პრევიუ: საქართველო – ავსტრია

4 სექტემბერს სტარტს იღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი. საქართველოს ნაკრები ახალი იმედებითა და მიზნებით ხვდება ამ საკვალიფიკაციო ეტაპს. ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს გამართავს “დინამო არენაზე”. ქართველების მეტოქე ავსტრია იქნება…

საქართველო – ავსტრია

მოედანი: “დინამო არენა”, თბილისი

დაწყების დრო: 5 სექტემბერი, 20:00

შეხვედრის მთავარი არბიტრი: ალექსეი კულბაკოვი (ბელორუსია)

საქართველოს ნაკრებისთვის გასული ზაფხული წარმატებული აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ რამდენიმე მოთამაშე შედარებით მაღალი დონის ევროპულ გუნდში გადავიდა. მაგალითად, ოთარ კაკაბაძე “ხიმნასტიკში” გადაბარგდა, ვაკო ყაზაიშვილი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. არ უნდა დაგვავიწყდეს აბურჯანიაც, რომელიც ანდალუსიურ “სევილიას” შეუერთდა. კიდევ ერთ სპორტსმენს შეეძლო ქართველი გულშემატკივრების გულის გახარება – ოქრიაშვილი მარსელის “ოლიმპიკთან” ახლოს იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ტრანსფერი არ შედგა. ასევე, კაპიტანი ჯაბა კანკავა ლიგა 2-ში მოასპარეზე “რეიმსში” დარჩა. მოკლედ, ნაკრების წევრების ნაწილში არის კარიერული წინსვლა და წარმატებები, ნაწილში კი არის პრობლემები.

გუნდში არის ახალი ფეხბურთელიც. დავით ხოჭოლავა, ამპლუით მცველია და უკრაინის “ჩერნომორეცში” ასპარეზობს.

ჩვენი ნაკრები ამ შეხვედრაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მაგრამ ამის გაკეთებას არც ისე ოპტიმალური შემადგენლობით შეეცდება. ვლადიმერ ვაისის კოლექტივს მთავარი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე ვერ დაეხმარება, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და სულ ახლახანს დაასრულა რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, “სევილიას” მოთამაშემ, გიორგი აბურჯანიამ  ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და ნაკრებს გამოაკლდა. კაპიტანს, ჯაბა კანკავასაც ტრავმა აწუხებს. აქვე გეტყვით, რომ გიორგი პაპუნაშვილი 21 წლამდე ნაკრებში გადაიყვანეს. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი 6 სექტემბერს ხორვატიას უმასპინძლებს და სწორედ იმ მატჩისთვის სჭირდება მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს “დინამოს” შემტევი.

რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს… ავსტრიის ნაკრებმა ამ ზაფხულზე ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწიელობა და საშინელი შთაბეჭდილება დატოვა: 2 წაგება, 1 ფრე და მეოთხე ადგილი ჯგუფში. ამის შემდეგ გუნდში გარკვეული ცვლიელებები მოხდა. ავსტრიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს: იულიან ბაუმგარტლინგერის სახით.

ავსტრია, ფაქტობრივად, დანაკლისის გარეშე ჩამოვიდა თბილისში. გუნდის ლიდერები სრულ მზადყოფნაში არიან. ნაკრების მთავარი ვარსკვლავი მიუნხენის “ბაიერნის” მოთამაშე, დავიდ ალაბაა, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მომენტში შექმნას რაღაც საფრთხე ქართველთა კართან. არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ისეთი სპორტსმენები, როგორებიცაა მარკო არნაუტოვიჩი, იულიან ბაუმგარტლინგერი; ასევე, “ლევერკუზენის” 25 წლის მცველი, დრაგოვიჩი. მოკლედ, ამ გუნდს ყველა რგოლში ჰყავს გამორჩეული მოთამაშე და, ზოგადად, კოლექტივიც შეთამაშებული და შეკრულია.

გუნდების მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარები

ვლადიმერ ვაისი: “საკვალიფიკაციო ეტაპი ახლა იწყება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩი წარმატებით ჩავატაროთ. ჩვენს ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, ამიტომ ყველა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.”

Vladim-r-Weiss-700x288

“არიან ტარვმირებულები… კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ჩვენთვის დიდ დანაკლისს წარმოადგენს, ეს იგივეა, ავსტრია არნაუტოვიჩისა და ალაბას გარეშე რომ იყოს. კაშია ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ რა პოზიციაზე, ამას ჯერ ვერ გეტყვით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, პრობლემები სხვა ნაკრებებსაც აქვთ და შესაძლოა, ხვალ ვერც ავსტრიამ ითამაშოს ოპტიმალური შემადგენლობით.”

მარსელ კოლერი: ერთი კვირაა, რაც ჩვენი შეკრება დაიწყო. დავინახე, რა დიდი სიხარულით შეუდგნენ ჩვენი ფეხბურთელები ვარჯიშს. ყველას გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ და ციკლი კარგად დავიწყოთ. ხვალ გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა გამარჯვებას.”

marcel koller

“საქართველოს ნაკრები თავდაჯერებულად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, საკუთარი გულშემატკივრების წინ, მეტოქე შეუტევს. წინა საკვალიფიკაციო ციკლში, მათ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარეს. ვიცით, რომ დაცვასაც და შეტევასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.”

სავარუდო შემადგენლობები

საქართველო: ლორია, ცისკარიძე, ამისულაშვილი, კვერკველია, კაკაბაძე, კაშია, კვეკვესკირი, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი.

ავსტრია: ალმერი, კლეინი, პრიოდი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგგერი, ალაბა, ბაუმგარტლინგერი, არნაუტოვიჩი, საბიცერი, იუნოზოვიჩი, ჰარნიკი.

 

 

 

 

“ალაშკერტი” – “დინამო”: მატჩის წინ

19 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ერევნის “ალაშკერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის. Fanebi.Com-ი აღნიშნული მატჩის პრევიუს გთავაზობთ…

ერევნის “ალაშკერტი” VS თბილისის “დინამო”

მოედანი: რესპუბლიკური სტადიონი, ერევანი

დაწყების დრო: 19 ივლისი, 19:00 საათი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: მუჰამედ ალ ჰაკიმი (შვედეთი)

“დინამომ” წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და პირდაპირ აღმოჩნდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამ საფეხურზე თბილისურ გუნდს არც ისე ძლიერი მეტოქე შეხვდა “ალაშკერტის” სახით. პირველ შეხვედრაში თბილისლები მატჩის უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მათ ეს სტატუსი გაამართლეს და სომხეთის ჩემპიონი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს – 2:0.

17 ივლისს, “დინამო” სომხეთის დედაქალაქში ჩავიდა.

dinamo 1

ფეხბურთელებმა 18 ივლისს, დილით მოთელვითი ვარჯიშები შეასრულეს.

dinamo2

აღსანიშნავია, რომ გუნდში მხოლოდ ერთი დანაკლისია. ვარჯიშზე დაზიანება მიიღო ველევმა და ის გუნდს სომხეთში არ გაჰყვა. მცირე ტრავმა აღენიშნება ლობჟანიძეს, რომელსაც მოედნის დატოვება მოუწია პირველი შეხვედრის 50-ე წუთზე.  სხვა მხრივ, ყველა “დინამოელი” მწყობრშია. გუნდში არც დისკვალიფიკაციას უჩივიან. მეტიც, ერთადერთი ყვითელი ბარათი ოთარ კიტეიშვილს აქვს, რომელიც მან შემოსვლიდან 2 წუთში მიიღო, თუმცა სულ ცოტა ხანში  სწორედ მან “დინამო” დააწინაურა!

Fanebi.Com-თან ქართული კლუბის მოთამაშემ, უკვე ნახსენებმა კიტეიშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ, ინტერვიუდან ამონარიდს: “2:0 კარგი უპირატესობაა, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მეორე ნომრად ვითამაშებთ თუ არა, ამას თვითონ  შეხვედრის სცენარი გვიჩვენებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “დინამო” არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დაცვაში ჩადგომას. ეს ჩვენი სტილი არაა! ჩვენ ვეცდებით მეტოქის კარის აღებას მის სტადიონზეც!”

მოკლედ, ქართულ გუნდს როგორც კარგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდინციები, ასევე ბარათების არქონაც უწყობს ხელს, რათა წარმატებას მიაღწიოს.

გადავიდეთ სომხურ “ალაშკერტზე”. ეს გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, ქვეყნის ჩემპიონია. მას “ჩემპიონთა ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყება პირველი საფეხურიდან მოუწია. “ალაშკერტი” ანდორის კლუბს, “სანტა კოლომას” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა გასვლაზე 0:0 ითამაშა. სომხეთში კი მან მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

პირველ მატჩში “დინამოსთან” “ალაშკერტი” სუსტად გამოიყურებოდა და დამარცხდა კიდეც.

ჩვენი ინფორმაციით, სომხურ კლუბში მნიშვნელოვანი ტრამვები არ არის და გუნდს ყველა ფეხბურთელი უნდა დაეხმაროს. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას… “სანტა კოლომასთან” გამართულ განმეორებით შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო მანასიანმა და, შესაბამისად, მას მოუწია თბილისში ჩატარებული მატჩის გამოტოვება. წესით, მან განმეორებითი თამაში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს. აქვე გეტვყით, რომ თითო-თითო ყვითელი ბარათი აქვთ: ტასიჩს, ბარეღამიანს, მინასიანს და პოღოსიანს.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის გამარჯვებული უკვე მესამე ეტაპზე შეხვედება ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიურ “ვარდარს” შორის გამარჯვებულს. პირველი მატჩი ამ კლუბებს შორის მაკედონიაში გაიმართა და ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა.

თბილისის “დინამოს” სავააუდო შემადგენლობა: სკრიბე – ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი – ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური – დვალიშვილი, ქვილითაია.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

cats

 

ერევნის “ალაშკერტის” სავარაუდო შემადგენლობა: კასპაროვი – პოღოსიანი, მინასიანი, იედიგარიანი, ტაშიჩი – დაშიანი, სავინი, მურადიანი, ვოსკანიანი – მანასიანი, გრიგორიანი.

მთავარი მწვრთნელი: აბრაჰამ ხაშმანიანი.