როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი).
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია).
საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).