ალაბას მამა და აგენტი: “არავისთვისაა საიდუმლო, რომ რეალი” დავიდის მიმართ ინტერესს იჩენს”

დავიდ ალაბამ მარტში განაცხადა, რომ ის ახალ გამოწვევას ეძებს. შესაბამისად, ავსტრიელი ამ ზაფხულში კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად მიუნხენის “ბაიერნის” დატოვებას და სხვაგან გადასვლას მოიაზრებს. პოტენციურ ახალ კლუბად კი მადრიდის “რეალი” სახელდება. ამაზე ბევრმა გამოცემამ დაწერა.

ფეხბურთელის მამამ და აგენტმა, ჯორჯ ალაბამ თავის შვილის მიმართ “ბლანკოსის” ინტერესზე ისაუბრა.

“ყველამ იცის, რომ “რეალი” ნამდვილად არის დაინტერებული დავიდით. თუმცა, ახლა არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში. ამ მომენტში ნამდვილად არაა იმის განხილვის დრო, თუ სად გადავა ჩემი შვილი. მადრიდული კლუბის ინტერესი კი საიდუმლო ნამდვილად არაა. თუმცა, ახლა დავიდი მხოლოდ სეზონის დასრულებას ელის,” – აცხადებს მიუნხენელთა მარცხენა მცველის მამა.

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხადა

8

დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩი ჩვენებმა დაიწყეს. ქართველები საწყის წუთზევე გადავიდნენ შეტევაში და სწრაფი გოლის გატანა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. პირველი დარტყმა მეტოქეთა ლიდერმა, დავიდ ალაბამ განახორციელა სტანდარტულიდან, მაგრმა მან ბურთი კარს გადააცილა. სულ მალე არნაუტივიჩმა შეიგდო ბურთი საჯარიმოში და მარჯვენა მახვილი კუთხიდან გაისროლა, თუმცა ამ დარტყმასაც შედეგი არ მოჰყოლია.

მე-8 წუთზე ალაბამ ჩააწოდა, ლორია წინ გამოვიდა, ბურთი ქართველ მეკარემდე არ მივიდა – ჰინტერეგერმა თავით დაარტყა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველები გააქტიურდნენ და უფრო შეუტიეს. მოედნის ცენტრში კაშია გამოირჩეოდა, შეტევაში კი, განსაკუთრებუით, ჯიღაური აქტიურობდა. ჩვენები არც თუ ისე იშვიათად მიდოდნენ ავსტრიელების საჯარიმოსთან, თუმცა კარში დარტყმას ვერ ახერხებდნენ. 26-ე წუთზე იყო ძალიან კარგი შანსი: ბურთი საჯარიმოში ჩავარდა და მეკარსეთან ძალაინ ახლოს მყოფ ამისულაშვილს მიუვიდა, რომელმაც მაღლიდან მარცხენა ფეხით დაარტყა და კარს ოდნავ გადააცილა.

30-ე წუთზე ძალიან ლამაზი მომენტი შექმნეს ქართველებმა: ყაზაიშვილი ფლანგზე გაიქცა, გაჩერდა და ლობჟანიძეს გააყოლა ბურთი, უჩამ შესანიშნავი პასი გაუკეთა საჯარიმოში მყოფ დვალიშვილს, ლადომაც უკან მდგომი ჯიღაური შენიშნა და მას უპასა, ამ უკანასკნელმა კი ახლოდან ორიგინალურად დაარტყა, თუმცა მეკარემ ხელებში აიღო ბურთი. 34-ე წუთზე უჩა ლობჟანიძემ აუტი მოაწოდა, ბურთი პირდაპირ ჩააგდო საჯარიმოში, კაშიამ ანანიძეს გადააწოდა, ჯანომ კი ძალიან ახლოდან დაარტყა, თუმცა ამ დარტყმამაც ვერ გამოიღო შედეგი.

ქართველები გრძნობნდნე, რომ ამდენი შეტევების შემდეგ გოლის გატანის და ანგარიშის გათაბრების ძალა ჰქონდათ; ისინი განუწყვეტლივ უტევდნენ. ამის მიუხედავად გოლი მაინც ავსტრიამ გაიტანა – 42-ეზე არნაუტოვიჩმა ჩააწოდა, იანკომ თავით დაარტყა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლები სხვაობის შემცირებას, სტუმრები კი, პირიქით, გაზრდას ცდილობდნენ.

56-ეზე არნაუტივიჩი გავიდა ლორიასთან პირისპირ და ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

57-ეზე ჯიღაური გაიქცა ფლანგზე, შემდეგ მეტოქეც მოატყუა და დაარტყა, თუმცა ალმერმა ეს ბურთი აიღო. მალე კაშიამაც სცადა ბედი – საჯარიმოში შემოგდებული ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

65-ეზე ახლადშემოსულმა სხირტლაძემ ჩააწოდა და ყაზაიშვილმა თავით სცადა გატანა, ბურთი ძელს მოხვდა და გოლი მაინც არ გავიდა. 70-ეზე ჯანომ გაისროლა, მაგრამ ვერც ახლა! ვერც ახლა მოახერხეს ჩვენებმა მეტოქის კარის ბადის შერხევა.

როგორც იქნა შევძელით! 79-ე წუთზე ანანიძემ დაარტყა შორიდან და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა. 1-2, უკვე გათანაბრებაზე დავიწყეთ ფიქრი!

ისევ ანანიძე აქტიურობდა და მან კიდევ ერთხელ დაარტყა კარში. ასევე, უნდა გამოვარჩიოთ ჯიღაურისა და ოქრიაშვილის აქტიურობაც. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, შედეგს არ იღებდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრა დათმო, ანგარიშით, 1-2.


შემადგენლობები

საქართველო: ლორია; ლობჟანიძე (ჭანტურია 83 წთ), ამისულაშვილი (ოქრიაშვილი 76 წთ.), კვერკველია, ნავალოვსკი; დაუშვილი, კაშია; ყაზაიშვილი, ანანიძე, ჯიღაური; დვალიშვილი (სხირტლაძე 63 წთ.).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი

ავსტრია: ალმერი; სუტნერი, ჰინტერეგერი, დრაგოვიჩი, კლეინი; არნაუტოვიჩი, ალაბა, ბაუმგარტლინგერი, ჰარნიკი (საბიცერი 20 წთ.), იუნუზოვიჩი (შიოფი 67 წთ), იანკო (გრეგორიჩი 76 წთ).

მთავარი მწვრთნელი: მარსელ კოლერი

გაფრთხილებები: დრაგოვიჩი (51 წთ.)


რიოს ოლიმპიადის მედალოსნები, ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი ქომაგებთან ერთად იქნებიან

დღეს საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ავტსრიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს…

ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე დასწრებას აპირებენ რიოს ოლიმპიადის მედალოსნები, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი. აღსანიშნავია ერთი რამ: ჩვენი საამაყო სპორტსმენები არა რიგითი გულშემატკივრების როლში მოგვევლინებიან, არამედ ისინი “ქართული სპორტის ქომაგების” რიგებში იქნებიან და იქედან უგულშემატკივრებენ თავიანთ ნაკრებს.

შეგახსენებთ, რომ ნახსენები დაპირისპირება დღეს 20:00 საათზე დაიწყება.

დავიდ ალაბამ “შტუტგარტს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

7 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში “შტუტგარტმა” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში დავიდ ალაბამ მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.



ალაბა: “მსაჯს ზლატანის შეეშინდა”

მიუნხენის “ბაიერნისა” და ავსტრიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დავიდ ალაბა აცხადებს, რომ შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მთავარ არბიტრს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეეშინდა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ავსტრიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1), ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ალაბას წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა, მსაჯი კი მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

“მსაჯს ზლატანის შეეშინდა”, – ციტირებს ალაბას სიტყვებს გამოცემა Guardian-ი.

დავიდ ალაბასა და ჟერომ ბოატენგის ცეკვა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის შემდეგ

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელებმა დავიდ ალაბამ და ჟერომ ბოატენგმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს.

რიბერი, შაქირი და კონტენტო ალაბას სახეში “ულაწუნებენ”

ინტერნეტ-სივრცეში სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ულაწულებენ ხელებს სახეში შაქირი, რიბერი და კონტენტო დავიდ ალაბას.