მანჩინი: “ვწუხვარ, რომ რანიერი გაათავისუფლეს”

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ლესტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე დაიწყო 65 წლის მწვრთნელის შემცვლელებზე საუბარი. აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერები ამ პოზიციის დაკავების ფავორიტად რანიერის თანამემამულეს, რობერტო მანჩინის მიიჩნევენ.

მანჩინიმ რანიერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა.

“ვწხუვარ, ჩემი მეგობრის, რანიერის გამო. მან “ლესტერის” ისტორია დაწერა. კლაუდიო აუცილებლად დარჩება როგორც “მელიების”, ასევე მთლიანად ფეხბურთის მოყვარულთა გულებში,” – აცხადებს მანჩინი.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ბოლოს მილანის “ინტერს” წვრთნიდა. მან აღნიშნული პოზიცია გასულ ზაფხულში დატოვა.

რობერტო მანჩინი ბალოტელის: “მაისურს ნუღარ გაიხდი, მარიო”

რობერტო მანჩინიმ მარიო ბალოტელის ბრწყინვალე ასპარეზობაზე გააკეთა მცირე კომენტარი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე “ნიცას” ღირსებას იცავს, თანაც საკმაოდ კარგად.

“ყველას აქვს რაღაც სათქმელი მარიოზე, რაც ვფიქრობ რომ მარიოსთვის ზედმეტად დამღლელია.

რა უნდა ვთქვა, ის მართლაც რომ ფანტასტიკურია. ის ყველაფერს განსაკუთრებულად აკეთებს. “ნიცაში” მინიმუმ 20 გოლი უნდა გაიტანოს. მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა დაიმახსოვროს, რომ მაისური მეტჯერ აღარ უნდა გაიხადოს. გოლების გატანა მისთვის ნორმალური რამ უნდა იყოს.

მახსოვს მისი თამაში 2007-08 წლების სეზონის ბოლოსკენ. მაშინ ზლატანი ტრავმირებული იყო და მას უწევდა ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ვარსკვლავი გახდებოდა. მაგრამ 17 წლის ასაკში მას ზეწოლასთან გამკლავება არ შეეძლო.

ის ძალიან კარგი პიროვნებაა, დიდი გულით. ზოგჯერ შეიძლება ნერვები მოგიშალოს, მაგრამ შეუძლებელია მისთვის კარგი არ გინდოდეს.”

რა დაემართა რობერტო მანჩინის გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

16 მაისს, იტალიის ჩემპიონატში, “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (1:2), რობერტო მანჩინი სასაცილო სიტუაციაში დააფიქსირეს.

მანჩინის მცველის ყიდვა სურს

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ მას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მაღალი დონის მცველის შეძენა სურს.

“იანვარში ისეთი ფეხბურთელის შეძენა, რომელიც ძალიან გსურს, საკმაოდ ჭირს. გვჭირდება თუ არა თავდამსხმელი? ახლა სხვა პოზიციაზეა გაძლიერება საჭირო. მინდა, რომ მაღალი დონის მცველი შევიძინოთ. მალე კვირაში სამი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ამიტომ მსურს, ყველაფერი მოგვარდეს”, – ამბობს მანჩინი.

რობერტო მანჩინი თავისი გუნდის ფეხბურთელმა ისევ წააქცია (ვიდეო)

11 იანვარს, “ინტერსა” და “ჯენოას” შორის გამართულ შეხვედრაში მილანელთა მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის თავისივე გუნდის ფეხბურთელმა მარკო ანდრეოლიმ ბურთი გაარტყა, მაგრამ როგორ ჩანს, ეს ბოლო შემთხვევა სულაც არ ყოფილა. რობერტო მანჩინის ამჯერად ბურთი ზდრავკო კუზმანოვიჩმა გაარტყა:

რობერტო მანჩინის თავისივე გუნდის ფეხბურთელის დარტყმულმა ბურთმა წააქცია (ვიდეო)

11 იანვარს, იტალიის ჩემპიონატში “ინტერსა” და “ჯენოას” შორის გამართულ შეხვედრაში “ინტერის” ფეხბურთელმა მარკო ანდრეოლიმ თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის ბურთი გაარტყა.

მანჩინი: “კმაყოფილი არ ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ის კმაყოფილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრაში პირველი გოლი მე-5 წუთზე კარლოს ტევესმა გაიტანა, ხოლო ანგარიშის გათანაბრება 64-ე წუთზე მაურო იკარდიმ მოახერხა.

“ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგი იყო, თუმცა კმაყოფილი მაინც არ ვარ. პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა. შესვენების შემდეგ კარგად გამოვიყურებოდით და შეგვეძლო, გოლი კიდევ გაგვეტანა”, – ამბობს მანჩინი.

მანჩინი: ,,ინტერს” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლია”

მილანის ,,ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ინტერვიუში გუნდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

,,ჩვენ ბოლო ორი შეხვედრაში ცუდად გამოვიყურებოდით. რა თქმა უნდა, შედეგიც ცუდია. სერია A-ში ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ყველაფერს ვეცდებით სამეულში შესასვლელად,” – განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

 

მანჩინი: “ინტერი” უფრო საშიში ხდება”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ “კიევოს” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ “ნერაძური” უფრო საშიში გუნდი ხდება.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, “კიევომ” “ინტერი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

“ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ ძალებში ირწმუნებს. ვფიქრობ, გუნდი უფრო საშიში ხდება და ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია”, – ამბობს მანჩინი.

მანჩინი: “ლივერპული” ბალოტელის ბოლო შანსია”

იტალიელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ “ლივერპული” მარიო ბალოტელისათვის ბოლო შანსია. 49 წლის სპეცილისტის თქმით, ბალოტელიმ თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ მანჩინი და ბალოტელი რამდენიმე წლის განმავლობაში, “ინტერსა” და “მანჩესტერ სიტიში” ერთად მუშობდნენ.

“მარიო კარგი ბიჭია, მაგრამ მან უნდა გააცნობიეროს, რომ “ლივერპული” მისი ბოლო შანსია. ბალოტელის მოუწევს დაამტკიცოს, რისი გაკეთება შეუძლია მოედანზე. ეს მისი ბოლო შანსია.

მარიოს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ თავისი თავის გარდა, მას ვერავინ დაეხმარება”, – ამბობს მანჩინი.

მანჩინი: “გალათასარაიმ” ძალიან ცუდად ითამაშა”

თურქული “გალათასარაის” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ლონდონის “ჩელსისთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, გამართულ შეხვედრაში, “ჩელსიმ” “გალათასარაი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

“ძალიან ცუდად ვითამაშეთ. “ჩელსი” უკეთ გამოიყურებოდა. მეტოქემ თავისი შანსი გამოიყენა და მეოთხედფინალშიც გავიდა. მხოლოდ ერთი დარტყმით, შეუძლებელია, გოლი გაიტანო”, – ამბობს მანჩინი.

მანჩინი: “ჩელსიმ” წაგება დაიმსახურა”

თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ მის გუნდს “ჩელსისთან” გამართულ შეხვედრაში ფრე არ დაუმსახურებია.

შეგახსნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპის პირველ მატჩში, “გალათასარაიმ” “ჩელსი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

“ვფიქრობ, ფრეს არ ვიმსახურებდით, რადგან მეტოქეს ვაჯობეთ და პირიქით, “ჩელსიმ” წაგება დაიმსახურა. მეორე ნახევარში ჩვენს ძალებში ვირწმუნეთ, რის გამოც, ლონდონელებს თამაშით ვაჯობეთ”, – ამბობს მანჩინი.