კიტეიშვილმა “დინამოსთან” გაახანგრძლივა

ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი თბილისის “დინამო” მომავალი სეზონისთვის განსაკუთრებულ სიახლეებს გვპირდება, გუნდს გეზი მაღალი მიზნებისკენ აქვს აღებული.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “დინამოსა” და ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა – ოთარ კიტეიშვილმა დინამოსთან კონტრაქტი წელიწადნახევრით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისელთა პრესსამსახური ავრცელებს. დედაქალაქელთა რიგებში მომავალ სეზონი ისევ ითამაშებენ, აწ უკვე ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველად აღაირებული ლაშა თოთაძე და ახალგაზრდა გიორგი ზარია. “დინამო” უკვე დატოვა სამმა ლეგიონერმა: უკრაინელი გოლკიპერი – სერგეი ლიტოვჩენკო, უკრაინელი მცველი – ბოგდან მიშენკო და ნიგერიელი მცველი – მოჰამედ ალიუ.

21 წლის ნახევარმცველმა, რომელიც დედაქალაქურ გუნდში 2015 წლიდან ასპარეზობს, დასრულებულ სეზონში ლურჯ-თეთრი ფორმით 25 მატჩი ჩაატარა.

ოთარ კიტეიშვილი: “მოტივიაცია? ამაზე საუბარი ზედმეტია”

ხვალ ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის ხუთივე მატჩი შედგება. რა თქმა უნდა,  ტურის და სეზონის ცენტრალური მატჩი, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს. სიტუაცია მარტივია: დედაქალაქელები 57 ქულით პირველზე არიან, იმერლები, 55-ით – მეორეზე, ფრე ან “დინამოს”  მოგება მას აჩემპიონებს, ხოლო “ტორპედო” ჩემპიონი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ხდება.

საკმაოდ პრინციპული დაპირისპირების წინ, Fanebi.Com-თან “დინამოს” კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.

“სეზონის დასაწყისში რომ ეთქვათ, გადამწყვეტი შეხვედრა “დინამო არენაზე” შედგებაო, ალბათ ყველა დათანხმდებოდა. თუმცა, სტარტის შემდეგ დიდი უპირატესობა გვქონდა და უფრო მარტივადაც შეიძლებოდა, საქმე წასულიყო. საჭირო იყო, აღნიშნული დაშორების უკეთ გამოყენება. დასანანი ქულები დავკარგეთ, თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ხვალინდელი მატჩი იმ ახალაგაზრდებისთვის, რომლებიც კლუბში ვთამაშობთ, ძალიან დიდი გამოცდილება იქნება. მოტივაცია? ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ შეხვედრას მთელი საქართველო ელის და მიხარია, რომ ასეთი დაპირისპირების ჩატარება გვიწევს.”

“მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და წარსულში გამოუყენებელ შანსებზე არ ვფიქრობთ. მეტოქე საკმაოდ ძლიერია. ისინი კარგ ფორმაში არიან, თუმც მთელი სეზონის განმავლობაში მდევრების როლში იყვნენ. ახლა მათ გადასწრების და გაჩემპიონების შანსი აქვთ. თუმცა, არ ვაპირებთ, რამე დავთმოთ. პირველ ადგილზე ვართ და იმედია, ხვალინდელი თამაშის შემდეგაც ასე იქნება,” – აცხადებს კიტეიშვილი.

კიტეშვილი: “ჩვეული ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ, რამაც შედეგი გამოიღო”

გუშინ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში თბილისის “დინამომ” სამტრედიის “სამტრედია” მიიღო. მასპინძლებმა თავიდან ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ “სამტრედიამ” გაათანაბრა. თუმცა, ბოლო წუთზე ბაჩანა არაბულის თავურით “დინამომ” მაინც მოიპოვა სამი ქულა.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-ს დედაქალაქელთა ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ესაუბრა.

“ეროვნული ლიგის საუკეთესო მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და ორი გოლიც გავიტანეთ. მეორე ნახევარში ცოტა მოვეშვით, მეტოქეც უფრო აგრესიული გახდა და გაგვითანაბრეს. თუმცა, ჩვეული ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.”

“ჩემპიონატში ბევრი გუნდი იბრძვის უმაღლესი მიზნისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონები გავხდეთ და გულშემატკივარს დიდი სიხარული ვაჩუქოთ,” – განაცხადა “კიტემ”.

კიტეიშვილი: “მიუხედავად ახალგაზრდული შემადგენლობისა, უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლებთ”

გუშინ ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო და მეტოქე მინიალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ დედაქალაქელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“პირველ შეხვედრაშივე გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ თამაშის ხარისხი გამოსასწორებელი გვაქვს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ და მომავალშიც ძირითად ყურადღებას ამაზე გავამახვილებთ. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ სულ მალე გამოჩნდება ჩვენი პროგრესი.”

“დინამო” ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და ასე იქნება მომავალშიც. მიუხედავად ახალგაზრდული შემადგენლობისა, შეგვწევს ძალა, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის გავიბრძოლოთ,” – განაცხადა კიტეიშვილმა.

კიტეიშვილი: “გოლის გატანას ვეცდებით!”

ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ერევნის “ალაშკერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის. ქართველებმა დედაქალაში 2:0 იმარჯვეს და საკმაოდ კომფორტული სიტუაცია შეიქმნეს ნახსენები შეხვედრის წინ.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “დინამოს” მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და მასთან თამაშთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

“2:0 კარგი უპირატესობაა, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მეორე ნომრად ვითამაშებთ თუ არა, ამას თვითონ  შეხვედრის სცენარი გვიჩვენებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “დინამო” არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დაცვაში ჩადგომას. ეს ჩვენი სტილი არაა! ჩვენ ვეცდებით მეტოქის კარის აღებას მის სტადიონზეც!”

“ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდში საკმაოდ კარგი სიტუაციაა. რაც შეეხება ფიზიკურ კონდინციებს, ამ მხრივ აღინიშნება მიკროტრამვები, თუმცა საგანგაშო არაფერია და არ მგონია, რომ ამან ჩვენს თამაშზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს.”

“რა თქმა უნდა, გულშემატკივრის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ჩვენ ჩვენი თამაშით უნდა გადავუხადოთ მადლობა თითოეულ ფანს,” – განაცხადა “დინამოს” შემტევმა.

ოთარ კიტეიშვილი: “დინამოს წევრობა პასუხისმგებლობას მიორმაგებს”

სლოვენიურ შეკრებაზე მყოფი “დინამო” დღეს მეორე სპარინგ მატჩს “დომჟალესთან” გამართავს. მოსამზადებელი ეტაპის შესახებ თბილისური კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

“უკვე კვირაზე მეტი გავიდა რაც შეკრებაზე ვართ. მშვენიერი მოსამზადებელი პირობების გარდა, გარემოც ძალიან კარგია. მიმდინარეობს ტაქტიკური ვარჯიშები და  თეორიული მეცადინეობები. ვმუშაობთ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე. ხშირად ტარდება სააზროვნო ვარჯიშები. მწვრთნელი ახალ იდეებს და მონახაზს გვაწვდის, ჩვენს მხრივ კი ბიჭები ვცდილობთ ყველაფერს მარტივად და მალე აუღოთ ალღო. უკვე ჩავატარეთ ერთი მატჩი ამ შეკრებაზე. მეტოქე არ იყო ჩვენზე ძლიერი, თუმცა დავმარცხდით. ეს მოსამზადებელი ეტაპია, ახალწვეულები გვყავს გუნდში და შეთამაშებაც მნიშვნელოვანია. გვქონდა არაერთი საგოლე სიტუაცია, თუმცა ვერ გავიტანეთ გოლი. ამ ეტაპზე შედეგს არ ააქვს მნიშვნლი, მთავარია შესაბამისად მოვემზადოთ ევროთასებისთვის.

ჩემს ასპარეზობას რაც შეეხება – ნახევარი წელიწადია გუნდში ვარ და არ ველოდი ესე მალე თუ შევეწყობოდი გუნდს. ის რომ დინამოს წევრი ვარ, პასუხისმგებლობას მიორმაგებს. აქ თამაში გარკვეული წნეხიც არის, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას და უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს. გუნდში ძალიან მეგობრული სიტუაციაა. ჩვენი დღევანდელი შესაძლებლობები, რომ შევაფასოდ, ვფიქრობ შეგვწევს უნარი რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ” – განაცხადა კიტიშვილმა.