ზაგრების “დინამოს” მეთაური: “ედუარდო პრემიერ ლიგაში მიდის”

ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები ზაგრების “დინამოს” პორტუგალიელი მეკარის, ედუარდოს გადაბირებას აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ხორვატთა მთავარი მწვრთნელი, ზლატკო კრანჩარი ადასტურებს.

ზაგრებელთა თავკაცის თქმით, 33 წლის მეკარე “სტემფორდ ბრიჯზე” მას შემდეგ გადაბარგდება, რაც “დინამო” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეგიდით გასამართ მატჩში “ზალცბურგს” დაუპირისპირდება.

“ედუარდოსთვის დიდი პატივია კარიერის ისეთ კლუბში გაგრძელება, როგორიც “ჩელსია”. დიახ, ვფიქრობ, რომ ის კლუბს “ზალცბურგთან” გასამართი მატჩის შემდეგ დატოვებს.” – განაცხადა კრანჩარმა.

კრანჩარი: “მიუხედავად ცუდი სტარტისა, მაინც გავიმარჯვეთ”

დღეს ზაგრებში, “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამო” ადგილობრივ “დინამოსთან” ანგარიშით 2:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ხორვატების მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა მედიასთან ისაუბრა.

“შეხვედრა ძალიან ცუდად დავიწყეთ. განსაკუთრებით, პირველი 15 წუთი სათანადოდ ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა მოედანზე. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს, ნელ-ნელა თამაში დავაწყვეთ და ორი გოლის გატანა შევძელით. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მატჩში.”

“მეორე ნახევარი უკეთესი გვქონდა. შევქმენით 2-3 რეალაური მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა. საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. განმეორებითი თამაშის წინ საგრძნობი უპირატესობა გვაქვს. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებსა და იმ საზოგადოებას, რომელმაც დღეს მოედნაზე ჩვენს მიმართ ტაში არ დაიშურა,” განაცხადა ხორვატების მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა.

ზლატკო კრანჩარი: “ჩვენი მიზანი გამარჯვებაა”

ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის “დინამოსთან” გასამართ პირველ შეხვედრაზე ისაუბრა.

59 წლის სპეციალისტის აზრით, ფავორიტი მისი გუნდია, თუმცა ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

“რთული მატჩი გველის, მაგრამ მჯერა, რომ კარგად ვითამაშებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩვენი ფანების წინაშე ვთამაშობთ და რა თქმა უნდა, მიზანი გამარჯვებაა. თბილისის “დინამოს” დიდი ტრადიცია და ისტორია აქვს. ხვალ ისევ 4-2-3-1 ტაქტიკით ვითამაშებთ, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობისას, გადაწყობა ნებიმისერ დროს შეგვიძლია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იმოქმედებს მეტოქე.

ბოლო დღეების განმავლობაში სისწრაფესა და აგრესიულობაზე ვვარჯიშობდით, რაც თბილისელებთან შეხვედრაში დაგვეხმარება. ჩემი აზრით, ფავორიტები ჩვენ ვართ, თუმცა ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება”, – განაცხადა კრანჩარმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.