კარიკატურა: “ჩელსის” ფეხბურთელები და მწვრთნელი ცირკის ჯამბაზების როლში

გუშინ ლონდონის “ჩელსი” ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში “უოტფორდთან” ანგარიშით, 1-4 განადგურდა.

ომარ მომანიმ ანტნიო კონტე, ოლივიე ჟირუ, ედენ აზარი და დავიდ ლუისი ცირკის მონაწილე ჯამბაზებს შეადარა.

 

კარიკატურა: ნ’გოლო კანტემ მოურინიოს თითები დაუჩეჩქვა (ფოტო)

გუშინ ინგლისის ასოციაციის თასზე ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ უნაიტედი” დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ მომენტში ჟოზე მოურინიომ ლონდონელ ფანებს სამი თითი უჩვენა, რითაც “ლურჯების” დამოძღვრის დროს მოგებული სამი ტიტული შეახსენა. ამაყად მდგარი სეუ ჟზოე კანტეს გოლმა გააჩუმა.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ შემოგთავაზა კარიკატურა, სახელწოდებით: “ნ’გოლო კანტემ მოურინიოს თითები დაუჩეჩქვა”.

ტიერი ანრი: “კანტესთან მივედი და ვკითხე: “შენ ნამდვილად არსებობ?”

ტიერი ანრი ცოტა ხნის წინ ლონდონის “ჩელსის” ვარჯიშს დაესწრო. ფრანგმა ლეგენდამ ამ თემაზე საჯაროდ ისაუბრა.

“გასულ კვირაში “ჩელსის” სავარჯიშო ბაზაზე ვიყავი. განსაკუთრებით, აზარისა და კანტეს სამზადისი მაინტერესებდა. ერთ-ერთ მომენტში მინდორზე ჩავედი, ნ’გოლოს მხარზე მივარტყი ხელი. მაინტერესებდა, ის რეალური არსება იყო თუ არა. შემდეგ კი ხუმრობით ვუთხარი: “კი, კი, შენ რეალური ხარ!” და გავიცინეთ.”

“ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ  პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ იგი სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშედ არ დაასახელოს. ის გენიალურ სპორტსმენია,” – აცხადებს ანრი.

ვენგერი: “ჩელსის” ამ ფეხბურთელის შეძენა ორჯერ ვცადე”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჩელსის” ნახევარდაცვის ბურჯზე, ნ’გოლო კანტეზე ისაუბრა. ფრანგმა განაცხადა, რომ მისი თამამემამულის შეძენას ორს სხვადასხვა შემთხვევაში ცდილობდა.

“ვუყურე “ლივერპულისა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრას. იმ თამაშში ლონდონელების ქულის მოპოვებაში განუსაზღვრელი წვლილი ნ’გოლომ შეიტანა. სულაც არაა გასაკვირი, რომ ლონდონელები ახლა იმ პოზიციაზე იმყოფებიან, სადაც ადრე “ლესტერი” იყო. კანტეს მიერ, “მელიების” დატოვების შემდეგ კი მათი ნახევარდაცვა ისეთი ეფექტური ვეღარ არის.”

 

“რა თქმა უნდა, კონტეს გუნდის წარმატებაში დიდ როლს კოშტა და აზარი თამაშობენ, თუმცა კანტეც შეუდარებელია. მისი გავლენა აშკარად შესამჩნევია.”

“მიცდია თუ არა მისი შეძენა? დიახ, თანაც, ორ სხვადასხვა დროს: როცა ის საფრანგეთში თამაშობდა და, ასევე, “ლესტერში” ასპარეზობის დროს. დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა სამწუახროა, რომ ყველაფერი ასე მოხდა, ” – განაცხადა ვენგერმა.

რანიერი: “კანტეს გაშვება ძვირად დაგვიჯდა”

ინგლისის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ “ჩელსისთან” განადგურების (3-0) შემდეგ აღნიშნა, რომ ნ’გოლო კანტე, რომელიც ზაფხულში “ლესტერიდან” “ჩელსიში” გადაბარგდა, გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო.

როდესაც მას კითხეს, იყო თუ არა ეს მარცხი დამსახურებული კანტეს გაყიდვის გამო, მან განააცხადა: “დიახ, ასე იყო. თუმცა ამარტიც კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობებს.

ისინი განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები არიან. რა თქმა უნდა, ნ’გოლო კანტე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები. გუნდი ერთმა კაცმა, ერთი კაცის აზროვნებამ შეცვალა.

ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ ამარტის თამაშით, ის უდიდეს პროგრესს განიცდის.”

“I am very, very happy with Amartey, improving in every match.”

კანტე: “მემუდარებოდა, რომ მის გუნდში გადავსულიყავი…”

ნ’გოლო კანტე გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მან “ლესტერ სიტისთან” ერთად პრემიერ ლიგა მოიგო და მისი ყოფილი კლუბის წარმატების შემოქმედი იყო. იგი ევრო 2016-ზეც შესანიშნავად გამოვიდა. გასაკვირი არაა, რომ კანტემ ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ, მან კონტეს “ჩელსის” მიაშურა, სადაც უკვე ადაპტაცია გაიარა და შესანიშნავად ათამაშდა.

ცოტა ხნის წინ კანტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ჩელსისთან” ერთად მისი შეძენა “მანჩესტერ იუნატედსაც” ძალაინ სურდა…

“როდესაც “ჩელსისა” და “ლესტერს” შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ჟოზე მოურინიომ დამირეკა და მის გუნდში გადასვლას მთხოვდა… მან ძალიან ბევრი არგუმენტი მომიყავანა, რატომ უნდა შევერთებოდი “წითელი ეშმაკების” კოლექტივს. ვუსმენდი მშვიდად, მაგრამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა.”

“ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი, როცა “არისტოკრატებს” შევუერთდი. ამ გუნდთან ერთად დიდი წარმატებისთვის ვიბრძოლებ!” – განაცხადა ფრანგმა საყრდენმა.

რანიერი: “ძალიან გამეხარდება, თუ მაჰრეზი ასე მოიქცევა”

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, რიად მაჰრეზმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ლესტერის” შემადგენლობაში და ბევრი გრანდის ინტერესის ქვეშ მოექცა. მათ შორის, ყველაზე მეტად “არსენალი” აქტიურობს. ასევე, 25 წლის მოთამაშეს სხვა ევროპულ გუნდებსაც უკავშირებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “მელიების” დამრიგებელმა, კლაუდიო რანიერიმ.

“მაჰრეზი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. მოხარული ვიქნები თუ ის ჩვენთან დარჩება. ის ჩვენი ვარსკვლავია. წავიდეს სხვა გუნდში? რატომ? მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი გამოჩენილი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ, დატოვონ ერთი კლუბი და სხვა გააძლიერონ, მაგრამ რიადი ჩვენთან თუ დარჩება, ეს “ლესტერისთვის” ძალიან  დიდი წარმატება იქნება. “

“ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ვიცი მისი შესაძლებლობები. მაგრამ წარმოიდგინეთ, მაჰრეზი სხვა კლუბში გადავიდა,სადაც უამრავი ვარსკვლავია. ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ იგი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს და ცოტა დრო მიეცეს თავის გამოსაჩენად. მე კი ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მას. რიადს არასდროს შევუზღუდავ დროს იმისთვის, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს,” – განაცხადა რანიერიმ.

“ჩელსი”: კანტე გუნდს გვიან შეუერთდება

სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კანტე “ჩელსიში” გადავიდა 30 მილიონ ფუნტად. როგორც გაირკვა, 25 წლის მოთამაშე მონაწიელობას არ მიიღებს ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაში, “ერზე პელეტსის” წინააღმდეგ. ფრანგი კალიფორნიაში შუერთდება “ჩელსის”, სადაც ლონდონელები ქალაქ პასადენაში 28 ივლის “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” ეგიდით გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ედენი აზარი, სესკ ფაბრეგასი და გარი კეჰილი, ასევე, სწორედ კალიფორნიაში შეუერთდებიან გუნდს.

 

“ლესტერმა” კანტეს შემცვლელს მიაგნო

რამდენიმე დღის წინ ნ’გოლო კანტემ დატოვა “ლესტერ სიტი” და ოფიციალურად შეუერთდა ლონდონის “ჩელსის”. ამის შემდეგ ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ ვის უნდა შეეცვალა ფრანგი საყრდენი…

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მელიები” 25 წლის  მოთამაშის შემცვლელად ბელგიის ნაკრებისა და “ზენიტის” ფეხბურთელს, აქსელ ვიტსელს განიხილავენ. ინგლისის ჩემპიონების გარდა, ნახევარმცველით “ევერტონი”, “იუვენტუსი” და “ინტერი” ინტერესდება. წესით, ვიტსელმა “პრემიერ ლიგაში” ასპარეზობა უნდა აირჩიოს.

აქვე გეტყვით, რომ აქსელს 2017 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი გუნდთან და იგი 20-დან 25 მილიონ ევრომდეა შეფასებული.

კანტე 99%-ით “პრემიერ ლიგის” გრანდში ითამაშებს

ნ’გოლო კანტესთვის კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა გასული სეზონი. მან “პრემიერ ლიგის” ტიტული მოიპოვა “ლესტერის” შემადგენლობაში და ითამაშა საფრანგეთის ნაკრებში, რომელთანაც ერთად “ევროპის ჩემპიონატის” ფინალში მიიღო მონაწილეობა. გასაკვირი არ იყო, რომ ფრანგ ფეხბურთელზე ძალიან ბევრი გრანდი აცხადებდა პრეტენზიას. რანიერის კი მისი შეგირდის შენარჩუნება სურდა. “მელიების” ხელმძღვანელობა 25 წლის სპორტსმენს ახალი კონტრაქტიც კი შესთავაზა გაუმჯობესებული პირობებით, მაგრამ…

უკვე გაირკვა, რომ კანტე სულ ცოტა ხანში ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ფრანგი მოთამაშე 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს “არისტოკრატებთან”. რაც შეეხება ხელფასს, ამის დეტალები ჯერ არაა ცნობილი. მოკლედ, კანტეს “გალურჯება” უკვე დროის საქმეა.

“ჩელსიმ” “ლესტერს” კანტეს სანაცვლოდ “მსუყე” თანხა შესთავაზა

ფრანგმა ფეხბურთელმა, ნ’გოლო კანტემ გასული სეზონი როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე შესანიშნავად ჩაატარა და რამდენიმე გუნდის ყურადღება მიიპყრო. მოკლედ რომ ვთქვათ, კანტე ლონდონის “ჩელსის”, მადრიდის “რეალს” და ჩინურ “შანხაი ტელეისსაც” სურს. ამას ემატება ისიც, რომ “მელიებმა” 25 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს გაუმჯობესებული პირობებით.

გავლენიანი გამოცემა, “Telegraph”-ი იტყობინება, რომ “არისტოკრატების” თავკაცს, ანტონიო კონტეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა კანტეს დაკარგვა და მასში საკმაოდ “მსუყე” თანხას, 29 მილიონ ფუნტს ჩამოდის. “ლესტერის” ხელმძღვანელობა, წესით, ამ შემოთავაზებაზე კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან საქმე პატარა თანხას ნამდვილად არ ეხება. ამ ფულის აღების შემთხვევაში, ინგლისელებს შეუძლიათ, მინიმუმ ორი ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იყიდონ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები…

კანტემ შესაძლოა, ჩინეთის ჩემპიონატში ითამაშოს

ესპანური გამოცემა, AS-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნ’გოლო კანტეთი ჩინური “შანხაი” ინტერესედება. აზიელები ფრანგ მოთამაშეში 40 მილიონ ევროს ჩამოდიან. ეს 15 მილიონით მეტია იმ ფასზე, რომლადაც “ლესტერს” კანტე ჰყავს შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ “მელიებმა” საყრდენ მოთამაშეს უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება კვირაში 120 000 ევრო იქნება. ნუ დაგვავიწყდება მადირიდის “რეალი”, რომლის თავკაცს, ზინედინ ზიდანს მისი თანამემამულის გადაბირება ძალიან სურს. მოკლედ, კანტეს ამ ზაფხულზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.