დღეს პარაოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტმა, ზვიად გოგოჭურმა ჩვენს ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა. ამ დიდ წარმატებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა.
ჭდე: რიო 2016
რიოს ოლიმპიადის მედალოსნები, ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი ქომაგებთან ერთად იქნებიან
დღეს საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ავტსრიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს…
ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე დასწრებას აპირებენ რიოს ოლიმპიადის მედალოსნები, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი. აღსანიშნავია ერთი რამ: ჩვენი საამაყო სპორტსმენები არა რიგითი გულშემატკივრების როლში მოგვევლინებიან, არამედ ისინი “ქართული სპორტის ქომაგების” რიგებში იქნებიან და იქედან უგულშემატკივრებენ თავიანთ ნაკრებს.
შეგახსენებთ, რომ ნახსენები დაპირისპირება დღეს 20:00 საათზე დაიწყება.
ვლადიკავკაზში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბანერი გაკეთდა (ფოტო)
რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიგო. Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი, ირაკლი ორაგველიძე აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში ბანერით აღნიშნეს ხინჩეგაშვილის ოლიმპიური ჩემპიონობა. ამ ბანერზე გამოსახულია კვარცხლბეკზე მდგომი ხინჩეგაშვილი. მარჯვენა ზედა კუთხეში რიოს ოლიმპიადის ლოგო და ჩრ. ოსეთის დროშაა.
ყურადღება უნდა მივაქციოთ ბილბორდზე არსებულ წარწერას: “ხინჩაგაშვილი (ხინჩაგოვი) ვლადიმერ – ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში”.
სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, რომ ბანერი ლადოს ოსმა ნათესავებმა დაამონტაჟეს, რომლებიც ვლადიკავკაზში ცხოვრობენ.
დიდი ბრიტანეთის ოლიმპირუი ნაკრების მიერ შესრულებული ჰიმნი თვითმფრინავში (ვიდეო)
რიოს 2016 წლის ოლიმპიადა ძალიან წარმატებული იყო დიდი ბრიტანეთის ნაკრებისთვის. ამ ქვეყნის სპორტსმენების ანგარიშზე, საერთო ჯამში, 67 მედალია. მათ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავეს, აშშ-ის შემდეგ.
ზემოთ ნახსენებიდან გამომდინარე, ბრიტანელები სახლისაკენ მიმავალ გზაზე ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ. მათ თავიანთი ქვეყნის ჰიმნიც შეასრულეს მხიარულად.
ქართველი მარათონელი, დავით ხარაზიშვილი: “მაპატიეთ, თუ თქვენს აგრესიას აგრესიით ვუპასუხე”
რიოს ოლიმპაიდაზე საქართველოს ერთ-ერთ წარმომადგენელი მარათონელი, დავით ხარაზიშვილი იყო. მან 21 აგვისტოს ჩატარებულ შეჯიბრში 155 მონაწილეს შორის 72- ადგილი დაიკავა, რამაც ქართველ გულშემატკივრებში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ადამიანებს ქართველმა სპორტსმენმა უპასუხა. ასეთმა უხეშმა პასუხმა კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ხალხში.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ დავით ხარაზიშვილის უახელს განცხადებას.
“ჩემი სტატუსები დიდი განხილვის თემაა ეს ბოლო დღეებია საზოგადოებისთვის. მინდა, ყველას ავუხსნა, რომ 2015 წლის 27 სექტემბერს ქალაქ ბერლინში 2:16:17 ვირბინე მარათონი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა შრომაა ამ ყველაფერში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ვიშრომე და გავაუმჯობესე თითქმის ყველა პირადი შედეგი. რიგაში 1:05 ვირბინე ნახევარი მარათონი, როცა მანამდე 1:10 იყო ჩემი შედეგი. ეს ყველაფერი იყო იმის წინაპირობა, რომ უნდა მებრძოლა მედლისთვის. დიახ, უნდა მებრძოლა და ჩემზე მეტად არავის უნდოდა ეს. 2:20 ჩემთვის კატასტროფულად ცუდი შედეგია და ყველაზე იმედგაცრუებული მე ვარ. მაპატიეთ, თუ თქვენს აგრესიას აგრესიით ვუპასუხე. ჩემთვსი ჩემი გულშემატკივარი წმინდათა წმინდაა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!”
კარიკატურა: ხამესი ისევ სკამზე ზის, ბეილი და ასენსიო ბრწყინავენ
გუშინ მადრიდის “რეალმა” 3:0 გაანადგურა “რეალ სოსიედადი” ესპანეთის ჩემპიონატში. “ბლანკოსის” რიგებში გარეთ ბეილი დუბლით გამოირჩა, ხოლო ასენსიომ ერთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა ნახსენები ფეხბურთელები მოედანზე ბრწყინდავდნენ, ხამეს როდრიგესი ისევ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ზემოთ თქმულთან დაკავშირებით ომარ მომანი სახალისო კარიკატურას გვთავაზობს.
როგორ ერთობა უსეინ ბოლტი ერთ-ერთ ბრაზილიელ გოგოსთან კლუბში? (ვიდეო)
მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ადამიანს, უსაინ ბოლტს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. იამაიკელმა სპორტსმენმა ეს განსაკუთრებული მომენტი რიოს ერთ-ერთ კლუბში აღნიშნა.
გავლენიანი გამოცემა, Daily Mail-ი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია როგორ ერთობა უსეინი ერთ-ერთ იამაიკელ გოგოსთან ერთად.
რომელ ადგილზე დაასრულა საქართველომ რიოს ოლიმპიადა მედლების საერთო ჩათვლაში?
დღეს გამთენიისას დასრულდა რიოს 2016 წლის ოლიმპიადა. აღნიშნული სპორტული ღონისძიება საქართველოსთვის ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენმა დელეგაციამ 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – მოიპოვა. საგულისხმოა, რომ ამ შედეგით საქართველო მედლების საერთო ჩათვლის რეიტინგში 38 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება, პირველ ათეულს, ეს სია ასე გამოიყურება…
როგორც ხედავთ, ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ვახსენოთ საქართველოსთან ახლოს მყოფი სხვა ქვეყნებიც. მაგალითად, სომხეთი 4 მედლით 42-ე პოზიციაზეა. თურქეთის სპორტსმენებმა 8 მედალი მოაგროვეს და 41-ე ადგილს დასჯერდნენ. ხოლო, აზერბაიჯანის დელეგაციის ანგარიშზე 18 მედალია და ეს ქვეყანა რეიტინგის 39-ე საფეხურს იკავებს.
ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
საქართველოს ერთადერთი ფალავანი შემორჩა რიოს ოლიმპიადაზე. ელიზბარ ოდიკაძემ ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
ოდიკაძე ნახევარფინალში ამერიკელ სნაიდერს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და, ანგარიშით, 9:4 დასრულდა.
ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალშია! (ვიდეო)
ქართველმა ფალავანმა, ელიზბარ ოდიკაძემ რიოს ოლიმპიადაზე მერვედფინალური შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მეოთხედფინალში ელიზბარი ყაზახ მამედ იბრაგიმოვს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში, ქართველმა სპორტსმენმა მოახერხა გამარჯვება, ანგარიშით და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
იაკობიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველმა ფალავანმა, ზურაბ იაკობიშვილმა მერვედფინალური შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იტალიის წარმომადგენელს, ფრანკ ჩამიზოს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. საბედნიეროდ, იაკობიშვილმა ეს რთული დაპირისპირება ანგარიშით 3:4 დათმო. თუ ჩამიზო ფინალში გავა, ქართველი რეპეშაჟში გადაერთვება.
ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალშია! (ვიდეო)
ქართველები რიოს ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას განაგრძობენ.
სულ ცოტა ხნის წინ მერვედფინალურ ეტაპზე იასპარეზა ქართველმა მოჭიდავემ 97 კგ კატეგორიაში – ელიზბარ ოდიკაძემ. მისი მეტოქე სომხეთის წარმომადგენელი, კეტოევი იყო. არც ისე ადვილი ბრძოლა ორ პერიოდს გაგრძელდა და ჩვენებურის გამარჯვებით, ანგარიშით 8:1 დასრულდა.