„პალერმოს“ პრეზიდენტი: „მილანი“ დიბალაში ორმოც მილიონს იხდიდა“

„პალერმოს“ პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ გაიხსენა, რომ 2015 წლის ზაფხულში თავდამსხმელ პაულო დიბალას შეძენა, „იუვენტუსის“ გარდა, ასევე „მილანს“ სურდა, რომელმაც მის კლუბს 40 მილიონი ევრო შესთავაზა.

„ბერლუსკონი გულდაწყვეტილი იყო, რადგან მისმა კლუბმა დიბალა ვერ დაიმატა, როდესაც 40 მილიონი ევრო შემოგვთავაზა. იმ დროისთვის პაულოს აგენტები უკვე „იუვენტუსს“ შეუთანხმდნენ.

ვწუხვარ, რომ დიბალა „მილანში“ ვერ გავყიდე, რადგან ამ კლუბთან „იუვენტუსზე“ უკეთესი ურთიერთობა მაკავშირებს.

რამდენად შეუძლია ფრანკო ვასკესს „მილანში“ გადასვლა? მასზე კონკრეტული ფასი არ დამიწერესია“, – განაცხადა ძამრინიმ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის არგენტინელის სანაცვლოდ ტურინელებმა 32 მილიონი ევრო გადაიხადეს. ასევე 8 მილიონ „პალერმო“ ბობნუსის სახით მიიღებს.

მიმდინარე სეზონის 24 მატჩში დიბალამ 13 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

ალეგრი: „ფეხბურთელებს ფასის მიხედვით არ ვირჩევ“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პალერმოს“ რპეზიდენტ მაურიციო ძამპარინის უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბიანკონერის“ თავკაცი ფორვარდ პაულო დიბალას, როგორც ფეხბურთელს აფუჭებს, რადგან მას ნაკლებ სათამაშო დროს აძლევს.

„ფეხბურთელებს მათი ფასის მიხედვით არ ვირჩევ. პრიორიტეტს მათ ვანიჭებ, ვინც უკეთესად თამაშობს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიბალა კარგი ფეხბურთელია. ის ჩინებულ მოთამაშედ ჩამოყალიბდება, თუმცა საამისოდ დროა საჭირო. რამდენიმე კვირის წინ იგივე კაუდრადოზე ვთქვი. მაგრამ, მაისამდე მას ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება ფიზიკურად არ შეუძლია“, – განაცხადა ალეგრიმ.

აქამდე ძამპარინიმ დიბალა ახალ ლიონელ მესიდ მოიხსენია.

„ალეგრი დიბალას, როგორც ფეხბურთელს აფუჭებს“

„პალერმოს“ პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის მუშაობას ნეგატიურად აფასებს. კონკრეტულად, სიცილიელთა „ბოსს“ არ მოსწონს, თუ როგორ იყენებს ალეგრი მისი გუნდის ყოფილ მოთამაშეს პაულო დიბალას.

„ალეგრი დიბალას, როგორც ფეხბურთელის გაფუჭებასთან ახლოსაა. დიბალა – ფეხბურთია, ალეგრი – არა. ამ ფეხბურთელს მეტი თავისუფლება სჭირდება. როგორც მესის, მას მარჯვენა ფლანგიდან გადასვლა შეუძლია.

ალეგრი კონტეს მიერ გაწეულ სამუშაოს ანგრებს. მისმა იდეებმა ის ჩიხში მოაქცია.

მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ მატში გატარებულ შვიდ წუთში დიბალამ თავისი შესაძლებლობების ჩვენება მოასწრო. ჩემი აზრით, რობერტო მანჩინის დონის სპეციალისტთან ის მეტს მიაღწევდა“, – თვლის ძამპარინი.