ფიფას პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის შესაძლო მატებასთან (40 გუნდამდე) დაკავშირებით შესაძლოა, მუნდიალზე უეფას წარმომადგენელთა რიცხვი 14 ნაკრებამდე გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 ევროპული გუნდი მონაწილეობდა. 2018 წელს გასამართ მუნდიალზე ევროპიდან 14 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან მასპინძელ რუსეთის ეროვნულ გუნდს ავტომატურად ენიჭება ტურნირზე თამაშის უფლება.
ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი უკვე განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული.