დღეს ავსტრიის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში დედაქალაქის გუნდი – “რაპიდი”, რომელშიც ქართველი ლეგიონერი, გიორგი ქვილითაია გამოდის, სტუმრად მოედლინგის “ამირას” დაუპირისპირდა. შეხვედრა რაპიდელების უპრატესობით წარიმართა. ისინი მე-16 წუთზე ტამაშ სანტომ დააწინაურა. 29-ეზე თომაშ მურგმა მეორე გოლი გაუტანა “ადმირას”. საგულისხმოა, რომ ამ ფეხბურთელს საგოლე გადაცემა სწორედ ქვილითაიამ გაუკეთა! პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა.
მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე კნასმუელნერმა მინიმუმადე შეამცირა უპირატესობა. თუმცა, მასპინძლებმა სხვა ვეღარაფერი გააწყვეს. საბოლოოდ, “რაპიდმა”, ანგარიშით, 2-1 მოიგო.
ქვილითაიამ ძირითადიდან დაიწყო და 69-ე წუთზე იოელინტონმა შეცვალა.