“ბარსელონა” კოპა დელ რეის გამარჯვებულია! (ვიდეო)

მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ესპანეთის სამეფო თასის ფინალი შედგა: კატალონიის “ბარსელონა” ანდალუსიის “სევილიას” წინააღმდეგ.

მატჩი “ბლაგურნას” უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-14 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა. 17 წუთში ლიონელ მესიმ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, მე-40 წუთზე ურუგვაელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახავარში, 52-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მეოთხეც შეაგდო. 69-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ანგარიში 0-5 გახადა. საბოლოოდ, სწორედ ამ ანგარიშით იმარჯვა კატალონიურმა გრანდმა.

“ბარსელონამ” ზედიზედ მეოთედ მოიგო ეს ტიტული!

 

სერხი რობერტომ ტრავმა მოიშუშა და “მურსიასთან” თამაშს შეძლებს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, სერხი რობერტომ ლაზარეთი დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება დღეს ერნესტო ვალვერდეს კოპა დელ რეის 1/32 ფინალში შეეძლება. “ბლაგურნა” “მურსიას” დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ რობერტომ ტრავმა 31 ოქტომბერს “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრაში მიიღო. ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩში ესპანელს მარჯვენა ფეხის ბიცეპსი დაუზიანდა, რის გამოც ერთი თვე უქმობა მოუწია. თუმცა, მან დაზიანების სრულიად აღმოფხვრა მოახერხა, სწორედ ამიტომ დღეს ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 3-0 დასრულდა.

ზიდანი: “კატალონიაში მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდივართ”

კატალონიაში დაძაბული სიტუაციაა. ადგილობრივების უმრავლესობა რეფერენდუმის გზით დამოუკიდებლობას ითხოვს. სწორედ ამ პერიოდში (29 ოქტომბერი) იქ მადრიდის “რეალი” ჩაფრინდება და ადგილობრივ “ჟირონას” დაუპირისპირდება.

ხვალ “ბლანკოსი” ესპანეთის კოპა დელ რეის 1/16 ფინალში “ფუენლაბრადას” შეერკინება. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კატალონიაში ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება.

“იქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ. რა თქმა უნდა, ჩვენს უსაფრთხოებაზეც ვფიქრობთ. თუმცა, ახლა მთავარი შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შინ სამი ქულით დავბრუნდეთ,” – აცხადებს “ზიზუ”.

ფრანგმა კოპა დელ რეის შეხვედრაზეც ისაუბრა.

“ტურნირის ფორმატი შეცლვილია და ეს, როგორც მწვრთნელს ან ფეხბურთელს, არასდროს მომიგია. იმედი მაქვს, წელს ამას მოვახერხებ. ხვალინდელ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით,” – ამბობს ზიდანი.

 

“ბარსას” კოპა დელ რეის ფინალის ჩატარება “ბერნაბეუზე” სურს

სად ჩატარდება კოპა დელ რეის ფინალი? ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველ წელს საკმაოდ მწვავე დებატები იმართება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია.

კატალონიური “ბარსელონა”, რომელიც სამეფო თასის პირველი ფინალისტი გახლავთ და რომელსაც “სელტას” ან “ალავესის” წინააღმდეგ მოუწევს თამაში, ფინალის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარების მომხრეა.

აღსანიშნავია, რომ “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ” შესაძლო ვარიანტთაგანი საუკეთესოა ადგილების რაოდენობის მხრივ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” ალტერნატიულ ვარიანტად ფინალის “ვისენტე კალდერონზე” ჩატარებას განიხილავენ.

“ატლეტიკო” – “ბარსელონა”: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

1 თებერვალს, კოპა დელ რეის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მადრიდული “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე კატალონიურ “ბარსელონას” მიიღებს.

უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობები გავლენ გუნდები მოედანზე.


მადრიდის “ატლეტიკო”: მოია; გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუისი, ხუანფრანი, ფერეირა კატასკო, გაბი, კოკე, საული, ანტუან რიზმანი, ვრსალკო

“ბარსელონა”: სილესენი; უმტიტი, ჟერარ პიკე, ჯორდი ალბა, მასკერანო, რაკიტიჩი, სერხი რობერტო, ანდრე გომეში, ნეიმარი, მესი, სუარესი

“რეალმა” “სევილიას” რამოსისა და რონალდუს გარეშეც მოუგო (ვიდეო)

ესპანეთის თასის, იგივე კოპა დელ რეის 1/8 ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი 5 იანვარს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც “რეალს” სამპაოლის “სევილია” დაუპირისპირდა.

გამომდინარე იქიდან, რომ “თეთრებს” ორი ლიდერის, სერხიო რამოსისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე უწევდათ თამაში, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ “რეალს” ამ მატჩის მოგება უნდა გაჭირვებოდა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

რონალდუს არყოფნაში, ლიდერობა ხამეს როდრიგესმა იტვირთა. “რეალმა” მატჩის ბედი პირველივე ტაიმში, ხამესის დუბლისა და ვარანის გოლის წყალობით გადაწყვიტა. განმეორებითი მატჩი 13 იანვარს, “სანჩეს პისხუანზე” უნდა გაიმართოს.


“რეალი”: კასილია; მარსელო, ნაჩო, ვარანი, კარვახალი; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ასენსიო (ისკო 68′), მორატა (დიასი 83′), როდრიგესი (დანილი 79′)

მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“სევილია”: რიკო; მარიანო, რამი, მერკადო, ესკუდერო; ნ’ზონზი, იბორა; ნასრი, განსო, ვიტოლო; კორეა (ბენ იედერი 82′)

მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: ხამეს როდრიგესი 11′, ვარანი 29′, ხამეს როდრიგესი


სერხიო რამოსი 2017 წლის პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებს

2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” და “კაშიმა ანთლერსი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩში “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მარჯვენა ფეხის ერთ-ერთ კუნთზე ტრავმა მიიღო.

როგორც ირკვევა, ესპანელ მცველს ისევ აქვს მცირე ტკივილი დაზიანებულ ფეხზე. ზიდანის, რამოსისა და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სერხიო 2017 წლის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მატჩში, რომელიც 5 იანვარს, 00:15 საათზე გაიმართება, “თეთრები” სამეფო თასზე “სევილიას” დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება წლის მეორე შეხვედრას (7 იანვარს) იგი პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართება. “რეალი” აქ “გრანადას” დაუპირისპირდება. რამოსი ამ თამაშს 5 ყვითელი ბარათის ქონის გამო გამოტოვებს.

შესაბამისად, მადრიდელთა კაპიტანი გუნდს 13 იანვარს “კოპა დელ რეის” განმეორებით შეხვედრაში დაუბრუნდება.

ნადალი: “ბარსელონამ” “სევილია” სათანადოდ უნდა შეაფასოს”

კატალონიური “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს, მიგელ ანხელ ნადალს იმედი აქვს, რომ “ბარსელონა” სათანადოდ შეაფასებს “სევილიას” ძალებს, რომელიც კატალონიელებს კოპა დელ რეის ფინალში დაუპირისპირდება.

“ვფიქრობ, რომ ბოლო დროს “სევილიამ” ყველას დაუმტკიცა, რომ ძალიან საშიში გუნდია. ვაღიარებ, რომ ფავორიტი “ბარსელონაა”, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც თითოეულ მეტოქეს პატივი უნდა სცე.

საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ კოპას ფინალი დიდებული მატჩი იქნება. ეს არის შესანიშნავი შანსი “ბარსასთვის” კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებისა, რაც სეზონის კარგი დასასრული იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი მატჩი გამოვა.”

2017/18 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა “ატლეტიკოს” ახალ სტადიონზე გაიმართოს

მადრიდული “ატლეტიკოს” პრეზიდენტს, ენრიკე სერეზოს ძალიან უნდა, რომ 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს კლუბის ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს.

სტადიონი 2017 წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს მზად, შედეგად “როხიბლანკოს” მატჩებს არა 55,000, არამედ 70,000 მაყურებელი დაესწრება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ სტადიონის გახსნის პირველივე წელს, ჩვენ ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის ფინალს ვუმასპინძლებთ. ამ სტადიონზე თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა.”

ზიდანი: ” წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ფინალი “ბერნაბეუზე” გაიმართება”

კატალონიური “ბარსელონას” მოთხოვნას, კოპა დელ რეის ფინალის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარების შესახებ მადრიდის “რეალის” თავკაცი, ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა.

როდესაც ჟურნალისტებმა ფრანგ სპეციალისტს ამ საკითხის შესახებ დაუსვეს კითხვა, მან განაცხადა: “ ეს  კლუბისხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. ამ დროისთვის მე “ატლეტიკთან” მატჩზე ვარ კონცენტრირებული.

წინააღმდეგი არ ვარ, რომ “ბარსელონამ” ჩვენს სტადიონზე ითამაშოს. ამ მატჩს აუცილებლად ვუყურებ, რადგანაც კარგი მატჩებისთვის თვალის დევნება ძალიან მსიამოვნებს. ჩემთვის სულ ერთია თუ ვინ მოიგებს.” – განაცხადა ზიდანმა.

ინიესტა: „ადვილი ნახევარფინალი არ გველის“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვით, მისი გუნდი ტურნირის გადამწყვეტი მატჩის საგზურს „ვალენსიასთან“ გაითამაშებს.

„ნებისმიერ მეტოქესთან, ნახევარფინალი ადვილი არ იქნება. ფინალში გასვლა გვსსურს, ამისთვის ორივე მატჩში კარგად უნდა ვითამაშოთ. ვფიქობ, „ვალენსია“ კარგ ფორმაშია“, – ციტირებს ფეხბურთელს ესპანური „მარკა“.

ჩერიშევი: “რაც არ მკლავს, მაძლიერებს”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი დენის ჩერიშევი რამდენიმე დღის წინათ მომხდარი შემთხვევის გამო დადარდიანებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “სამეფო კლუბმა” რუსი ნახევარმცველი ათამაშა, რომელსაც გასული წლის გათამაშებიდან დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი. ჩერიშევმა სამი ყვითელი ბარათი 2014-15 წლების სეზონში მიიღო, როდესაც იჯარის წესით “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა. ამის გამო “კადისმა” დაიჩივლა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კი სარჩელი დააკმაყოფილა და “რეალი” ტურნირიდან მოკვეთა.

ჩერიშევმა სოციალურ ქსელში ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი ფრაზა გამოაქვეყნა.

“რაც არ მკლავს, მაძლიერებს”, – დაწერა “რეალის” რუსმა ფეხბურთელმა.