Sport: რონალდუს შეძენა 60 მილიონად იქნება შესაძლებელი, “რეალს” კი კიდევ 9 ფეხბურთელი დატოვებს

Sport-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენტინო პერესი მზადაა ზაფხულში გუნდიდან 10 ფეხბურთელი გაუშვას, მათ შორის ლიდერებიც.

წყაროს ცნობით, საუბარი ეხება კრიშტიანო რონალდოსა და სერხიო რამოსსაც, რომლებმაც უკვე მოითხოვეს სატრანსფერო ფანჯარაზე გასვლა. პორტუგალიელის შეძენა კლუბებს 60 მილიონ ევროდ შეეძლებათ, რამოსის კი – 20-25 მლნ. ევროდ.

აღნიშნულ სიაში მოხვდა ხამეს როდრიგესიც, ისევე როგორც მისი უშუალო კონკურენტი – ისკო. პერესის აზრით ვერც კროოსი ვერ გამოიყურება სათანადოდ, ამიტომაც შესაძლოა ის უკან, ბუნდესლიგაში გაუშვან.

კლუბის დატოვება მოუწევს პეპესა და ალვარო არბეოლასაც, ისევე როგორც კაზემიროს, ხესესა და დანილოსაც, რომელიც გასულ ზაფხულს შეუერთდა “ბლანკოსს”.