მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

რონალდუ თამაშს სექტემბრამდე ვერ შეძლებს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ტრავმის გამო ევროპის სუპერთასის მატჩსა და ლა ლიგის პირველ ორ ტურს გამოტოვებს. ამ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელთა ფორვარდმა ტრავმა ევრო 2016-ის ფინალში მიიღო. “რეალმა” მას დასასვენებლად და გამოსაჯანმრთელებლად ერთი თვე მისცა, რაც წესით, საკმარისი უნდა აღმოჩნდეს.

ასე რომ, მადრიდელთა სუპერვარსკვლავი ევროპის სუპერთასის მატჩში, “სევილიასთან” ვერ ითამაშებს, ისევე როგორც ლა ლიგის ეგიდით გასამართ ორ მატჩში – “რეალ სოსიედადთან” და “სელტასთან”.

მისი დაბრუნება ლა ლიგის მესამე ტურისათვის იგეგმება. მესამე ტურში “რეალის” მეტოქე ახლადდაბრუნებული “ოსასუნა” იქნება.