“ლივერპული” რაიოლას დონარუმას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა

“მილანის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა სულ მალე “ენფილდზე” ვიხილოთ. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Reppublica, ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ლივერპული” სერიოზულად არის დაინტერესებული ამ ტრანსფერით. მერსესაიდელები უკმაყოფიონი არიან ლორის კარიუსის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომებით და მზად არიან ყველაფერი გაიღონ უმაღლესი დონის მეკარის დასამატებლად.

ნიშანდობლივია ისიც, რომ “სკაუზერები” უკვე დაუკავშირდნენ მინო რაიოლას, დონარუმას აგენტს. მერსესაიდელები მზად არიან, 19 წლის მეკარის ტრანსფერში 40-45 მილიონი ევრო გადაიხადონ.

“როსონერში” კი აცნობიერებენ, რომ მინო რაიოლასთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, ეს უკანასკნელი ყველანაირად ეცდება, რომ ტრანსფერი შედგეს.

“პსჟ” არეოლას არ ენდობა და გუნდში დონარუმას ან კურტუას მიყვანას აპირებს

“პარი სენ-ჟერმენი” მეკარის პოზიციის გაძლიერებას ისახავს მიზნად და უახლოეს მომავალში გუნდში ჯანლუიჯი დონარუმას ან ტიბო კურტუას მიყვანას გეგმავს.

Premium Sport-ის ცნობით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან “პსჟ”-ს ამჟამინდელი პირველი ნომრის, ალფონსო არეოლას ასპარეზობით და ზაფხულში მის გაშვებას აპირებენ.

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარ სატრანსფერო სამიზნეს “მილანის” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯანლუიჯი დონარუმა წარმოადგენს, რომლის აგენტიც “როსონერის” მოძულე გახლავთ და ამავდროულად საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს პარიზულ კლუბთან.

ტიბო კურტუა კი 19 წლის იტალიელი მეკარის ალტერნატივად განიხილება.

მინო რაიოლა: “ბალოტელი 100 მილიონი ღირს, დონარუმამ კი “მილანი” უნდა დატოვოს”

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული აგენტი, მინო რაიოლა საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს მარიო ბალოტელისა და ჯანლუიჯი დონარუმას მომავალთან დაკავშირებით.

“მარიომ ძალიან ბევრი იშრომა, ძველი დიდება რომ დაებრუნებინა. დღეს ის უძლიერესია, ჩემთვის ერთ-ერთია მსოფლიოს 10 საუკეთესო შემტევთაგან.

იტალიაში ის ნომერ პირველია. მისი ფასი 100 მილიონი ევროა, მაგრამ ახლა მარიო თავისუფალი აგენტია. მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებ “იუვესთან”, “რომასთან”, “ნაპოლისთან” და “ინტერთან”.

“მილანი”? მათთან არ ვთანამშრომლობ. “როსონერის” ხელმძღვანელი მირაბელია, მასთან კი თანამშრომლობა არ შემიძლია, ჯერ მის დონეზე არ ვიმყოფები.

რაც შეეხება დონარუმას, მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მე ამას პატივს ვცემ. ჩემთვის რომ ეთქვა, წასვლა მინდაო, მაშინვე დავიწყებდი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინვე წავიყვანდი ჯიჯიოს “მილანიდან”,- აცხადებს რაიოლა.

დონარუმამ, შესაძლოა, “ჩელსიში” კურტუა შეცვალოს

ბოლო დროს უცხოურ პრესაში საკმაოდ აქტიურად წერენ მადრიდის “რეალის” მიმართ “ჩელსის” ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუასადმი ინტერესის არსებობაზე.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, კურტუას “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, მას 18 წლის იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ამ დროისთვის “მილანის” ღირსებას იცავს.

როგორც იცით, ჯიჯის “როსონერის” ფანებთან რთული ურთიერთობა აქვს და მზადაა, ძალები ახალ კლუბში მოსცადოს. ამბიციებიდან გამომდინარე, ლონდონის “ჩელსი” კი ამის ბრწყინვალე ვარიანტია.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 ივლისი


“არსენალი” ორი ტრანსფერისთვის 70 მილიონს ამზადებს

A Bola-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ალექსანდრე ლაკაზეტის ტრანსფერით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი “სპორტინგის” ორი ფეხბურთელის, უილიამ კარვალიოსა და ჟელსონ მარტინსის გადაბირებას აპირებს და მზადაა, ამ ტრანსფერებში 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.


“მანჩესტერ იუნაიტედი” ბარტრაზე გადაერთო

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა AS ირწმუნება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სერიოზულად არის დაინტერესებული მარკ ბარტრას ტრანსფერით.

როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი სპეციალისტი “ბარსელონას” ექს-ფეხბურთელს ვიქტორ ლინდელოფის პოტენციურ მეწყვილედ განიხილავს.


დონარუმა “მილანს” შეუთანხმდა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანმა” და დონარუმამ შეთანხმებას მიაღწიეს. ახალგაზრდა მეკარე 5-წლიან კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს.

Sky Sport-ის ცნობით, დონარუმა ხელფასის სახით, წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ამავდროულად, “როსონერიმ” ბერძნული “ასტერასიდან” ჯიჯიოს ძმა, ანტონიო დონარუმა უნდა გადმოიბიროს, რომლის ხელფასიც “როსონერიში” 1 მილიონი ევრო იქნება.


“ლივერპული” რიკოს გადაბირებას გეგმავს

მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები “სევილიას” მიერ 12 მილიონ ევროდ შეფასებული მეკარის, სერხიო რიკოს ტრანსფერზე მუშაობენ.

მართალია, ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 30 მილიონია მითითებული, თუმცა “წითლები” დარწმუნებულები არიან, რომ გაცილებით უფრო იაფად შეძლებენ მის დამატებას.


შჩესნი “რომას” დაემშვიდობა

ვოიცეხ შჩესნი “რომას” დაემშვიდობა. პოლონელი მეკარე იტალიურ კლუბში ორი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით თამაშობდა.

“მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, რომ ივნისი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “რომას” ფეხბურთელი აღარ ვარ. იმ ორმა წელმა, რომელიც კლუბში გავატარე, ბევრი ბედნიერი მომენტი მაჩუქა. ვერასდროს გადავუხდი სრულყოფილ მადლობას კლუბს იმისთვის, რომ თამაშის შესაძლებლობა მომცა. დიდებული მომენტებისთვის მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს, მხარდაჭერისთვის კი – ფანებს. ძალიან დიდი მადლობა”, – დაწერა სოციალურ ქსელში შჩესნიმ.

ბუფონი: “დონარუმას ვუთხარი, რომ ის გააკეთოს, რაც მას ბედნიერს გახდის”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა თავის თანამემამულეზე, ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა, რომელიც საკმაოდ რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას.

“ზოგადად, რჩევებს არ ვიძლევი, რადგან თავადაც ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ და ამით სიტუაციას უფრო ქაოსურს გავხდიდი.

თუმცა ვაღიარებ, რომ ჯიჯიოსთან 15-წუთიანი საუბარი მქონდა, ვერ გეტყვით რა ვუთხარით ერთმანეთს. უბრალოდ ვუთხარი, რომ ის გააკეთოს, რაც მას ბედნიერს გახდის,” – აცხადებს ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი.

იტალიელმა გულშემატკივრებმა დონარუმას ყალბი დოლარები ესროლეს (ფოტო)

“მილანის” გულშემატკივრება ჯანლუიჯი დონარუმას ბოლოდროინდელი ქმედებებით გამოწვეული უკმაყოფილება დანიისა და იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩშიც გამოხატეს.

საქმე ისაა, რომ 18 წლის მეკარემ “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, რითიც “როსონერის” ფანები ძალიან გააბრაზა.

იტალიელები მატჩის მიმდინარეობისას ყალბ დოლარებს ესროდნენ ჯიჯიოს და ასე ცდილობდნენ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 ივნისი


კონტე “ჩელსის” ტოვებს?

Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის ხელმძღვანელთა პასიურობით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.

კონტემ მისი ყოფილი კლუბი, “იუვენტუსიც” სოწრედ ამავე მიზეზით დატოვა, მის შემცვლელად კი ლონდონში ტომას ტუჰელს მოისაზრებენ, რომელმაც ზაფხულში დორტმუნდის “ბორუსია” მიატოვა.


დონარუმასთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ლიდერი “რეალია”

ჯანლუიჯი დონარუმამ 15 ივნისს ოფიციალურად დაადასტურა, რომ “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და იტალიურ კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს.

ახალგაზრდა იტალიელი მეკარის გადაბირების სურვილს კი ევროპის რამდენიმე გრანდი გამოთქვამს, მათ შორის დაწინაურებულ პოზიციებში “რეალისა” და “პსჟ”-ს ხელმძღვანელები იმყოფებიან. Sky Sport Italia-ს ცნობით, ჯიჯიოს გადაბირებასთან ყველაზე ახლოს მადრიდული გრანდი იმყოფება.


პეპი კროოსს “სიტიში” იწვევს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მზადაა, მადრიდის “რეალთან” ტონი კროოსის ტრანსფერის თაობაზე წამოიწყოს მოლაპარაკებები.

Don Balon-ის ცნობით, “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას გერმანელი ფეხბურთელის წარმომადგენელთან და ახლა ჯერი “რეალზეა”.


A Bola: რონალდუ “რეალს” დატოვებს

პორტუგალიური პრესა იუწყება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდული გრანდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც მან სამჯერ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება და ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტსაც აცნობა.

A Bola-ს ცნობით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გადასახადების დამალვაშია დადანაშაულებული და იძულებულია ესპანეთი დატოვოს.


კარასკოს ტრანსფერისთვის ერთმანეთს “ბაიერნი” და “არსენალი” ეცილებიან

მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევის, იანიკ ფერეირა კარასკოს გადაბირებით მიუნხენის “ბაიერნისა” და ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები.

calciomercato.com-ის ცნობით, “არსენალი” კარასკოში ალექსის სანჩესის შემცვლელს ხედავს, რომელიც ზაფხულში კლუბს აუცილებლად დატოვებს, “ბაიერნი” კი კარასკოზე სანჩესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში გადაერთვება.

დონარუმა: “ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ “მილანში” დარჩენა მინდა”

“მილანის” 18 წლის მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, რომლის გადაბირებითაც ევროპული ფეხბურთის 11 გრანდი ინტერესდებოდა (მისივე აგენტის ცნობით), აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელება “მილანში” სურს.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ “მილანში” დარჩენა მინდა.

ძალიან მშვიდად ვარ და გუნდის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობ. ჩემმა აგენტმა და ყველა საჭირო მხარემ იცის ჩემი სურვილების შესახებ.

“მილანის” ფერებთან ძალიან ახლო კავშირი მაქვს. პირიქით, მინდა ქალაქში სახლი ვიყიდო, რომელიც ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს დაიტევს,” – აცხადებს იტალიელი მეკარე.

დონარუმა: “ფრენის შიში მაქვს”

“მილანის” ახალგაზრდა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ფრენის შიში აქვს, რაც ბოლო დროს განსაკუთრებულად გაუმძაფრდა.

“ჩემი ძმა ჩემი გმირია, ის ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის და დღემდე წარმატებულად ასრულებს ამ როლს.

იტალიის ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. მატჩის შემდეგ კი პასტას მივირთმევ ხოლმე პომიდვრის სოუზით. დედაჩემი ყოველთვის კარგ პასტას მიკეთებდა.

სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი ახლა ჩემგან ძალიან შორსაა, ამიტომაც დროის უმეტეს ნაწილს მარტო ვატარებ – შემიძლია საათების მანძილზე ვითამაშო ვიდეოთამაშები, თუმცა ჯერ დავალებებს ვწერ…

ფრენის მეშინია. ეს ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ბოლო დროს ეს გრძნობა განსაკუთრებულად გამიმძაფრდა,” – აცხადებს ჯიჯი დონარუმა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, “მილანს” 75 მილიონი ევრო შესთავაზოს

უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მილანის” იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმასთვის გამართულ ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედიც” ჩაერთო.

როგორც ცნობილი ხდება, მანჩესტერელები მზად არიან, ახალგაზრდა მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კი მათ დე ხეას ტრანსფერი სჭირდებათ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დონარუმასა და “როსონერის” შორის არსებულ მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2018 წელს ეწურება, ჯიჯის გადაბირებას კი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად არაერთი სხვა ევროპული გრანდი ცდილობს.

რაიოლამ დონარუმა “ინტერს” შესთავაზა?

Corriere dello Sport-ისა და Tuttosport-ის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ მინო რაიოლამ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანის” მოსისხლე მტერს, “ინტერს” შესთავაზა.

იტალიის სამი უმსხვილესი გამოცემიდან ორი გვარწმუნებს, რომ დონარუმას აგენტმა პირადად მიმართა “ნერაძურის” ხელმძღვანელობას და 18 წლის იტალიელის ტრანსფერზე მუშაობისაკენ მოუწოდა.

სავარაუდოდ, რაიოლას მიერ განხორციელებული ეს “ბინძური სვლა”, ტაქტიკურ ხასიათს ატარებს და მიზნად “როსონერის” ხელმძღვანელობაზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს.

როგორც იცით, უკვე კარგა ხანია, რაც დონარუმასა და “მილანს” შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბოლო ცნობების მიხედვით, იტალიური გრანდი მეკარეს 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში კაპიტნის სამკლაურთან ერთად.