუხედავად იმისა, რომ ბურთი მეტოქის კარისკენ რიკოშეტით წავიდა, მეკარე ოტრესენმა იქვე მდგომ გურამ გოშთელიანს აჯობა და ბურთს კარის ხასზე დაეუფლა. ორ წუთში იმავე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ბექა გვარაძე შევიდა, რომელმაც დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთება ამჯობინა – გადაცემა არაზუსტი გამოდგა. 30-ე წუთზე ბიძინაშვილი მეტოქის საჯარიმოში უპრობლემოდ შევიდა, თუმცა მისი დარტყმული არც თუ ისე ძლიერი ყოფილა – ოლსენმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 32-ე წუთზე ბიძინაშვილმა საჯარიმოში გოშთელიანს ჩაუწოდა, დარტყმის მცელობისას ბურთი თთქოს „მიდტიულანდის“ ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ექვს წუთში „მიდტიულანდმა“ „საბურთალოს“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა შეასრულა, მეორე სართილზე მცველებს რასმუს ნისენმა დაასწრო, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა – 0:1.

მეორე ტაიმის მესამე წუთზე ხარაიშვილმა მეტოქის კარის მიმართულებით შორიდან დარტყმა სცადა, თუმცა უშედეგოდ. 53-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა ნისენმა ნახევარი მოედანი გაირბინა და ფლანგზე მიკაელ ანდერსონი პასით მოამარაგა, უკანასკნელმა მეკარე ბექა ქურდაძისსთვის შორეულ კუთხეში დაარტყა და გაიტანა კიდევ – 0:2. „საბურთალოელების“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ახლა მათ შემდეგ ეტაპზ ეგასასვლელად 5 გოლის გატანა სჭირდებოდათ, რაც მხოლოდ თეორიულად იყო შესაძლებელი.

58-ე წუთზე, ჯარიმის შემდეგ, მეტოქის კართან ახლოს მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა თავით ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო. 62-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეცვლაზე შესულმა ჩორგაძემ იქვე მყოფი ხარაიშვილი პასით მოამარაგა – „საბურთალოს“ ათიანს ძლიერად და ზუსტად დარტყმა ამჯერად არ გასჭირვებია – ანგარიშში სხვაობა შემცირდა.

72-ე წუთზე ბიძინაშვილმა მეტოქის კარისკენ დარტყმა ფლანგიდან სცადა. 75-ე წუთზე ნისენის კარგი პასის შემდეგ სტერინგმა გაიტანა, ქურდაძემ კი ბურთი ხელში აიღო. ერთ წუთში, თიჩოსენის დარტყმის შემდეგ, ბურთი კუთხურზე გადავიუდა, რომელსაც გემერის არაზუსტი თავური მოჰყვა. 84-ე წუთზე გვარაძის დარტყმის შემდეგ „მიდტიულანდის“ კარის დარაჯს ბურთი ხელიდან გაუვარდა, დამატებაზე კი მან გოშთელიანს დაასწრო.

88-ე წუთზე პირველი გოლის ავტორი რასმუს ნისენი მეორედ დაჯარიმდა, მსაჯმა რაჰიმ ჰასანოვმა მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სტუმრები დარჩენილ წუთებში კაცნაკლულნი იყვნენ.

მსაჯის მეირ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე კი ხარაიშვილმა ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყა.

საბოლოოდ, 1:2 და ორი მატჩის ჯამში „საბურთალო“ ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

„საბურთალო“ – „მიდტიულანდი“ 1:2
გოლები: ხარაიშვილი 62′ – ნისენი 38′, ანდერსონი 58′

„საბურთალო“: ქურდაძე, მარგველაშვილი, ნიკოლაიშვილი (ჩორგაძე 60′), მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი (კ), ჩაბრაძე, ბიძინაშვილი (კოხრეიძე 80′), ნადარაია (ლაკვეხელიანი 73′), ათუნაშვილი, გვარაძე

„მიდტიულანდი“: ოტესენი, ნიკოლაისენი, ლაურიცენი, ნისენი, გემერი (კ), კირკი (ოლსენი 82′), რუტიკანგა, ანდერსონი (პოულსენი 60′), მუნკსგაარდი, თიჩოსენი, თომსენი (სტერინგი 67′)

გაფრთხილებები: გოშთელიანი 52′, ალთუნაიშვილი 77′ – ნისენი 57′ 88′

გაძევება: ნისენი

„საბურთალოს“ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩის ტრანსლაცია არ იქნება

მოგეხსენებათ, დღეს ახალგაზრუდული ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში „საბურთალო“ დანიურ „მიდტიულანდთან“ განმეორებით მატჩს ჩაატარებს.

როგორც „საბურთალოს“ ოფიციალური გვერდი იტყობინება, აღნიშნული შეხვედრის ტრანსლაცია დღეს, სამწუხაროდ, ვერც ინტერნეტში და ვერც რომელიმე სატელევიზიო არხზე ვერ მოხერხდება. შეხვედრის შემდეგ „საბურთალო“ მატჩის გამორჩეული ეპიზოდების ვიდეოს გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის, პირველ მატჩში „საბურთალოელები“ ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ. დღევანდელი შეხვედრა 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება და მასზე დასწრება მსურველთათვის თავისუფალი იქნება.

ჭიაბრიშვილი: „ჩემი ფეხბურთელები მოსაგებად არაფერს დაიშურებენ“

დანიურ „მიდტიულანდთან“ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

„ზედმეტი სიტყვები არ მიყვარს. ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელების მჯერა და ისინი მოსაგებად არაფერს დაიშურებენ და მინდორზე ყველაფერს გააკეთებენ“ , – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ გასვლაზე პირველი შეხვედრა საბურთალოელებმა ანაგრიშთ 1:3 დათმეს.

“საბურთალო” — “მიდტიულანდი”: მატჩზე დასწრება თავისუფალია

ხვალ, ოთხშაბათს, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი ეტაპის შეხვედრაში დანიურ “მიდტიულანდს” დაუპირისპირდება. წყვილის პირველი მატჩი დანიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

შეხვედრის მთავარი არბიტრი აზერბაიჯანელი რაჰიმ ჰასანოვი იქნება.

მსაჯის თანაშემწეები: ნამიკ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი), აკიფ ამირალი (აზერბაიჯანი);
მეოთხე მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი (საქართველო);

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

ცნობისთვის, შეხვედრას მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ფეხბურთელი ფერნანდო იეროც დაესწრება, რომელიც თბილისში “საბურთალოს” მოწვევით იმყოფება.

 

„საბურთალოს“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის ტრანსლაცია არ იქნება

მოგეხსენებათ, დღეს „საბურთალოს“ ახალგაზრდული გუნდი იუნიორთა ჩემპიონთა ლიგას დანიურ „მიუდტლანდთან“ გასვლითი მატჩით იწყებს. როგორც თბილისური კლუბის გვერდი იტყობინება, სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია ვერ შედგება – დანიურმა მხარემ შეხვედრის ტექნიკური უზრინველყოფა ვერ მოახერხა.

მატჩის მიმდინარეობისას ანგარიშისა და მნიშვნელოვანი ამბების გაგება „საბურთალოს“ ვებსაიტისა და „ფეისბუქის“ გვერდის დახმარებით იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, „მიდტიულანდი“ – „საბურთალოს“ თამაში, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ემზადება

„საბურთალო“ დანიურ „მიდტიულანდთან“ გასვლის შეხვედრას 30 სექმებრს, თბილისის დროით 20:00 საათზე ჩაატარებს. როგორც ცნობილია, კლუბი დანიაში 29 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრება. საღამოს კი მატჩისწინა ვარჯიში იგეგმება.

სათქმელია, რომ დანიაში „საბურთალოს“ ცოტნე ნადარაია გამოაკლდება. ამ ფეხბურთელმა „გურიასთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

როგორც „საბურთალოს“ გვერდი იუწყება, დანიაში შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრებიან:

მეკარეები:
ბექა ქურდაძე – 1997 წლიანი (1)
ლუკა სანიკიძე – 1998 წლიანი (23)
მცველები:
გაგი მარგველაშვილი – 1996 წლიანი (4)
გრიგოლ ჩაბრაძე – 1996 წლიანი (13)
ომარ ბულუხაძე – 1998 წლიანი (16)
ლუკა ლაკვეხელიანი – 1998 წლიანი (31)
მიხეილ ვაჭარაძე – 1997 წლიანი (28)
ნახევარმცველები:
სანდრო ალთუნაშვილი – 1997 წლიანი (22)
ლუკა ბაკურაძე – 1998 წლიანი (30)
ირაკლი ბიძინაშვილი – 1997 წლიანი (14)
ბექა გვარაძე – 1997 წლიანი (26)
გიორგი ხარაიშვილი – 1996 წლიანი (10)
გიორგი კოხრეიძე – 1998 წლიანი (25)
ვლადიმერ მამუჩაშვილი – 1997 წლიანი (7)
თავდამსხმელები:
ბექა ნიკოლაშვილი – 1998 წლიანი (6)
გურამ გოშთელიანი – 1997 წლიანი (8)
თემურ ჩოგაძე – 1998 წლიანი (34)