“ბატემ” “ალაშკერტს” სომხეთში სძლია – გვილია სათადარიგოთა სკამზე დარჩა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე სკავალიფიკაციო ეტაპის განმეორებთი მატჩები იმართება.

ერევანში ადგილობრივი “ალაშკერტი” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვაკო გვილია. იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

დაპირისპირებაში ანგარიში სომხებმა გახსნეს. თუმცა, შემდეგ სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს. ორი მატჩის ჯამში – 4-2 “ბატეს” სასარგებლოდ და შემდგ ეტაპზე სწორედ გვილიას კლუბი გავიდა.

 

“ალაშკერტის” მწვრთნელი: “ჩვენი მთავარი ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო”

“ალაშკერტის” მწვრთნელმა, აბრაჰამ ხაშმანიანმა დღევანდელი მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველი თამაში ორი ბურთის სხვაობით წავაგეთ და მეორე მატჩში უნდა შეგვეტია. სწორედ ეს დავავალე ბიჭებს. ჩვენი მთავარი ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო. დიდი ძალებით გადავედით წინ და თავდაცვა კარგად ვერ მოვახერხეთ, რამაც, საბოლოო ჯამში, ის გამოიწვია, რომ  “დინამომ” გაგვიტანა და უარეს დღეში ჩავვარდით.”

“მეორე ტაიმში მეტოქე მოდუნდა და შევძელით გათანაბრება,მაგრამ  შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ანგარიშის გაზრდა. ვულოცავ “დინამოს”. ჩემს ბიჭებს კი მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც გააკეთეს. ამ რესურსით უფრო დიდ მიზნებზე ფიქრი რთულია.”

წყარო: armfootball.com

 

იურაი იარაბეკის მატჩისშემდგომი კომენტარი

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა “ალაშკერტის” ბარიერის გადალახვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“”ალაშკერტს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ისინი სომხეთის ჩემპიონები არიან. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრა მოვიგეთ დამაჯერებლად, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, ჯერ არაფერი იყო დამთავრებული. ისინი უნდა გასულიყვნენ მოედანზე, შეეტიათ და ებრძოლათ გასატანად,როგორც ეს პირველ შეხვედრაში გააკეთეს. ჩვენ მოვახერხეთ მეტოქის კარის აღება.

“შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ არ უნდა გაჩერებულიყვნენ და კონცენტრაცია არ დაეკარგათ. სამწუხაროდ, ერთი გოლი გავუშვით, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს!”

წყარო: Armfotball.Com

პარუნაშვილი: “იდეალური პირველი ტაიმი იყო”

დღეს თბილისის “დინამომ” ერევანში “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ჩაატარა “ალაშკერტის” წინააღმდეგ. მატჩი 1:1 დასრულდა და ქართველები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ; ორი თამაშის ჯამში – 3:1.

დედაქალაქური გუნდის მოთამაშემ, ლაშა პარუნაშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“საერთო ჯამში, კარგი მატჩი გამოვიდა. დეტალურად რომ მივყვეთ, პირველი ტაიმი იდეალური იყო. ზედმიწევნით შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები. საწყის 45 წუთში მოპოვებულმა უპირატესობამ გამოიწვია ის, რომ  მეორე ნახევარში მოვდუნდით და მეტოქემ ეს კარგად გამოიყენა. მოდუნება დაუშვებელია და ეს შეცდომა იყო! მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.”

“შემდეგ ეტაპზე უფრო მეტი კონცენტრაციით ვიასპარეზებთ. ჯერ ჩვენი მეტოქე არ გარკვეულა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული შეხვედრები გველის; მესამე საფეხურზე ხომ სუსტი მეტოქეები არ არსებობენ,” – განუცხადა ლაშამ Fanebi.Com-ს.

თბილისის “დინამო” შემდეგ ეტაპზე გავიდა

დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. თავისი თამაში ჩაატარა თბილისის “დინამომ”, რომელიც ერევნის “ალაშკერტს” დაუპირისპირდა. თბილისლებს პირველი მატჩი 2-0 ჰქონდათ მოგებული.

სომხურ-ქართული დაპირისპირება ჩვენებურების უპირატესობით დაიწყო. ამან შედეგი გამოიღო და 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა მოახერხა კასპაროვის კარის აღება. ამის შემდეგ “ალაშკერტი” გააქტიურდა. ეს გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. სომხებმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლეს გათანაბრება. 51-ე წუთზე გიოზალიანმა გაიტანა.

ამის შემდეგ იყო მომენტები. განსაკუთრებით, აქტიურობდა თბილისური გუნდი. უნდა გამოვარჩიოთ გიორგი პაპუნაშვილის შორეული გასროლა, რომელიც ხარიხამ აისხლიტა. საბოლოოდ, შეხვედრა 1-1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში 3-1 იმარჯვეს ქართველებმა და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

 

იურაი იარაბეკი: “ხვალ ყურადღებით უნდა ვიყოთ”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ “ალაშკერტთან” გასამართი განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ლობჟანიძესა და გელაშვილზე: “ვფიქრობ, ლობჟანიძე ხვალ თამაშს შეძლებს. დიდი შანსია, გელაშვილმაც ითამაშოს. ყველაფერს ხვალ გავიგებთ.”

მოლოდინი: “პირველი მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა, მაგრამ “ალაშკერტი” კარგი გუნდია. ხვალ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, ამ მიზნის მისაღწევად კი “დინამოს” ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება. ჩვენ “ალაშკერტს” დიდ პატივს ვცემთ. იმასაც ვიტყვი, რომ ფრე დაგვაკმაყოფილებს, თუმცა გოლის გატანას აუცილებლად შევეცდებით. შანსებს ჩვენს სასარგებლოდ, 60/40-ზე შევაფასებდი.”

ველევსა და შპიჩიჩზე: “შპიჩიჩი და ველევი ტრავმირებულები არიან, თუმცა ჩვენ მათი შემცვლელები გვყავს.”

“დინამოს” მიზანზე: “ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს. “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ.”

შეგახსენებთ, რომ მატჩი 19 ივნისს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

“ალაშკერტი” – “დინამო”: მატჩის წინ

19 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ერევნის “ალაშკერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის. Fanebi.Com-ი აღნიშნული მატჩის პრევიუს გთავაზობთ…

ერევნის “ალაშკერტი” VS თბილისის “დინამო”

მოედანი: რესპუბლიკური სტადიონი, ერევანი

დაწყების დრო: 19 ივლისი, 19:00 საათი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: მუჰამედ ალ ჰაკიმი (შვედეთი)

“დინამომ” წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და პირდაპირ აღმოჩნდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამ საფეხურზე თბილისურ გუნდს არც ისე ძლიერი მეტოქე შეხვდა “ალაშკერტის” სახით. პირველ შეხვედრაში თბილისლები მატჩის უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მათ ეს სტატუსი გაამართლეს და სომხეთის ჩემპიონი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს – 2:0.

17 ივლისს, “დინამო” სომხეთის დედაქალაქში ჩავიდა.

dinamo 1

ფეხბურთელებმა 18 ივლისს, დილით მოთელვითი ვარჯიშები შეასრულეს.

dinamo2

აღსანიშნავია, რომ გუნდში მხოლოდ ერთი დანაკლისია. ვარჯიშზე დაზიანება მიიღო ველევმა და ის გუნდს სომხეთში არ გაჰყვა. მცირე ტრავმა აღენიშნება ლობჟანიძეს, რომელსაც მოედნის დატოვება მოუწია პირველი შეხვედრის 50-ე წუთზე.  სხვა მხრივ, ყველა “დინამოელი” მწყობრშია. გუნდში არც დისკვალიფიკაციას უჩივიან. მეტიც, ერთადერთი ყვითელი ბარათი ოთარ კიტეიშვილს აქვს, რომელიც მან შემოსვლიდან 2 წუთში მიიღო, თუმცა სულ ცოტა ხანში  სწორედ მან “დინამო” დააწინაურა!

Fanebi.Com-თან ქართული კლუბის მოთამაშემ, უკვე ნახსენებმა კიტეიშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ, ინტერვიუდან ამონარიდს: “2:0 კარგი უპირატესობაა, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მეორე ნომრად ვითამაშებთ თუ არა, ამას თვითონ  შეხვედრის სცენარი გვიჩვენებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “დინამო” არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დაცვაში ჩადგომას. ეს ჩვენი სტილი არაა! ჩვენ ვეცდებით მეტოქის კარის აღებას მის სტადიონზეც!”

მოკლედ, ქართულ გუნდს როგორც კარგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდინციები, ასევე ბარათების არქონაც უწყობს ხელს, რათა წარმატებას მიაღწიოს.

გადავიდეთ სომხურ “ალაშკერტზე”. ეს გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, ქვეყნის ჩემპიონია. მას “ჩემპიონთა ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყება პირველი საფეხურიდან მოუწია. “ალაშკერტი” ანდორის კლუბს, “სანტა კოლომას” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა გასვლაზე 0:0 ითამაშა. სომხეთში კი მან მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

პირველ მატჩში “დინამოსთან” “ალაშკერტი” სუსტად გამოიყურებოდა და დამარცხდა კიდეც.

ჩვენი ინფორმაციით, სომხურ კლუბში მნიშვნელოვანი ტრამვები არ არის და გუნდს ყველა ფეხბურთელი უნდა დაეხმაროს. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას… “სანტა კოლომასთან” გამართულ განმეორებით შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო მანასიანმა და, შესაბამისად, მას მოუწია თბილისში ჩატარებული მატჩის გამოტოვება. წესით, მან განმეორებითი თამაში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს. აქვე გეტვყით, რომ თითო-თითო ყვითელი ბარათი აქვთ: ტასიჩს, ბარეღამიანს, მინასიანს და პოღოსიანს.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის გამარჯვებული უკვე მესამე ეტაპზე შეხვედება ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიურ “ვარდარს” შორის გამარჯვებულს. პირველი მატჩი ამ კლუბებს შორის მაკედონიაში გაიმართა და ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა.

თბილისის “დინამოს” სავააუდო შემადგენლობა: სკრიბე – ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი – ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური – დვალიშვილი, ქვილითაია.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

cats

 

ერევნის “ალაშკერტის” სავარაუდო შემადგენლობა: კასპაროვი – პოღოსიანი, მინასიანი, იედიგარიანი, ტაშიჩი – დაშიანი, სავინი, მურადიანი, ვოსკანიანი – მანასიანი, გრიგორიანი.

მთავარი მწვრთნელი: აბრაჰამ ხაშმანიანი.

 

კიტეიშვილი: “გოლის გატანას ვეცდებით!”

ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ერევნის “ალაშკერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის. ქართველებმა დედაქალაში 2:0 იმარჯვეს და საკმაოდ კომფორტული სიტუაცია შეიქმნეს ნახსენები შეხვედრის წინ.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “დინამოს” მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და მასთან თამაშთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

“2:0 კარგი უპირატესობაა, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მეორე ნომრად ვითამაშებთ თუ არა, ამას თვითონ  შეხვედრის სცენარი გვიჩვენებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “დინამო” არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დაცვაში ჩადგომას. ეს ჩვენი სტილი არაა! ჩვენ ვეცდებით მეტოქის კარის აღებას მის სტადიონზეც!”

“ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდში საკმაოდ კარგი სიტუაციაა. რაც შეეხება ფიზიკურ კონდინციებს, ამ მხრივ აღინიშნება მიკროტრამვები, თუმცა საგანგაშო არაფერია და არ მგონია, რომ ამან ჩვენს თამაშზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს.”

“რა თქმა უნდა, გულშემატკივრის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ჩვენ ჩვენი თამაშით უნდა გადავუხადოთ მადლობა თითოეულ ფანს,” – განაცხადა “დინამოს” შემტევმა.

“დინამო” — “ალაშკერტი”: (“დინამოს” სასტარტო შემადგენლობა)

ზუსტად ერთი საათი დარჩა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისსა” და ერევნის “ალაშკერტს” შორის გასამართი პირველი მატჩის დაწყებამდე. უკვე ცნობილია “დინამოს” სასტარტო განაცხადი, რომელიც ასე გამოიყურება:

სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (კაპ.), რენე სანტოსი, შპიჩიჩი; ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური; დვალიშვილი, ქვილითაია.

სათადარიგოთა შორის არიან: ლომაია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, კურიე, მიკელ ალვარო, ჭელიძე.

შეხვედრა “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება და მას სებასტიან კოლცესკუს ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

პარუნაშვილი:”დღეს “დინამო” ფავორიტია!”

დღეს გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისის “დინამოსა” და ერევნის “ალაშკერტს” შორის. წელს  “დინამოელებისთვის” ეს პირველი გამოსვლა იქნება ევროტურნირებზე.

ნახსენებ შეხვედრასთან დაკავშირებით Fanebi.Com-თან დედაქალაქური კლუბის მოთამაშემ, ლაშა პარუნაშვილმა ისაუბრა.

“დღევანდელ მატჩში “დინამო” ფავორიტია და ამის დადასტურებას მოედანზე აუცილებლად შევეცდებით. ვნახეთ “ალაშკერტის” პირველი შეხვედრა “სანტა კოლომასთან” და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს მისმა ფეხბურთელებმა. თუმცა, თუ ჩვენ 100%-ით ვკონცენტრირდებით მატჩზე და დიდი ყურადღებით ვითამაშებთ, არ გაგვიჭირდება მეტოქის დამარცხება.”

“რაც შეეხება მიზანს… გეტყვით, რომ  ყველა მოწინააღმდეგესთან გვინდა პირველ ნომრად თამაში. ვფიქრობ, არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი და დღეს დომინანტები ჩვენ  ვიქნებთ,” – განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

ლაშას ვკითხეთ, არის თუ არა წლევანდელი “დინამო” წინა წლების (5-6 წლის) გუნდთან შედარებით უფრო ძლიერი და აქვს თუ არა მეტი შანსი, რომ გავიდეს ჯგუფურ ეტაპზე:“ჩემი აზრით ნამდვილად უფრო ძლიერები ვართ. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ წარსულისგან განსხვავებით ახლა ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და, შესაბამისად, დღეს უფრო შეთამაშებულ და თავდაჯერებულ “დინამოს” იხილავთ.”

პარუნაშვილს ბოლოს პაპუნაშვილის დაბრუნებაზეც ვკითხეთ:“გიორგი ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის, რაც დაამტკიცა, თუნდაც, წინა ევროთასებზე. როგორც მისი, ასევე სხვა ყველა მთავარი პლუსის გამოყენება გვჭირდება, რათა ეროტურინირებზე მივაღწიოთ წარმატებას.”

 

 

“ჩემპიონთა ლიგაზე” თბილისის “დინამოს” მეტოქე გაირკვა

დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.

ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს “ალაშკერტი” და “სანტა კოლომა” დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული “დინამოს” უნდა დაპირისპირებოდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. საბოლოოდ, შეხვედრა 3-0 დასრულდა “ალაშკერტის” გამარჯვებით. ორი მატჩის ჯამში სომხურმა გუნდმა 3-0 იმარჯვა (პირველი შეხვედრა 0:0) და შესაბამისად სწორედ იგი შეერკინება ქართულ გუნდს.

პირველი მატჩი თბილისში “დინამო არენაზე” 12 ივლისს გაიმართება.