კარიკატურა: რობერტო ფირმინო გაცივდა!

სერხიო რამოსს, მოჰამედ სალაჰისთვის ტრავმის მიყენების შემდეგ, ლორის კარიუსისთვის იდაყვის განძრახ ჩარტყმაც დააბრალეს. ამის შემდეგ ესპანელმა განაცხადა, რომ ახლა იმასაც იტყვიან, ჩემი ოფლის წვეთი რობერტო ფირმინოს მოხვდა და ამის გამო გაცივდაო.

ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

სებალიოსი კარიუსს სპოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მხარს უჭერს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალმა” მერსესაიდის “ლივერპულს” სამი გოლი გაუტანა. ორი მათგანი ინგლისელთა მეკარის, ლორის კარიუსის შეცდომების შედეგად გავიდა. გერმანელი მატჩის ანტიგმირი გახდა და შეხვერდის შემდეგ ბევრმა გააკრიტიკა. თუმცა, “ბლანკოსის” ნახევარმცველმა, დანი სებალიოსმა მეკარის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

“დაცემა ნებადართულია, თუმცა ადგომა სავალდებულო! დიდი თანადგომა, მეგობარო! ფეხბურთი ყოველთვის გვთავაზობს მეორე შანსს. წავედით!”

იურგენმა ნევილს შეუტია: “რატომ აქვს მას ამაზე საუბრის უფლება?”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ენფილდელთა” გერმანელი მეკარე, ლორის კარიუსი კრიტიკოსებისგან დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ კარიუსის შეცდომებმა, რომლებმაც “ლივერპულის” ქულების დაკარგვა გამოიწვია, ტელეწამყვანების, ჯეიმი კარაგერისა და გარი ნევილის განრისხება გამოიწვია. ამ უკანასკნელებმა კი მეკარეს საჯაროდ საუბრისას ურჩიეს “მოეკეტა და თავისი საქმე გაეკეთებინა”.

“პირველ რიგში, ჩემი საქმე ჩემი ფეხბურთელების დაცვაა. თუმცა მოედანზე ისინი მარტონი არიან, თითოეულ მათგანს ვერ ვუკარნახებ, რა არის სწორი და რა – არა.

ტელეწამყვანები ყოფილი ფეხბურთელები არიან და ალბათ დაავიწყდათ, თუ რას ნიშნავს, როდესაც ასე გაკრიტიკებენ – განსაკუთრებით კი ნევილებს.

და საერთოდ, რატომ აქვს მას ამაზე საუბრის უფლება მაშინ, როდესაც ყველამ ვნახეთ, რომ ფეხბურთელების განსჯა ასე ცუდად გამოსდის.” – განაცხადა კლოპმა.

იურგენ კლოპი: “მართალია მინოლეს წყინს, თუმცა “ლივერპულის” პირველი ნომერი ახლა კარიუსია”

ინგლისური “ლივერპულის” თავკაცმა გუნდში არსებულ მეკარეების პრობლემაზე ისაუბრა.

“ის ნამდვილი პროფესიონალია, რამდენჯერმე მომიწია მასთან ამ თემაზე საუბარი, რადგანაც მისგან სრულყოფილი პასუხის მიღებას ვერ ვახერხებდი.

ვერ ვეტყვი: “შენ ცუდი ხარ, ის კი კარგია და ამიტომაც ვათამაშებ ხოლმე მას.” საქმე უხერხულობასთან გვაქვს. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და მივიღე კიდეც. რა თქმა უნდა, მას ეს არ უხარია, მაგრამ ის ამავდროულად ძალიან სერიოზული პიროვნებაცაა, ნამდვილი პროფესიონალი.

ჩვენთვის ეს ყველაზე კომფორტული სიტუაციაა, რისი წარმოდგენაც შეიძლება – ჩვენ ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან. ორივე მათგანი თავდაუხრელად მუშაობს, რაც ნამდვილად მახარებს.” – განაცხადა კლოპმა.

კარიუსი: “ლივერპულს” “მანჩესტერის” არ ეშინია!”

17 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

მესრესაიდული კლუბის მეკარემ, ლორის კარიუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მანჩესტერული გუნდის არ ეშინიათ და ყველაფერს იზამენ 3 ქულის მოსაპოვებლად.

“მანჩესტერ იუანიტედი” შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვართ კოლექტივი, რომელსაც შეუძლია საკუთარ მოედანზე იდეალურად ასპარეზობა.”

“ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ მოწინააღმდეგის არ გვეშინია და ვიცით, რომ მოგება შეგვიძლია!”

“ლივერპულს” ამ სეზონში დიდი გეგმები აქვს, ამიტომ ასეთ მატჩებს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ორშაბათ საღამოს “მანჩესტერს” უნდა მოვუგოთ და ამაში დიდ წვლილს ჩვენი გულშემატკივრებიც შეიტანენ,” – განაცხადა კარიუსმა.

კარიუსი: “ლივერპულს” “მანჩესტერის” არ ეშინია”

ლორის კარიუსის თქმით, იურგენ კლოპის “ლივერპულს” სულაც არ ეშინია იმის, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში მათ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

“მანჩესტერ იუნაიტედი” კარგი, ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც არანაკლებ კარგი გუნდი გვყავს. ამასთან, ჩვენ სახლში ვთამაშობთ.” – განაცხადა “წითლების” ახალწვეულმა.

“ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, თუმცა მათი ნამდვილად არ გვეშინია. ვიცით, რომ ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვმართებს.

ჩვენ კარგი გეგმა გვექნება – ან ერთზე მეტი გეგმა – ასე რომ, კარგად ვიქნებით მომზადებულბი. გულშემატკივრები კი ზურგს მაქსიმალურად გაგვიმაგრებენ. ასე რომ, ყველანი მოუთმენლად ველით ამ მატჩს.”

“ლივერპული”: კარიუსი ტრავმის გამო რვიდან ათ კვირამდე იუქმებს

რამდენიმე დღის წინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის, სადაც ლონდონელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

გარდა წაგებისა, როგორც აღმოჩნდა, ეს შეხვედრა “ლივერპულელებისთვის” იმითაც გამოდგა სამწუხარო, რომ ტრავმა მიიღო გუნდის 22 წლის მოთამაშემ, ლორის კარიუსმა. მან ხელი დაიზიანა.

როგორც შემდგომში გაირკვა, ახლაგაზრდა ფეხბურთელს ხელი აქვს მოტეხილი და მას 8-დან 10 კვირამდე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა.

ოფიციალურად: “ლივერპულმა” “მაინცის” მეკარე გაიფორმა

ინგლისური “ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “მაინცის” მეკარე ლორის კარიუსი ამიერიდან “ენფილდზე” იასპარეზებს.

22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც ბუნდესლიგის 91 მატჩში მიიღო მონაწილეობა, “ლივერპულმა” 4.7 მილიონი ფუნტი გადაიხადა. კარიუსი “ენფილდზე” 1-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც აქამდე თავისუფალი იყო.

კარიუსი საკმაოდ აგრესიული ტიპის მეკარე გახლავთ, რომელიც შესანიშნავად მოქმედებს საკუთარ საჯარიმოში. “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მოთამაშე სიმონ მინოლეს დიდ კონკურენციას გაუწევს.