მარეზი რანიერის: “მადლობა, შენ პირველივე დღიდან გჯეროდა ჩემი”

ბრიტანული “ლესტერ სიტის” ალჟირელი ლიდერი, რიად მარეზი გუნდიდან კლაუდიო რანიერის წასვლას გამოეხმაურა, რომელმაც გასულ სეზონში შეუძლებელი შეძლო და “მელიებს” პრემიერ ლიგა მოაგებინა.

“რანიერი დიდებული ადამიანია, მისი დახმარებითაც ახალი ისტორია დავწერეთ.

მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ის საჭირო დროს ყოველთვის ჩემთან იყო, ყოველთვის იმას მაძლევდა, რაც მჭირდებოდა.

ჩემი პირველივე დღიდან გჯეროდა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე. წარმატებებს გისურვებ, ღმერთმა დაგლოცოს,” – ვკითხულობთ მარეზის მიერ გამოქვეყნებულ გზავნილში.

მარეზი წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელეს, ობამეიანგი მეორეზეა

ბრიტანული “ლესტერისა” და ალჟირის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რიად მარეზი 2016 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელეს.

აფრიკული ფეხბურთის კონფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მარეზმა, რომელმაც გასულ სეზონში “ლესტერს” პრემიერ ლიგის ჩემპიონობა მოაპოვებინა, 361 ქულა მიიღო.

რეიტინგში მეორე ადგილზე დორტმუნდის “ბორუსიასა” და გაბონის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი გავიდა, რომელიც მარეზს 48 ქულით ჩამორჩა (313).

მესამე ადგილზე კი “ლივერპულისა” და სენეგალის ნაკრების ჰავბეკი, სადიო მანე გავიდა 186 ქულით.

Goal: ჯეიმი ვარდის შემდეგ “ლესტერს” რიად მარეზიც დატოვებს

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, “ლესტერ სიტის” ალჟირელ ფეხბურთელს, რიად მარეზს გუნდის დატოვება სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ეცდებიან მის შენარჩუნებას.

პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა მას შემდეგ, რაც ბრიტანულ ჩემპიონატში 17 გოლისა და 11 ასისტის გაკეთება მოახერხა, ბევრი ევროპული გრანდის გული მოიგო.

მარეზმა ინგლისის ჩემპიონთან კონტრაქტი 2015 წლის აგვისტოში გაახანგრძლივა, რის შემდეგაც ის კვირაში 35,000 ფუნტს იღებს – გაცილებით ნაკლებს ვიდრე მისი თანაგუნდელი ჯეიმი ვარდი (80, 000), რომელიც “არსენალში” გადადის.

ალჟირელი ფეხბურთელის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს ლონდონური “არსენალი” და პარიზული “პსჟ” იმყოფებიან.

აგენტი: “მარეზმა შესაძლოა კლუბი დატოვოს”

რიად მარეზის აგენტი არ გამორიცხავს, რომ “ლესტერის” ალჟირელმა ლიდერმა, რომელიც პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, კლუბი დატოვოს.

“დიახ, რა თქმა უნდა არის იმის შესაძლებლობა, რომ მარეზმა კლუბი დატოვოს. ვიტყოდი, რომ ამის შანსები 50-50-ზეა.” – განაცხადა მან Guardian-თან ინტერვიუში.

“როდესაც ისე ასპარეზობ, როგორც რიადი, ბუნებრივია, რომ დიდი კლუბები ყურადღებას მოგაქცევენ. ის ძალიან ბედნიერია “ლესტერში”. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ, ამიტომაც, დარჩენა მისთვის კარგი ვარიანტი იქნება.

თუმცა, მის ასაკში მას შანსების გამოყენება მართებს. თუ დიდი კლუბი მასთან წინადადებით მოვა, ის აუცილებლად დაფიქრდება.”

The Sun: “არსენალის” მთავარი სამიზნე რიად მარეზი იქნება

ინგლისური გამოცემის, The Sun-ის ცნობით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობამ რიად მარეზი ზაფხულის ყველაზე პრიორიტეტულ სამიზნედ გაიხადა.

წყაროს ცნობით, არსენ ვენგერი მზად არის ტეო უოლკოტი გუნდიდან გაუშვას, თუ კი მის სანაცვლოდ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ალჟირელი მარეზის გადაბირებას შეძლებს.

როგორც იცით, მარეზი მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა იყო. ამ უკანასკნელმა პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში 34-ჯერ ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მეთოფეთა” რიგებში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებდნენ გრანით ჟაკასა და ნ’გოლო კანტესაც.

„Daily Mail“: მარეზი პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება

„ლესტერ სიტის“ ნახევარმცველი რიად მარეზი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდება, იუწყება ბრიტანული „Daily Mail“-ი.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ფეხბურთელი ამ ჯილდოს მიიღებს და მისი გადაცემის ცერემონიალისთვის უკვე ემზადებიან.

სეზონის საუკეთესო მოთამაშისთვის ტიტულის გადაცემის ცერემონიალი კვირას საღამოს ლონდონში შედგება, „ლესტერი“ – „სუონსის“ მატჩი კი ადგილობრივი დროით საღამოს ექვს საათზე დასრულდება. ამის გამო ფეხბურთელისა და მისი თანაგუნდელების ინგლისის დედაქალაქში პირადი ვერტმფრენით გადაყვანის ვარიანტიც განიხილება.

„The Sun“: მარეზი „არსენალის“ მთავარი სამიზნეა

„ლესტერ სიტის“ ნახევარმცველი რიად მარეზი „არსენალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება, წერს ბრიტანული „The Sun“-ი.

წყაროს ინფორმაციით, „მეთოფეები“ ალჟირელის შესაძენად საჭირო თანხას გამოყოფენ. ამჟამად ფეხურთელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ფუნტს შეადგენს. გამოცემა ასევე წერს, რომ ვენგერი მარეზის შეძენის სანაცვლოდ თავდამსხმელ თეო უოლკოტის გაშვებასაც დათანხმდება.

შვარცერი: “კანტეს, მარეზისა და ვარდის მომავალი კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”

“ლესტერ სიტის” კარის დარაჯი, მარკ შვარცერი თვლის, რომ ჯეიმი ვარდის, რიად მარეზისა და კანტეს მომავალი კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – თუ იტალიელი სპეციალისტი დარჩება, მაშინ “ლესტერს” მათი შენარჩუნების უფრო დიდი შანსი ექნება.

“ფეხბურთელებს რანიერი ძალიან მოსწონთ და მართლაც რომ აღიარებენ მის ეშხს, სიბრძნესა და წვლილს “ლესტერის” წარმატებაში.

კლუბისთვის რანიერის შენარჩუნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია. სწორედ მისი საშუალებით ავიდა “ლესტერი” ამ სიმაღლეზე.

ისეთი ფეხბურთელების მიმართ, როგორებიც არიან კანტე, ვარდი და მარეზი ინტერესს ბევრი გამოიჩენს. თუმცა მათი მომავალი კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.” – განაცხადა 43 წლის მეკარემ.

რანიერიმ რიად მარეზის ტრავმაზე ისაუბრა

როგორც იცით, მარეზს, რომელმაც 56-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა და გუნდი 5 ქულით დააშორა უახლოეს მდევრებს, მოედნის დატოვება მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოუწია. მიზეზად მუხლის ქვედა მყესის დაზიანება დაასახელეს.

თუმცა, “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი აცხადებს, რომ საქმე ტრავმასთან არ გვაქვს და ის უბრალოდ დასვენების მიზნით შეცვალა.

“საქმე ტრავმასთან ნამდვილად არ გვაქვს, მან მხოლოდ მცირე ტკივილი იგრძნო. უბრალოდ მისი დასვენება გადავწყვიტე. მე ის ბოლო წუთებამდე არ შევცვალე, რათა ნახევარდაცვა უფრო ძლიერი ყოფილიყო.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი “ლესტერი” მომდევნო მატჩს შინ, “ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართავს 14-ში.

მარეზი: ” თავდაპირველად “ლესტერი” მორაგბეების კლუბი მეგონა”

რიად მარეზმა აღიარა, რომ იმ კლუბის შესახებ, რომელშიც ახლა ასპარეზობს 2014 წელს არაფერი იცოდა, მეტიც მას ეგონა, რომ “ლესტერი” მორაგბეების კლუბი იყო.

“ლესტერის” შესახებ არაფერი ვიცოდი. საფრანგეთში მართლა ასე იყო, ამ გუნდს არავინ იცნობდა, რადგანაც მაშინ ისინი ჩემფიონშიპში თამაშობდნენ. პირადად მე მგონა, რომ ეს მორაგბეების კლუბი იყო.

“არ ვიცი ….” – ასეთი ვიყავი. თუმცა აქ უამრავი ღირსშესანიშნაობა დამხვდა, რაც ძალიან მომეწონა. ნამდვილად არ ვნანობ, რომ ამ კლუბს შევუერთდი.

ეს “ლესტერის” საუკეთესო სეზონია მთელ მის ისტორიაში, უბრალოდ ასე უნდა განვაგრძოთ. ჩვენ ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ.” – განაცხადა ალჟირელმა FourFourTwo-სთან ინტერვიუში.

რანიერი:” მარეზი თავისუფალია, მას კლუბის დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლია”

“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ რიად მარეზს კლუბში არავის აკავებს და რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია სხვა კლუბში გადაბარგება.

“ბუნებრივია, რომ ყველა ფეხბურთელის შენარჩუნება გვსურს. ჩვენ რიადის გვჯერა, თუმცა თუკი ის გადაწყვეტს, რომ წასვლა უნდა და მეტყვის: ‘ბოს, ძალიან მინდა იქ წასვლა’ მე მას გავუშვებ და წარმატებებს ვუსურვებ.

პირველ რიგში მინდა ის, რომ თითოეული ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს რიგებში ირიცხება ბედნიერი იყოს. ადრე თუ გვიან ჩვენც გავიზრდებით, როგორც კლუბი და გავხდებით უფრო დიდი. რა თქმა უნდა არა ისეთი, როგორიც “რეალი” და “ბარსელონაა”.

მე რომ რიადი ვყოფილიყავი, ჩემს თავს ვეტყოდი: ‘ ჩემი გადაბირება ძალიან ბევრს სურს, ამიტომაც მე მათ უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენო, რათა ჩემით დაინტერესდნენ.’