სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ქართველი თავდამსხმელი, ვლადიმერ დვალიშივილი, რომელიც პოლონური “პოგონის” ღირსებას იცავდა, თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა 30 წლის მოთამაშეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
“ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, სამმა პოლონურმა გუნდმა შემომთავაზა კონტრაქტი, მაგრამ მეოთხე კლუბი იყო “დინამო”… მისი ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და მთხოვა, რომ მათ “ჩემპიონთა ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპზე დავხმარებოდი. მეც ჩემი ქვეყნის გუნდს უარი ვერ ვუთხარი და თანამემამულეების დახმარება გადავწყვიტე. თუ “დინამო” რომელიმე ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავა, აქ აუცილებლად დავრჩები, თუ არა და წასვლის ნებას კლუბიდან აუცილებლად მომცემენ; ეს უკვე შეთანხმებულია.”
“რაც შეეხება სომხურ “ალაშკერტს”, ეს ბაირიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ! იოლი არ იქნება, მაგრამ უბრალოდ “დინამო” ვალდებულია, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს. თუ მოვინდომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ “ჩემპიონთა ლიგის” ფლეი-ოფშიც და, შემდეგ, ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშოთ,” – განაცხადა “დინამოს” ქართველმა ახალწვეულმა.